„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/583 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/583 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/281
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 21/07/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016812
1-1/281
21/07/2023
ვებგვერდი, 24/07/2023
040030000.22.024.016812
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/583 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/281

2023 წლის 21 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/583 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/583 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 14/04/2011, სარეგისტრაციო კოდი: 040300000.22.024.016059) დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დებულებაში” შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის:  

ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) საქართველოს სამოქალაქო აეროდრომის/ვერტოდრომის დაცვის არეს (აეროდრომის/ვერტოდრომის რაიონის) დადგენა და ამ არეში შენობა-ნაგებობის დასაშვები სიმაღლის განსაზღვრა/შეთანხმება;“;

ბ) “1“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ2“ ქვეპუნქტი:

„თ2) პარაპლანით ფრენის შესრულების რეგულირების განმახორციელებელი იურიდიული პირის მიერ პარაპლანებთან დაკავშირებული უფლებამოსილებების განხორციელებაზე კონტროლი, ზედამხედველობის ფარგლებში, ნაკლოვანებების გამოვლენა, აღნიშნული პირის საქმიანობის შეჩერება ან შეზღუდვა;“;

გ) „ძ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„ძ) საქართველოს ტერიტორიაზე სპეციალიზირებული ექსპლუატაციის (საავიაციო სამუშაოების) წარმოების მიზნით, საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის დეკლარაციის მიღების სისრულის შემოწმება და დადასტურება; საქართველოში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის მიერ მაღალი რისკის შემცველი კომერციული სპეციალიზებული ექსპლუატაციის განხორციელების ავტორიზაციის გაცემა, შეზღუდვა და გაუქმება; სხვა სახელმწიფოში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის მიერ სპეციალიზირებული ექსპლუატაციის (საავიაციო სამუშაოების) წარმოების  ნებართვის გაცემა და გაუქმება’“;

2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) ზედამხედველობს სააგენტოს თანამშრომელთა მიერ დაკისრებული ფუნქციების შესრულების მიმდინარეობას, მათი საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას; კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სააგენტოს თანამშრომელთა საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას; იღებს გადაწყვეტილებას მოსამსახურეთა მიმართ წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ;“;

ბ) „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„უ) სამინისტროსთან შეთანხმებით, განსაზღვრავს თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისა და დანამატებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე, სააგენტოს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტებს;“.

3. მე-5 მუხლის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) აეროდრომების და აეროპორტების დეპარტამენტი – აეროდრომის და ვერტოდრომის სერტიფიცირების პროცესის წარმართვა და შესაბამისი დასკვნის მომზადება, მის საქმიანობაზე ზედამხედველობა; საქართველოს სამოქალაქო აეროდრომის/ვერტოდრომის დაცვის არეს (აეროდრომის/ვერტოდრომის რაიონის) დადგენა და ამ არეში შენობა-ნაგებობის დასაშვები სიმაღლის განსაზღვრა/შეთანხმება; აეროდრომების და ვერტოდრომების აღრიცხვა და საფრენი მოედნების რეგისტრაცია; აეროდრომის/ვერტოდრომის შუქტექნიკური სისტემის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე ზედამხედველობა; კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა; საწვავგასამართი საწარმოს სერტიფიცირების პროცესის წარმართვა და დასკვნის მომზადება, ზედამხედველობა და შესაბამისი რეესტრის წარმოება; საწვავგასამართი საწარმოს ტექნიკური პერსონალის მოწმობის გაცემის პროცესის წარმართვა, შესაბამისი დასკვნის მომზადება, მათ საქმიანობაზე ზედამხედველობა, შესაბამისი რეესტრის წარმოება; კომპეტენციის ფარგლებში, სასწავლო პროგრამების შეთანხმება; აეროდრომისა და ვერტოდრომის უსაფრთხოების მართვის სისტემის და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შეთანხმება; საწარმოში დაგეგმილი ცვლილებების შეთანხმება; კომპეტენციის ფარგლებში, საავიაციო მოვლენების შესახებ ინფორმაციის ანალიზი და შესაბამისი რეაგირება; კომპეტენციის ფარგლებში, ნორმატიული აქტების პროექტების, სახელმძღვანელო მასალის და უსაფრთხოების მითითების პროექტების მომზადება და მათ შესრულებაზე ზედამხედველობა; უსაფრთხოების ეფექტურობის მაჩვენებლების შემუშავება, სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების დასაშვები დონის განსაზღვრაში მონაწილეობა და მონიტორინგი; ფრენის უსაფრთხოების დონის გაუმჯობესების ღონისძიებების შემუშავება და შესრულების მონიტორინგი, სააგენტოში დაგეგმილი ცვლილებების მართვის პროცესში მონაწილეობა, სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა; კომპეტენციის ფარგლებში, ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მომზადება; კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობა;“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) გადაყვანა-გადაზიდვების დეპარტამენტი – საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველის საერთაშორისო ბაზარზე დაშვების, უცხო ქვეყნის ავიაგადამზიდველის საქართველოს ავიაბაზარზე დაშვების პროცესის წარმართვა და შესაბამისი დასკვნის მომზადება; ავიაგადამზიდველის არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვის გაცემის პროცესის წარმართვა, დასკვნის მომზადება და შესაბამისი რეესტრის წარმოება; საქართველოს საჰაერო სივრცეში სხვა სახელმწიფოში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის მიერ სპეციალიზირებული ექსპლუატაციის (საავიაციო სამუშაოების) წარმოების  ნებართვის გაცემა და ნებართვის გაუქმება; კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა; საჰაერო ტრანსპორტზე გადაყვანა-გადაზიდვის სტატისტიკური მონაცემების დამუშავების და მათი ანალიზის უზრუნველყოფა; საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველების დანიშვნისა და ფრენის სიხშირეების განაწილებისას აუქციონის ჩატარების უზრუნველყოფა და შესაბამისი რეესტრის წარმოება; სანავიგაციო სეზონების მიხედვით, ავიაგადამზიდველის ფრენის განრიგის დამტკიცება; საავიაციო სატვირთო ტერმინალის სერტიფიცირების პროცესის წარმართვა, დასკვნის მომზადება და შესაბამისი რეესტრის წარმოება; სამოქალაქო საჰაერო ხომალდით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის ზედამხედველობა და სახიფათო ტვირთების სამოქალაქო საჰაერო ხომალდით გადაზიდვის აკრძალვისაგან გათავისუფლება; საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების შეთანხმება, საერთაშორისო ხელშეკრულებით და/ან საქართველოსა და უცხო სახელმწიფოების საავიაციო ხელისუფლებებს შორის გაფორმებული დოკუმენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში; საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების შემუშავება-განხილვაში მონაწილეობა; საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმის, ფრენის გაუქმების ან ხანგრძლივი დაგვიანების შემთხვევაში მგზავრებისათვის კომპენსაციის გაცემასა და დახმარების აღმოჩენისთვის დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა; საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვისას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის დახმარების აღმოჩენისთვის დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა; ამ პუნქტით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში, ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება; კომპეტენციის ფარგლებში, ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მომზადება; კომპეტენციის ფარგლებში, სასწავლო პროგრამების შეთანხმება, ინსტრუქტორის მოწმობის გაცემა; კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობა;“;

გ) თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „თ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი – სააგენტოს საქმიანობის ადმინისტრაციული მხარდაჭერა; სააგენტოს მიზნებიდან და პრიორიტეტებიდან გამომდინარე, საერთაშორისო ურთიერთობების ორგანიზება და კოორდინაცია; საავიაციო სფეროში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; სააგენტოს საქმიანობის პროტოკოლური უზრუნველყოფა; სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვა; სააგენტოს თანამშრომელთა დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების, გათავისუფლების, წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულებისა და მივლინების შესახებ დოკუმენტების პროექტების მომზადება; ადამიანური რესურსების ეფექტიანად მართვის მიზნით, რეკომენდაციების შემუშავება, სააგენტოს თანამშრომელთა შრომითი ურთიერთობების მოწესრიგების, მათი პროფესიული და კარიერული განვითარების, ორგანიზაციული კულტურის გაძლიერების, თანამშრომელთა მიერ, სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების ეფექტიანობის გაზრდის და შრომის დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, შიდა დოკუმენტების და ღონისძიებების ინიცირება, შემუშავება, დაგეგმვა და ცვლილების მართვა; თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება და შენახვა; სააგენტოს თანამშრომელთა მომზადება/გადამზადების პროგრამების მართვა და კოორდინაცია; თანამშრომლების შიდა და გარე სასწავლო კურსებზე დასწრების დაგეგმვა და ორგანიზება; კანონმდებლობით დადგენილი წესით, ვაკანტური თანამდებობების მოთხოვნებთან შესაბამისი კვალიფიკაციის, გამოცდილებისა და უნარ-ჩვევების მქონე ადამიანური რესურსის შერჩევის პროცესის ორგანიზება და მართვა; სააგენტოს დოკუმენტბრუნვის და ელექტრონული საქმისწარმოების უზრუნველყოფა; დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სააგენტოში შემოსული განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;  საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და პროაქტიული გამოქვეყნების უზრუნველყოფა; სააგენტოს გარე კომუნიკაციის (საზოგადოებასთან, მომხმარებლებთან და მედიასთან ურთიერთობა) უზრუნველყოფა, სააგენტოს საქმიანობისა და სიახლეების შესახებ საზოგადოების ინფორმირება; საავიაციო ფიქსირებული სატელეკომუნიკაციო ქსელის საშუალებების ექსპლუატაცია, კორესპონდენციის მიღება/გაგზავნა; საარქივო საქმისწარმოების უზრუნველყოფა;  ეკონომიკურად მომგებიანი და კონკურენტუნარიანი სამოქალაქო ავიაციის ჩამოყალიბების სტრატეგიის შემუშავებასა და პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრაში მონაწილეობა; საქართველოში რეგისტრირებული ავიასაწარმოების საექსპლუატაციო-ეკონომიკური მონაცემების წარმოება და მათი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციისთვის მიწოდება დადგენილი ფორმების შესაბამისად; საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტების მიერ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის შესრულების ფინანსური შესაძლებლობების შეფასება და ანალიზი, საქართველოში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტისთვის გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემა, შესაბამისი რეესტრის წარმოება და მათი ფინანსური მდგრადობის შეფასება, ანალიზი და მუდმივი ზედამხედველობა; სააერნაოსნო მომსახურების ერთეულის განაკვეთის გამოთვლაში მონაწილეობის მიღება; საფინანსო-საბიუჯეტო საქმიანობის წარმართვა; ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშების უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად; სააგენტოს ბალანსზე რიცხული ქონების მოვლა -პატრონობა; კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შესყიდვების პროცედურების განხორციელება და განხორციელებული შესყიდვების ანგარიშების მომზადება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარსადგენად; სააგენტოს საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; სააგენტოს კომპიუტერული ქსელისა და ტექნიკის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა; კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობა; ამ დებულებითა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება;“;

დ) „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) უპილოტო საჰაერო სისტემების და საერთო დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტი – უპილოტო საჰაერო ხომალდების (უსხ) სისტემების ექსპლუატანტის რეგისტრაცია, რეგისტრაციის მოქმედების ვადის გაგრძელება, გაუქმება და შესაბამისი რეესტრის წარმოება; უსხ სისტემის ექსპლუატანტის სერტიფიკატის გაცემის პროცესის წარმართვა და შესაბამისი დასკვნის მომზადება; უსხ სისტემის ექსპლუატაციაზე თანხმობის გაცემა, მასში ცვლილებების შეტანა, გაუქმება; უსხ სისტემის ექსპლუატაციის დეკლარაციის მიღება და დეკლარაციის სისრულის დადასტურება; უსხ სისტემების ექსპლუატაციაზე ზედამხედველობის განხორციელება; დისტანციური პილოტის/ინსტრუქტორის შესაბამისი კატეგორიის მოწმობის გაცემა, გამოცვლა, მოქმედების ვადის გაგრძელება, განახლება, საკვალიფიკაციო აღნიშვნის მინიჭება და შესაბამისი რეესტრის წარმოება; დისტანციური პილოტის/ინსტრუქტორის სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულებების სასწავლო პროგრამის შესწავლა და შესაბამისი დასკვნის მომზადება, მათ საქმიანობაზე ზედამხედველობა, უცხო ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების აღიარების პროცესის წარმართვა, სასწავლო პროგრამების შეთანხმება; დისტანციური პილოტის/ინსტრუქტორის მოწმობის გაცემის და სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული მოწმობის აღიარების პროცესის წარმართვა, შესაბამისი რეესტრის წარმოება; ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების (ზსხ) ექსპლუატაციის წესების შემუშავება და ექსპლუატაციაზე ზედამხედველობა; ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის გაცემა, სერტიფიკატში ცვლილებების შეტანა, მოქმედების ვადის გაგრძელება, შეზღუდვა, შეჩერება, აღდგენა და გაუქმება, შესაბამისი რეესტრის წარმოება; ზსხ რეგისტრაცია და შესაბამისი რეესტრის წარმოება; ზსხ-ის მწარმოებლის იდენტიფიკაცია და შესაბამისი რეესტრის წარმოება; ზსხ-ის  მწარმოებლის/ექსპლუატანტის დეკლარაციის მიღება და დეკლარაციის სისრულის დადასტურება; ზსხ-ის პილოტის/ინსტრუქტორის შესაბამისი კატეგორიის მოწმობის აღიარება, გაცემა, გამოცვლა, მოქმედების ვადის შეჩერება, აღდგენა, მოქმედების ვადის გაგრძელება, განახლება, საკვალიფიკაციო აღნიშვნის მინიჭება, გაუქმება და შესაბამისი რეესტრის წარმოება; ზსხ-ის ინსტრუქტორის სასწავლო დაწესებულების სასწავლო პროგრამის შეთანხმება და შესაბამისი დასკვნის მომზადება, მათ საქმიანობაზე ზედამხედველობა; ზსხ-ის პილოტის სასწავლო პროგრამის შეთანხმება და შესაბამისი დასკვნის მომზადება; საერთო დანიშნულების ავიაციის არა-კომპლექსური ძრავის მქონე საჰაერო ხომალდის საკუთარი მიზნებისთვის ექსპლუატაციის წესების შემუშავება და ექსპლუატაციაზე ზედამხედველობა; პლანერის კომერციული და არა-კომერციული ექსპლუატაციის წესების შემუშავება და ექსპლუატაციაზე ზედამხედველობა; პლანერის კომერციული ექსპლუატანტის დეკლარაციის მიღება და დეკლარაციის სისრულის დადასტურება; საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული პარაპლანით (ზემსუბუქი საფრენი აპარატით) ფრენის შესრულების რეგულირების განმახორციელებელი იურიდიული პირის  ზედამხედველობის, პარაპლანით ფრენის უსაფრთხოების, საფრენი ლოკაციისა და ოპერატორის სერტიფიცირების, პარაპლანის მფრინავის მოწმობის გაცემის, პარაპლანის და მისი აღჭურვილობის ვარგისიანობის და დაზღვევის მოთხოვნების განსაზღვრა; პარაპლანით ფრენის შესრულების რეგულირების განმახორციელებელი იურიდიული პირის საქმიანობის კონტროლი და მუდმივი ზედამხედველობა, საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული პირის საქმიანობის შეზღუდვის, შეჩერების ან/და აღდგენის საკითხის დაყენება და საქმიანობის შეჩერებასთან ან/და აღდგენასთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კომუნიკაცია/კოორდინაცია; პარაპლანით ფრენებისათვის საჰაერო სივრცის გამოყოფის პროცესში მონაწილეობა“; კომერციული სპეციალიზირებული ექსპლუატაციის (საავიაციო სამუშაოების) წარმოების მიზნით არა კომპლექსური ძრავის მქონე საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის დეკლარაციის მიღება და სისრულის დადასტურება; საქართველოში რეგისტრირებული არა კომპლექსური ძრავის მქონე საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის მიერ მაღალი რისკის კომერციული სპეციალიზებული ექსპლუატაციის განხორციელების ავტორიზაციის გაცემა, ავტორიზაციის მოქმედების ვადის გაგრძელება, ავტორიზაციაში ცვლილების შეტანა, ავტორიზაციის შეზღუდვა და ავტორიზაციის გაუქმება; სპეციალიზებული ექსპლუატაციის (საავიაციო სამუშაოების) წესების შემუშავება და ექსპლუატაციაზე ზედამხედველობა; სპეციალიზებული ექსპლუატაციის ექსპლუატანტების რეესტრის წარმოება; სპეციალიზებული ექსპლუატაციის ექსპლუატანტის საჰაერო ხომალდის ბაქანზე შემოწმება; საავიაციო მოვლენების შესახებ ინფორმაციის ანალიზი და შესაბამისი რეაგირება; ამ პუნქტით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში, უსაფრთხოების მითითების პროექტების მომზადება და მათ შესრულებაზე ზედამხედველობა; უსაფრთხოების ეფექტურობის მაჩვენებლების შემუშავება, სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების დასაშვები დონის განსაზღვრაში მონაწილეობა და მონიტორინგი; ფრენის უსაფრთხოების დონის გაუმჯობესების ღონისძიებების შემუშავება და შესრულების მონიტორინგი, სააგენტოში დაგეგმილი ცვლილებების მართვის პროცესში მონაწილეობა, სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა; კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა; კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობა;“;

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრილევან დავითაშვილი