დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ”მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ” მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 12 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 29 |
| დოკუმენტის მიმღები | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/07/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/07/2023 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 28/06/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.153.016667 |
29
27/07/2023
ვებგვერდი, 28/07/2023
010250000.35.153.016667
”მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ” მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 12 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
მცხეთის მუნიციპალიტეტი
|
„მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 12 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 12 იანვრის №2 დადგენილებაში (matsne.gov.ge, 010250020.35.153.016639, 13/01/2023), კერძოდ: დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართს დაემატოს 26-ე მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 26. დღის ცენტრით მოსარგებლე შშმ პირების საკურორტო დახმარება 1. პროგრამით მოსარგებლეები არიან შშმ სტატუსის მქონე პირები, რომლებიც რეგისტრირებილი არიან სპეციალიზებულ დაწესებულებებში (ე.წ. დღის ცენტრი). 2. დღის ცენტრმა დახმარების მისაღებად მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) წერილობითი განცხადება; ბ) დახმარების მიმღების მიერ არჩეული სასტუმროს რეკვიზიტები და ინვოისი. 3. თანხის გადარიცხვა მოხდება სასტუმროდან წარმოდგენილი შესრულებული ფაქტობრივი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები