“საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 24 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის განსაზღვრის წესის შესახებ”

  • Word
“საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 24 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის განსაზღვრის წესის შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 61/2004
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 18/10/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 114, 21/10/2004
სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.15.008.006.769
  • Word
61/2004
18/10/2004
სსმ, 114, 21/10/2004
010.190.020.15.008.006.769
“საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 24 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის განსაზღვრის წესის შესახებ”
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.15.008.006.761

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო

კომისიის დადგენილება №61/2004

2004 წლის 18 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 24 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის განსაზღვრის წესის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ყ” ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის შესაბამისად, აგრეთვე, „საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 24 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისათვის ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული ღონისძიებებისა და ვადების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2004 წლის 7 ოქტომბრის №58/2004 დადგენილების საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

    მუხლი 1

საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 24 ოქტომბრის შუალედური არ­ჩევ­ნებ­ის შედეგების შეჯამებისას ამომრჩეველთა საერთო რაოდენობად ჩაითვალოს კენ­ჭის­ყრის დღემდე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობას დამატებული ამომრჩეველთა ის რაოდენობა, რომელიც საარჩევნო უბნებზე მივა და რეგისტრაციას გაივლის კენჭისყრის დღეს    №58/2004 დადგენილების მე-9 მუხლით განსაზღვრული წესის თანახმად.

    მუხლი 2

ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7) მისი გამოქვეყნებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

    მუხლი 3

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი  ზ. ნონიკაშვილი

კომისიის მდივანი     კ. კვიტაიშვილი