„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 46
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 20/07/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 140030000.22.034.017374
46
20/07/2023
ვებგვერდი, 21/07/2023
140030000.22.034.017374
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №46

2023 წლის 20 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, 140030000.22.034.016264) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის 35-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 35. დათხოვნა პირადი განცხადების (პატაკი) საფუძველზე

1. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის პირადი განცხადება (პატაკი) გათავისუფლების შესახებ უნდა შეთანხმდეს როგორც უშუალო, ასევე ზემდგომ უფროსთან/უფროსებთან.

2. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის უშუალო ან/და ზემდგომი უფროსი/უფროსები უფლებამოსილია/უფლებამოსილნი არიან განცხადების (პატაკის) ვიზირება შეაჩეროს/შეაჩერონ არაუმეტეს 14 სამუშაო დღის ვადით, თუ განცხადების (პატაკის) დაუყოვნებლივ დაკმაყოფილებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას სახელმწიფო ინტერესებს ან/და სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურული ერთეულის ნორმალურ ფუნქციონირებას.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას, განცხადება (პატაკი) უნდა დაკმაყოფილდეს 14 სამუშაო დღის ვადაში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აღნიშნულ პერიოდში წარმოიშვა სამსახურიდან დათხოვნის/გათავისუფლების სხვა სამართლებრივი საფუძველი.

4. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე ვალდებულია მისი განცხადების (პატაკის) ვიზირების დასრულებამდე გამოცხადდეს სამსახურში და შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები. ამ პერიოდში, სამსახურში გამოუცხადებლობის ან/და მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის მიმართ გატარდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დისციპლინური ღონისძიებები.

5. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული წესის დაუცველად მომზადებულ განცხადებას (პატაკს) არ მიეცემა მსვლელობა.

6. ამ მუხლით გათვალისწინებული წესი ვრცელდება როგორც ელექტრონული დოკუმენტბრუნვის საშუალებით მომზადებულ, ასევე მატერიალური ფორმით წარდგენილ განცხადებაზე (პატაკზე).

7. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება კადრების განკარგულებაში მყოფი პირის მიერ პირადი განცხადებით (პატაკით) გათავისუფლების მოთხოვნაზე (გარდა იმ მოსამსახურისა, რომელსაც ამ წესის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დაკისრებული აქვს მოვალეობის დროებით შესრულება). აღნიშნული პირი განცხადებით (პატაკით) მიმართავს მის გათავისუფლებაზე უფლებამოსილ პირს უშუალო ან/და ზემდგომი უფროსის ვიზირების გარეშე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური