,,თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 ივნისის №131 დადგენილებით დამტკიცებულ ,,თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესებში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 ივნისის №131 დადგენილებით დამტკიცებულ ,,თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესებში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 201
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/09/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 143, 30/09/2008
სარეგისტრაციო კოდი 300.010.000.10.003.001.146
  • Word
201
29/09/2008
სსმ, 143, 30/09/2008
300.010.000.10.003.001.146
,,თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 ივნისის №131 დადგენილებით დამტკიცებულ ,,თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესებში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №201

2008 წლის 29 სექტემბერი

ქ. თბილისი

„თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 ივნისის №131 დადგენილებით დამტკიცებულ „თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესებში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 ივნისის №131 დადგენილებით (სსმ III, 2008 წელი, №82, მუხლი №881) დამტკიცებულ „თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „თ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ.გ) ორგანიზატორის მიერ თიზის შექმნის ვალდებულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, „თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის შექმნის პირობების, მათი ფუნქციონირების, საქონლის შენახვისა და საბაჟო კონტროლის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული გარანტიის 10 პროცენტის ოდენობით, რომლის ბენეფიციარი უნდა იყოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, ხოლო მოქმედების ვადა უნდა დაიწყოს თიზის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილების ძალაში შესვლიდან არა უგვიანეს 15 დღისა და მოქმედებდეს თიზის ფუნქციონირების დაწყების პირველი დღის ჩათვლით, ან საქართველოში მდებარე, სულ მცირე, იგივე ღირებულების მაღალლიკვიდური უძრავი ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთვის, ან იმავე ოდენობის თანხის სახაზინო დეპოზიტზე განთავსების დამადასტურებელი დოკუმენტი;“.

2. მე-5 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თიზის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი სახელმწიფო მომსახურების ან/და ზედამხედველობის უზრუნველყოფა შეიძლება განხორციელდეს ორგანიზატორის/ადმინისტრატორის მოთხოვნისა და მასთან შეთანხმების საფუძველზე შემდეგი ფორმ(ებ)ით:

ა) საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით მოცემულ თიზში არსებული ერთიანი მომსახურების/ზედამხედველობის ორგანოს – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თიზის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მეშვეობით;

ბ) თიზში განთავსებული სახელმწიფო ორგანოების დამოუკიდებელი წარმომადგენლობ(ებ)ის მეშვეობით;

გ) თიზის ფარგლებს გარეთ განთავსებული სახელმწიფო ორგანო(ებ)ის მეშვეობით.

2. თიზში სახელმწიფო მომსახურების ან/და ზედამხედველობის განხორციელების ფორმა ორგანიზატორთან/ადმინისტრატორთან შეთანხმების საფუძველზე განისაზღვრება თიზის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

3. თიზში მოქმედი სახელმწიფო ორგანოების მიზანია თიზში რეგისტრირებული საწარმოებისათვის სახელმწიფო მომსახურების მაღალი ხარისხით და ერთი სარკმლის პრინციპით გაწევის უზრუნველყოფა. თიზის საწარმოების მომსახურება/ზედამხედველობა შეიძლება გაუწიონ შემდეგმა სახელმწიფო ორგანოებმა ან მათმა წარმომადგენლობებმა:

ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა;

ბ) სსიპ – საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციამ;

გ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანმა სატრანსპორტო ადმინისტრაციამ;

დ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს დაცვის ინსპექციამ;

ე) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ;

ვ) სსიპ – საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნულმა სააგენტომ;

ზ) სსიპ – აკრედიტაციის ერთიანმა ეროვნულმა ორგანომ – აკრედიტაციის ცენტრმა;

თ) სსიპ – საქართველოს ეროვნულმა საინვესტიციო სააგენტომ;

ი) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულმა სამსახურმა;

კ) სხვა ორგანოებმა ან მათმა წარმომადგენლობებმა.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან/და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისათვის ორგანიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია სარგებლობაში თხოვების, ან უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადასცეს თიზის სააგენტოს ან თიზში დამოუკიდებლად არსებულ სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლობებს კეთილმოწყობილი სამუშაო ფართობი, აგრეთვე საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის თანახმად საქონლის დათვალიერებისათვის, სინჯის ან/და ნიმუშის ასაღებად საჭირო შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი ფართობი გონივრულ ფარგლებში.“.

3. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. თიზში მოქმედებენ იმ სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლობები, რომლებიც აუცილებელია თიზის ფუნქციონირებისათვის და ისინი ემსახურებიან მხოლოდ ამ ზონაში რეგისტრირებულ საწარმოებს.“.

4. მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. თიზში საწარმოებს შეიძლება გაეწიოთ სხვადასხვა სახის მომსახურება, მათ შორის:

ა) დარეგისტრირდნენ მოცემული თიზის გადამხდელად „გადასახადის გადამხდელთა სახელმწიფო ან/და საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის, იურიდიულ პირთა ფილიალების სახელმწიფო ან/და საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 8 მაისის №419 ბრძანების შესაბამისად;

ბ) მიიღონ საქართველოში საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი კანონმდებლობით დადგენილი ფორმით;

გ) ხელმისაწვდომი იყოს ინფორმაცია და კონსულტაციები მათ საქმიანობასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობისა და კანონქვემდებარე აქტების, საქართველოს მიერ დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და სხვათა შესახებ;

დ) ხელმისაწვდომი იყოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებში არსებული ან მათ მიერ გამოცემული მათი საქმიანობისათვის საჭირო ტექნიკური რეგლამენტები, სტანდარტები და სხვა მარეგულირებელი ნორმები და გაეწიოთ შესაბამისი კონსულტაციები;

ე) მეტროლოგიური მომსახურება (გამზომი საშუალებების დაკალიბრება, ეტალონებიდან ზომის გადაცემა და სხვ.);

ვ) საგამოცდო ლაბორატორიებისა და შესაბამისობის შემფასებელი ორგანოების აკრედიტაცია და მასთან დაკავშირებული კონსულტაციები;

ზ) სხვა სახის მომსახურება, რომელიც დაკავშირებულია თიზში ეკონომიკურ საქმიანობასთან.“.

5. მე-5 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნის საფუძველზე, ადმინისტრატორი უზრუნველყოფს თიზში უსაფრთხოების ნორმების დაცვას.“.

6. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თიზის სააგენტო ფუძნდება მხოლოდ ორგანიზატორის/ადმინისტრატორის სურვილისა და მოთხოვნის შემთხვევაში.“.

7. მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

8. მე-7 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ორგანიზატორი/ადმინისტრატორი თიზის წესდებით განსაზღვრავს თიზში არაოფიციალური საქმისწარმოების ენას, რომელიც შეიძლება იყოს ნებისმიერი ენა.“.

9. წესებს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-10 მუხლი:

     „მუხლი 10. დასკვნითი დებულება

მე-3 მუხლის მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11, მე-12, მე-13 და მე-14 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება დადგენილების ძალაში შესვლამდე დამყარებულ სამართლებრივ ურთიერთობებზე.“.

    მუხლი 2.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე