„პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 270
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/07/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 010320000.10.003.024101
270
24/07/2023
ვებგვერდი, 25/07/2023
010320000.10.003.024101
„პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №270

2023 წლის 24 ივლისი

   ქ. თბილისი

„პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/04/2017, 010320000.10.003.019920) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის:

1. მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ქვეყნის შიგნით სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო ხარჯების ნორმა, გარდა ამ მუხლის 101 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისისა, განისაზღვრება დღეში 30 ლარის ოდენობით, ხოლო ქვეყნის ფარგლებს გარეთ − ამ წესის №1 დანართის შესაბამისად.“.

2. მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 პუნქტი:

„101. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეს ქვეყნის შიგნით მივლინებისას, თუ იგი მივლინების ადგილას აყვანილი იქნება სასურსათო კმაყოფაზე, აუნაზღაურდება ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული, ქვეყნის შიგნით მივლინების სადღეღამისო ხარჯების ნორმის მხოლოდ 30%.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი