დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ” ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიაის 2003 წლის 15 აგვისტოს №14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 30/09/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 112, 12/10/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/05/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300.320.000.16.009.006.744 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.320.000.16.009.006.744
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) დადგენილება №12
2004 წლის 30 სექტემბერი
ქ. თბილისი
,,ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ” სემეკის 2003 წლის 15 აგვისტოს №14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარმა (სესბ) 2004 წლის 14 ივლისს №01/1105 წერილით სემეკს აცნობა, რომ სს „თელასს” სესბი-დან 35-110 კვ ძაბვის გარდა, ელექტროენერგია მიეწოდება 6-10 კვ ძაბვაზეც. აქედან გამომდინარე, სემეკის 2003 წლის 15 აგვისტოს №14 დადგენილებით, გამანაწილებელი ენერგოკომპანიებისთვის სესბი-დან 6-10 კვ ძაბვაზე დადგენილი შესასყიდი ტარიფი უნდა გავრცელდეს სს ,,თელასზეც”. აღნიშნულისა და ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტისა და 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დაადგინა:
1. ,,ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ” სემეკის 2003 წლის 15 აგვისტოს №14 დადგენილების (სსმ III, 15.08.2003 წ., №88, მუხ. 759) პირველ მუხლში მოცემული №1 ცხრილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ცხრილი №1
|
| გამანაწილებელი ენერგოკომპანიები | თეთრი/კვტსთ |
|
|
35 – 110 კილოვოლტი
6 – 10 კილოვოლტი
|
3,897
4,477 |
“
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მისი გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
თავმჯდომარე გ. თავაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები