დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 ივლისის №445 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 271 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/07/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/07/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040110040.10.003.024104 |
|
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 ივლისის №445 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 ივლისის №445 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/07/2020, 040110040.10.003.022162) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №1
მესაკუთრე/თანამესაკუთრეები1: ______________________________ ______________________ პირადი ნომერი მესაკუთრისათვის/თანამესაკუთრეებისათვის საკუთებაში გადაცემული: 1. საცხოვრებელი ფართობი: ____________________ _____________________ ________________ ადგილმდებარეობა საკადასტრო კოდი2 ფართობი 2. არასაცხოვრებელი ფართობი: ____________________ _____________________ ________________ ადგილმდებარეობა საკადასტრო კოდი2 ფართობი 3. მიწის ნაკვეთი: ____________________ _____________________ ________________ ადგილმდებარეობა საკადასტრო კოდი2 ფართობი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთებაში გადაცემის კომისიის/მინისტრის გადაწყვეტილება: _____________ _____________ თარიღი: ნომერი: მოწმობა ძალაშია საფუძველსა და ხელმომწერი თანამდებობის პირის უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად. მოწმობა შედგენილია ერთ ეგზემპლიარად, რომელიც ინახება მოწმობის გამცემ ორგანოში. საკუთრების უფლების მოწმობის დედნის დამოწმებული თითო ეგზემპლარი ინახება მესაკუთრესთან/თითოეულ თანამესაკუთრესთან. უფლებამოსილი თანამდებობის პირის სახელი, გვარი და ხელმოწერა: _________________ 1მოწმობაში მიეთითება ყველა მესაკუთრე. 2საკადასტრო კოდი მიეთითება, თუ უძრავი ნივთი რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები