დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის №34134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15681 |
| დოკუმენტის მიმღები | შემოსავლების სამსახური |
| მიღების თარიღი | 03/07/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/07/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.016709 |
შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება №15681
2023 წლის 3 ივლისი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის №34134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის №34134 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის“ (დანართი №1) მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. თანამშრომელს უფლება აქვს ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით – წელიწადში 24 სამუშაო დღით. ამასთანავე, უშუალო და სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთა თანხმობის შემთხვევაში, თანამშრომელს უფლება აქვს ისარგებლოს დამატებითი ანაზღაურებადი შვებულებით წელიწადში არაუმეტეს 5 სამუშაო დღით, დაქორწინების, შვილის შეძენის (მამის შემთხვევაში) ან ოჯახში არსებული ისეთი შეუცვლელი მდგომარეობისას, რომელიც გამორიცხავს თანამშრომლის სამსახურში ყოფნას.“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანვე.
სამსახურის უფროსი ლევან კაკავა
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები