დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 47 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 20/07/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/07/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.017375 |
|
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, 140130000.22.034.016246) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის 36-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 36. დათხოვნა პირადი განცხადების (პატაკი) საფუძველზე 1. სამინისტროს მოსამსახურის პირადი განცხადება (პატაკი) გათავისუფლების შესახებ უნდა შეთანხმდეს როგორც უშუალო, ასევე, ზემდგომ უფროსთან/უფროსებთან. 2. სამინისტროს მოსამსახურის უშუალო ან/და ზემდგომი უფროსი/უფროსები უფლებამოსილია/უფლებამოსილნი არიან განცხადების (პატაკის) ვიზირება შეაჩეროს/შეაჩერონ არაუმეტეს 14 სამუშაო დღის ვადით, თუ განცხადების (პატაკის) დაუყოვნებლივ დაკმაყოფილებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას სახელმწიფო ინტერესებს ან/და სამინისტროს ან მისი დანაყოფის ნორმალურ ფუნქციონირებას. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას, განცხადება (პატაკი) უნდა დაკმაყოფილდეს 14 სამუშაო დღის ვადაში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აღნიშნულ პერიოდში წარმოიშვა სამსახურიდან დათხოვნის/გათავისუფლების სხვა სამართლებრივი საფუძველი. 4. სამინისტროს მოსამსახურე ვალდებულია მისი განცხადების (პატაკის) ვიზირების დასრულებამდე გამოცხადდეს სამსახურში და შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები. ამ პერიოდში, სამსახურში გამოუცხადებლობის ან/და მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში სამინისტროს მოსამსახურის მიმართ გატარდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დისციპლინური ღონისძიებები. 5. სამინისტროს მოსამსახურის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული წესის დაუცველად მომზადებულ განცხადებას (პატაკს) არ მიეცემა მსვლელობა. 6. ამ მუხლით გათვალისწინებული წესი ვრცელდება როგორც ელექტრონული დოკუმენტბრუნვის საშუალებით მომზადებულ, ასევე, მატერიალური ფორმით წარდგენილ განცხადებაზე (პატაკზე). 7. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება კადრების განკარგულებაში მყოფი პირის მიერ პირადი განცხადებით (პატაკით) გათავისუფლების მოთხოვნაზე, გარდა იმ მოსამსახურისა, რომელსაც ამ წესის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დაკისრებული აქვს მოვალეობის დროებით შესრულება. აღნიშნული პირი განცხადებით (პატაკით) მიმართავს მის გათავისუფლებაზე უფლებამოსილ პირს უშუალო ან/და ზემდგომი უფროსის ვიზირების გარეშე.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები