„სამხედრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამხედრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 272
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/07/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 120260000.10.003.024105
272
24/07/2023
ვებგვერდი, 25/07/2023
120260000.10.003.024105
„სამხედრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №272 

2023 წლის 24 ივლისი

   ქ. თბილისი

„სამხედრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამხედრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/03/2014, 120260000.10.003.017853) შეტანილ იქნეს ცვლილება და XVI თავის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურის ქვეყნის შიგნით მივლინებისას, თუ იგი მივლინების ადგილას:

ა) არ იქნება სასურსათო კმაყოფაზე აყვანილი, აუნაზღაურდება სამივლინებო თანხა 30 ლარის ოდენობით;

ბ) აყვანილი იქნება სასურსათო კმაყოფაზე, აუნაზღაურდეს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მოცემული თანხის 30%.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი