დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური საგადასახადო ინსპექციის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 3 სექტემბრის №579 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 663 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 08/10/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 114, 19/10/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 23/10/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190.040.000.22.033.006.756 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.006.756
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №663
2004 წლის 8 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საგადასახადო ინსპექციის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 3 სექტემბრის №579 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 260-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საგადასახადო ინსპექციის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 3 სექტემბრის №579 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე III, 2004 წ, №98, მუხ. 847) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აფხაზეთის საგადასახადო ინსპექციის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე”;
2. ბრძანების პირველი და მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მოხდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის სტრუქტურული რეორგანიზაცია შტატების შემცირების გზით „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით და მის ბაზაზე შეიქმნას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აფხაზეთის საგადასახადო ინსპექცია.
2. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აფხაზეთის საგადასახადო ინსპექციის დებულება თანახმად დანართი №1-ისა.”.
3. ბრძანების მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ბრძანება ამოქმედდეს 2005 წლის 1 იანვრიდან.”.
4. ბრძანებით დამტკიცებული დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აფხაზეთის საგადასახადო ინსპექციის დებულება”;
5. ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. აფხაზეთის საგადასახადო ინსპექციის სტატუსი:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აფხაზეთის საგადასახადო ინსპექცია (შემდგომში – ინსპექცია) წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 260-ე მუხლის შესაბამისად შექმნილ საგადასახადო ორგანოს, რომლის კომპეტენცია განსაზღვრულია ამ დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით.
2. ინსპექცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს მასთან საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფი გადასახადის გადამხდელების მიერ საგადასახადო კანონმდებლობის დაცვაზე და შესრულებაზე კონტროლს.
3. ინსპექცია შედის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის შემადგენლობაში და მისი საქმიანობის მართვასა და საერთო ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარე ცენტრალური აპარატის მეშვეობით.
4. გადასახადის გადამხდელებთან, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, მესამე პირებთან ურთიერთობებში ინსპექცია გამოდის თავისი სახელით.
5. ინსპექციის სრული დასახელებაა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აფხაზეთის საგადასახადო ინსპექცია.
6. ინსპექციის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. თბილისი, ვუკოლ ბერიძის ქ. №6.”;
ბ) მე-5 მუხლის სათაური და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. აფხაზეთის საგადასახადო ინსპექციაში გადასახადის გადამხდელების აღრიცხვაზე აყვანის წესი და შერჩევის კრიტერიუმები
1. აფხაზეთის საგადასახადო ინსპექციაში გადასახადის გადამხდელად აღრიცხვაზე აყვანის კრიტერიუმებს ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.”.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები