დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 17 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 45 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 20/07/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/07/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140070000.22.034.017373 |
|
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 17 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 17 იანვრის №4 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 17/01/2019, 140070000.22.034.016833) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის 42-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 42. გათავისუფლება ან/და დათხოვნა პირადი განცხადების (პატაკი) საფუძველზე 1. მოსამსახურის პირადი განცხადება (პატაკი) გათავისუფლების/სამსახურიდან დათხოვნის შესახებ უნდა შეთანხმდეს როგორც უშუალო, ასევე ზემდგომ უფროსთან/უფროსებთან. 2. მოსამსახურის უშუალო ან/და ზემდგომი უფროსი/უფროსები უფლებამოსილია/უფლებამოსილნი არიან განცხადების (პატაკის) ვიზირება შეაჩეროს/შეაჩერონ არაუმეტეს 14 სამუშაო დღის ვადით, თუ გათავისუფლების/სამსახურიდან დათხოვნის განცხადების (პატაკის) დაუყოვნებლივ დაკმაყოფილებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას სახელმწიფო ინტერესებს ან/და სამსახურის ნორმალურ ფუნქციონირებას. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას, განცხადება (პატაკი) უნდა დაკმაყოფილდეს 14 სამუშაო დღის ვადაში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აღნიშნულ პერიოდში წარმოიშვა სამსახურიდან გათავისუფლების/დათხოვნის სხვა სამართლებრივი საფუძველი. 4. მოსამსახურე ვალდებულია მისი განცხადების (პატაკის) ვიზირების დასრულებამდე გამოცხადდეს სამსახურში და შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები. ამ პერიოდში, სამსახურში გამოუცხადებლობის ან/და მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში მოსამსახურის მიმართ გატარდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დისციპლინური ღონისძიებები. 5. მოსამსახურის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული წესის დაუცველად მომზადებულ განცხადებას (პატაკს) არ მიეცემა მსვლელობა. 6. ამ მუხლით გათვალისწინებული წესი ვრცელდება როგორც ელექტრონული დოკუმენტბრუნვის საშუალებით მომზადებულ, ასევე მატერიალური ფორმით წარდგენილ განცხადებაზე (პატაკზე). 7. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება კადრების განკარგულებაში მყოფი პირის მიერ პირადი განცხადებით (პატაკით) გათავისუფლების/დათხოვნის მოთხოვნაზე, გარდა იმ მოსამსახურისა, რომელსაც ამ წესის მე-40 მუხლის შესაბამისად დაკისრებული აქვს მოვალეობის დროებით შესრულება. აღნიშნული პირი განცხადებით (პატაკით) მიმართავს მის გათავისუფლებაზე/დათხოვნაზე უფლებამოსილ პირს უშუალო ან/და ზემდგომი უფროსის ვიზირების გარეშე.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები