„შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 თებერვლის №81 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 273
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/07/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/07/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2023
სარეგისტრაციო კოდი 010320050.10.003.024106
273
24/07/2023
ვებგვერდი, 25/07/2023
010320050.10.003.024106
„შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 თებერვლის №81 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №273

2023 წლის 24 ივლისი

   ქ. თბილისი

„შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 თებერვლის №81 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 თებერვლის №81 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/02/2017, 010320050.10.003.019790) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. რეგულირების საგანი

„შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქცია“ (შემდგომში – ინსტრუქცია) შემუშავებულია „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანტიკორუფციული ბიუროს (შემდგომში – ბიურო) მიერ თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის (შემდგომში – დეკლარაცია) მონიტორინგის განხორციელების წესსა და პროცედურას.“.

2. მე-8 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. წლიური მონიტორინგის განხორციელების მიზნით, ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე, ბიუროს უფროსის მიერ დადგენილ თარიღამდე არანაკლებ 3 კვირით ადრე ქვეყნდება ინფორმაცია კომისიის შექმნისა და კომისიაში გაწევრების პირობების შესახებ.“;

ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ამ მუხლის მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 პუნქტებში მითითებულ პირობებთან შესაბამისობის ფაქტს კომისიის წევრობის კანდიდატი ადასტურებს განცხადების ელექტრონულად წარდგენის ეტაპზე, ბიუროს ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით. პირობებთან შესაბამისობის შესახებ ბიუროსთვის წარდგენილი ინფორმაციის უტყუარობასა და სისრულეზე პასუხისმგებლობა ეკისრება კომისიის წევრობის კანდიდატს. ბიურო ამოწმებს  კომისიის წევრობის კანდიდატისა და სათანადო არასამთავრობო ორგანიზაციის შესაბამისობას ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან და, შეუსაბამობის შემთხვევაში, უარს აცხადებს კანდიდატის კომისიის წევრად მიღებაზე.“.

3. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომისიის შექმნის მიზნით, ადმინისტრაციული წარმოება იწყება ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე  კომისიის წევრად მიღების წესისა და პირობების გამოქვეყნების მომენტიდან.“.

4. მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. კომისიის მიერ შერჩეული თანამდებობის პირების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე  კომისიის საქმიანობის ანგარიშის ბიუროსთვის წარდგენიდან არა უგვიანეს 7 სამუშაო დღისა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 სექტემბრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი