დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 26 დეკემბრის „მარნეულის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ №29 დადგენილებაში ცვლილების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 18 |
დოკუმენტის მიმღები | მარნეულის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 27/07/2023 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/07/2023 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.159.016540 |
|
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 26 დეკემბრის „მარნეულის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ №29 დადგენილებაში ცვლილების შესახებ
|
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 26 დეკემბრის „მარნეულის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის №29 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 26/12/2022, №190020020.35.159.016517) და |
1.
პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:“ თანხა ათას ლარებში
|
2.
მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:“ თანხა ათას ლარებში
|
3.
მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 56305,3 ათასი ლარის ოდენობით:“ თანხა ათას ლარებში
|
4.
მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 10222,4 ათასი ლარის ოდენობით.“ თანხა ათას ლარებში
|
5.
მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 36054,4 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:“ თანხა ათას ლარებში
|
6.
მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მარნეულის მუნიცპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 31766,2 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: |
ა)
განისაზღვროს მარნეულის მუნიცპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 32409,2 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:“
|
ბ)
განისაზღვროს მარნეულის მუნიცპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 643,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
7.
მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:“
|
8.
მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო“
|
9.
მე-13 მუხლის პირველ პუნქტის ცხრილი და „ა“, „ა.ბ“, „ბ“, „ბ.ბ“, „ვ“ და „ვ.ა“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება
ა.ბ.) გზების მშენებლობა და რეაბილიტაცია
ბ) წყლის სისტემების განვითარება
ბ.ბ) სასმელი წყლის სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაცია
ვ) კეთილმოწყობა
ვ.ა) საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობა–რეაბილიტაცია
|
10.
მე-13 მუხლის მეორე პუნქტის ცხრილი და „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
გ) კაპიტალური დაბანდებები დასუფთავების სფეროში
|
11.
მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის ცხრილი და „ბ“, „ბ.ბ“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ბ) კულტურის სფეროს განვითარება
ბ.ბ) კულტურის სფეროს ღონისძიებები
ბ.გ) კულტურის ობიექტების აღჭურვა, რეაბილიტაცია, მშენებლობა
|
12.
მე-13 მუხლის მეექვსე პუნქტის ცხრილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
|
13.
მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14. მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით.“
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე |
|
დოკუმენტის კომენტარები