დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების - ბლანკების ნიმუშების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-629 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 08/08/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/08/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360160000.22.023.016821 |
|
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების - ბლანკების ნიმუშების დამტკიცების შესახებ
|
„სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-9 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2022 წლის 14 დეკემბრის №572 დადგენილებით დამტკიცებული „აღმასრულებელი ხელისუფლების, ზოგიერთი საჯარო დაწესებულების ემბლემის გამოსახვის წესის“ შესაბამისად, ვბრძანებ : |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოები – ბლანკების ნიმუშები:
ა) დეპარტამენტის ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის ბლანკის ნიმუში (დანართი - 1); ბ) დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის ბლანკების ნიმუშები (დანართი - 2) გ) დეპარტამენტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკის ნიმუში (დანართი - 3). |
| მუხლი 2 |
1. ამ ბრძანების დანართებით გათვალისწინებული ბლანკების ნიმუშებზე, შტრიხკოდის ამავე დანართებით გათვალისწინებული სახით გამოსახვის სავალდებულოობა ამოქმედდეს 2023 წლის 15 დეკემბრიდან.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები