„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 280
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 20/07/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.017726
280
20/07/2023
ვებგვერდი, 21/07/2023
200090000.22.033.017726
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №280

2023 წლის 20 ივლისი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 561 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის:

ა.ა) „გ.ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ა.ბ) „დ.ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ა.გ) „მ.ე“ და „მ.ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ.ე) მე-5 სვეტში მიეთითება საქონლის ერთეულის ფასი (დღგ-ის გადამხდელისათვის დღგ-ის ჩათვლით, აქციზის გადამხდელისათვის აქციზურ საქონელზე დღგ-ის და აქციზის ჩათვლით). ამასთან, აღნიშნული სვეტის შევსება სავალდებულო არ არის ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ.დ“, „დ.ა.გ“ „დ.ა.დ“, „დ.ა.ე“ და „დ.გ.დ“ ქვეპუნქტების არჩევისას ან/და მომსახურების გაწევისას;

მ.ვ) მე-6 სვეტში მიეთითება მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საკომპენსაციო თანხა (დღგ-ის გადამხდელისათვის დღგ-ის ჩათვლით, აქციზის გადამხდელისათვის, აქციზურ საქონელზე დღგ-ის და აქციზის ჩათვლით) ან მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხა/თანხის ნაწილი (ავანსი), თუ თანხის გადახდა დღგ-ის გადამხდელისთვის ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე. ამასთან, აღნიშნული სვეტის შევსება სავალდებულო არ არის ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ.ა.გ“ „დ.ა.დ“, „დ.ა.ე“ და „დ.გ.დ“ ქვეპუნქტების არჩევისას;“;

ა.დ) „მ.თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ.თ) მე-8 სვეტში დღგ-ის გადამხდელის მიერ მიეთითება დღგ-ის თანხა, მე-7 სვეტში „დასაბეგრი“ ოპერაციის არჩევისას. „დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული“ ოპერაციის არჩევისას – „0“, ხოლო „ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული“ ოპერაციის არჩევის შემთხვევაში დღგ-ის გრაფა არ ივსება. აღნიშნული სვეტი არ ივსება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ.ა.გ“ „დ.ა.დ“, „დ.ა.ე“ და „დ.გ.დ“ ქვეპუნქტების არჩევისას;“;

ა.ე) „მ.კ“ ქვეპუნქტი, შენიშვნითურთ, ამოღებულ იქნეს;

ა.ვ) „ღ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ.ა.გ“ და „დ.გ.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევის (შიდა გადაზიდვა) არჩევისას საგადასახადო დოკუმენტის მე-9 სტრიქონში იწერება მე-8 სტრიქონის მონაცემები. ასეთ შემთხვევაში, საგადასახადო დოკუმენტის ცხრილის მე-5-მე-9 სვეტების შევსება სავალდებულო არ არის.

10. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ.გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში (მიწოდება ტრანსპორტირების გარეშე) საგადასახადო დოკუმენტის მე-10 და მე-11 სტრიქონებში იწერება საქონლის მდებარეობის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი. ასეთ შემთხვევაში, საგადასახადო დოკუმენტის მე-16-23-ე სტრიქონები არ ივსება.“;

დ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ.გ.ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქონლის უკან დაბრუნებისას, საგადასახადო დოკუმენტი გამოიწერება გამყიდველის (საქონლის თავდაპირველად მიმწოდებლის, ვინც იბრუნებს აღნიშნულ საქონელს) მიერ. საქონლის გამყიდველის/გამგზავნის მიერ მე-10 სტრიქონში იწერება უკან დასაბრუნებელი საქონლის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი, მე-11 სტრიქონში კი – უკან დასაბრუნებელი საქონლის საბოლოო დასაწყობების ადგილი, საგადასახადო დოკუმენტის ცხრილის მე-4 სვეტში კი უკან დასაბრუნებელი/დაბრუნებული საქონლის ოდენობა. უკან დასაბრუნებელი საქონლის ტრანსპორტირების მიზნებისათვის საგადასახადო დოკუმენტის ცხრილის მე-5-მე-9 სვეტების შევსება სავალდებულო არ არის. ტვირთის ტრანსპორტირების მიზნებისათვის, საგადასახადო დოკუმენტი გამოწერილად ჩაითვლება გამომწერის მიერ ტრანსპორტირების დაწყების თარიღის მითითებიდან. ამასთან:

ა) საქონლის უკან დაბრუნებისას საგადასახადო დოკუმენტში ტრანსპორტირების დაწყების თარიღის მითითების შემდეგ გამომწერს (რომელიც არ არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი) ან დღგ-ის გადამხდელს, რომლის მიერ საქონლის მიწოდებისას (რომლის უკან დაბრუნებაც წარმოებს) არ გამოწერილა მიწოდების საგადასახადო დოკუმენტი/საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, უფლება აქვს დაარედაქტიროს/დაასრულოს აღნიშნული საგადასახადო დოკუმენტი ცხრილის რეკვიზიტების (ერთეულის ფასი, საქონლის/მომსახურების ღირებულება, დღგ-ისა და აქციზის თანხები ერთეულის ფასი, საქონლის/მომსახურების ღირებულების, დღგ-ისა და აქციზის თანხები) სრულად მითითების მიზნით. აღნიშნულ შემთხვევაში, საგადასახადო დოკუმენტი დასრულებულად ითვლება, მყიდველის მიერ ოპერაციაზე დასტურის შემდეგ. მყიდველს ოპერაციაზე დასტურის მიცემა შეუძლია მხოლოდ საგადასახადო დოკუმენტში მონაცემების (საგადასახადო დოკუმენტის ცხრილის მე-5მე-9 სვეტების) შევსების დასრულების შემდეგ;

ბ) დღგ-ის გადამხდელი პირის მიერ საქონლის უკან დაბრუნების საფუძვლის არსებობისას, როდესაც საქონლის მიწოდებაზე გამოწერილია საგადასახადო დოკუმენტი/საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, შესაბამისი პერიოდის მიხედვით საქონლის მიწოდებისას გამოწერილი საგადასახადო დოკუმენტი ექვემდებარება კორექტირებას, რომლის დროსაც, თუ უკან დაბრუნებისას ტრანსპორტირების მიზნებისთვის გამოწერილია უკან დაბრუნების საგადასახადო დოკუმენტი, კორექტირების საგადასახადო დოკუმენტის მე-15 სტრიქონზე მიეთითება „უკან დაბრუნების დოკუმენტის“ ნომერი.

შენიშვნა:

1) დღგ-ის გადამხდელ პირს არ წარმოეშობა ტრანსპორტირების მიზნით გამოწერილი უკან დაბრუნების საგადასახადო დოკუმენტის დეკლარირების ვალდებულება;

2) თუ ადგილი აქვს მყიდველის მიერ საქონლის გამყიდველთან უკან მიბრუნებას, გამყიდველის მიერ უკან დაბრუნების დოკუმენტის გამოწერის გარეშე, მყიდველი უფლებამოსილია უკან მისაბრუნებელი საქონლის ტრანსპორტირების მიზნებისთვის გამოწეროს საგადასახადო დოკუმენტი, რომლის მე-4 სტრიქონში მიეთითება „შიდა გადაზიდვა“, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ.გ.დ.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.“;

ე) მე-13 პუნქტის:

ე.ა) „დ-თ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ე.ბ) „შენიშვნა“ ამოღებულ იქნეს.

2. დანართი №III-071 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

3. დანართი №III-072 ამოღებულ იქნეს. 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი