დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სახელმწიფო ენის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3544-XIIIმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 21/09/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/10/2023 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2025 |
სარეგისტრაციო კოდი | 010030000.04.001.018074 |
|
„სახელმწიფო ენის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „სახელმწიფო ენის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 04.08.2015, სარეგისტრაციო კოდი: 010030000.05.001.017899) მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14. ენის საქართველოს თავდაცვის ძალებსა და საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებულ აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულებაში გამოყენება 1. საქართველოს თავდაცვის ძალები და საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულება ოფიციალურ საქმიანობას ახორციელებენ ქართულ ენაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა წესია დადგენილი. 2. საქართველოს თავდაცვის ძალებსა და საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებულ აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულებაში სამსახურისა და სამხედრო ბრძანებების ენა არის ქართული.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან. |
თბილისი, 21 სექტემბერი 2023 წ. N3544-XIIIმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები