,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 24
დოკუმენტის მიმღები სიღნაღის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/07/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.168.016391
24
27/07/2023
ვებგვერდი, 28/07/2023
010250040.35.168.016391
,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სიღნაღის მუნიციპალიტეტი
 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №24

2023 წლის 27 ივლისი

ქ. სიღნაღი

 

,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14  ივლისის №9 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 17/07/2014, 010250040.35.168.016106) დანართში შევიდეს ცვლილება,  დაემატოს 161 მუხლი  შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 161. საკრებულოს თანამდებობის პირების შვებულებით სარგებლობისა და მივლინების წესი

1. საკრებულოს თანამდებობის პირებს, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მიეცემათ შვებულება ანაზღაურებით და ანაზღაურების გარეშე.

2. საკრებულოს თავმჯდომარის ანაზღაურებადი და ანაზღაურების გარეშე შვებულების შესახებ გადაწყვეტილებას, დამსწრე წევრთა უმრავლესობით, იღებს საკრებულო.

3. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ შვებულების მოთხოვნა შეიძლება გახდეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის საფუძველი.

4. საკრებულოს  თავმჯდომარის  მოადგილეებისა და საკრებულოს  კომისიის თავმჯდომარის მიერ შვებულების მოთხოვნის  შესახებ წარდგენილი განცხადების დაკმაყოფილებაზე გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს თავმჯდომარე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

5. საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის და საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის შვებულების საკითხს განიხილავს ფრაქციის სხდომა, რის შემდეგაც ფრაქციის სხდომის ოქმის საფუძველზე ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გამოსცემს საკრებულოს თავმჯდომარე.

6. საკრებულოს თანამდებობის პირების (გარდა ფრაქციის თავმჯდომარე და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე) მივლინების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საკრებულოს თავმჯდომარის მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

7. ფრაქციის თავმჯდომარე და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე შესაძლებელია მივლინებულ იქნეს საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, მხოლოდ მისი თანხმობის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

8. ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესი აგრეთვე ვრცელდება საკრებულოს წევრებზე, რომლებიც არ არიან თანამდებობის პირები.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ჯანიკაშვილი