დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 13 აპრილის №247 ბრძანებით დამტკიცებულ ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპენქციის დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 659 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 05/10/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 111, 07/10/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/11/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200.010.000.22.033.006.741 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.010.000.22.033.006.741
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №659
2004 წლის 5 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 13 აპრილის №247 ბრძანებით დამტკიცებულ ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 13 აპრილის №247 ბრძანებით დამტკიცებულ ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ნაწილი III, №40 16.04.2004წ., მუხლი 328) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია (შემდგომში – „ინსპექცია”) წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (შემდგომში – „სამინისტრო”) სისტემის შიდა უწყებრივი კონტროლის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას.”
2. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. დაუშვებელია სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეების კანონით გაუთვალისწინებელი ჩარევა ინსპექციის და ინსპექციაში დასაქმებული საჯარო მოსამსახურეების საქმიანობაში.”
3. პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ინსპექციას აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი დასახელებით, დამოუკიდებელი ბალანსი და საბიუჯეტო ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში.”
4. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. ინსპექციის ამოცანები
ინსპექციის ამოცანებია:
ა) სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეების მუშაობის ეფექტიანობის შემოწმება, მათ მიერ დაკისრებული ფუნქციების განხორციელებაზე კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებასა და კანონიერების დაცვაზე კონტროლი და ზედამხედველობა;
ბ) სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეების მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტების გამოვლენა და სამსახურებრივი მოკვლევა (დისციპლინური დევნა);
გ) სამინისტროს სისტემის ორგანოებისათვის გამოყოფილი ფინანსების მიზნობრივი განკარგვისა და მატერიალურ ფასეულობათა გამოყენების მდგომარეობაზე კონტროლის განხორციელება;
დ) სამინისტროს სისტემაში კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენის და პრევენციის მიზნით, კონტროლის პროცესში მოპოვებული მასალებისა და ინფორმაციის ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
ე) სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი ეთიკის ნორმების დაცვაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება;
ვ) სამინისტროს სისტემის ორგანოებში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებისა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა გამოვლენა, აღნიშნულ ფაქტებზე განცხადებებისა და ინფორმაციის შესწავლა-შემოწმება;
ზ) სამსახურებრივი მოკვლევის (დისციპლინური დევნის) პროცესში მოპოვებული მასალების და ინფორმაციის, საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების ანალიზი და განზოგადება, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მინისტრის სხვა დავალებების შესრულება.”
5. II თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი II. ინსპექციის უფლება-მოვალეობანი
მუხლი 4. ინსპექციის უფლებამოსილება
1. კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქციების შესრულების მიზნით ინსპექციას უფლება აქვს:
ა) მინისტრის დავალებით ან მასთან შეთანხმებით განახორციელოს სამინისტროს სისტემის ორგანოების საქმიანობის შემოწმება;
ბ) მინისტრის დავალებით ან ინსპექციაში შემოსული შეტყობინების (განცხადების, ინფორმაციის) საფუძველზე აწარმოოს სამსახურებრივი მოკვლევა (დისციპლინური დევნა) სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე მოქალაქეთა და სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა საჩივრების შესწავლა-შემოწმებისა და სხვა სახის ჩატარებული შემოწმებების შედეგად გამოვლენილ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე;
გ) მოთხოვნისთანავე მიიღოს სამინისტროს სისტემის ორგანოებისაგან და საჯარო მოსამსახურეებისაგან შემოწმების, სამსახურებრივი მოკვლევის ჩატარებისათვის საჭირო დოკუმენტი ან ინფორმაცია;
დ) გამოიძახოს სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურე და მიიღოს ახსნა-განმარტება, რომელიც უზრუნველყოფს საკითხის სრულყოფილ შესწავლას;
ე) მოითხოვოს სამინისტროს სისტემის ორგანოთა, საჯარო მოსამსახურეთა ან მოწვეულ სპეციალისტთა მონაწილეობა შემოწმებისა და სამსახურებრივი მოკ-ვლევის პროცესში და/ან მოიწვიოს სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეები ან სხვა ექსპერტები საექსპერტო დასკვნის მიღების ან კონსულტაციის მიზნით;
ვ) სამსახურებრივი მოკვლევისა და შემოწმების შედეგების მიხედვით, მინისტრის ან სხვა უფლებამოსილი პირის წინაშე დააყენოს საკითხი გადაცდომის ჩამდენი საჯარო მოსამსახურის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების შესახებ – სამსახურიდან გათავისუფლების ჩათვლით;
ზ) თავისი ფუნქციების განხორციელებისას, ითანამშრომლოს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან;
თ) შეიმუშაოს და მინისტრს წარუდგინოს წინადადებები შემოწმების შედეგად გამოვლენილი მდგომარეობის გამოსწორების შესახებ;
ი) განახორციელოს სამინისტროს სისტემის ორგანოებში არსებული მონაცემთა ბაზის მიმდინარე მონიტორინგი და კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს ამ ბაზიდან მიღებული ინფორმაცია;
კ) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.
2. ინსპექციაში ფუნქციონირებს „ცხელი ხაზის” სისტემა. ამ გზით შემოსულ შეტყობინებებს ინსპექცია განიხილავს არსებული კანონმდებლობის მიხედვით და ახდენს შესაბამის რეაგირებას. სამინისტროს სისტემის ორგანოები და საჯარო მოსამსახურეები ვალ-დებულნი არიან უზრუნველყონ „ცხელი ხაზის” სისტემის არსებობის თაობაზე საზოგადოების ინფორმირება მოქალაქეთა და იურიდიული პირების წარმომადგენლების მომსახურების ადგილებში სათანადო ცნობის გამოქვეყნებით.
3. სამინისტროს სისტემის ორგანოები და საჯარო მოსამსახურეები სამსახურებრივი საქმიანობის პროცესში სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში აწვდიან ინფორმაციას ინსპექციას. ინსპექცია უზრუნველყოფს აღნიშნული მოსამსახურეების ანონიმურობას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც თვით მოსამსახურე თანახმაა გამჟღავნდეს მისი ვინაობა, ან ანონიმურობის დაცვა შეუძლებელია კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე.
4. ინსპექციის მოსამსახურეები შეზღუდვის გარეშე დაიშვებიან სამინისტროს სისტემის ორგანოების (სამინისტროს ცენტრალური აპარატი, ტერიტორიული ორგანოები და საქვეუწყებო დაწესებულებები, მათ შორის ამ დაწესებულებათა ტერიტორიული ორგანოები) განლაგების ადგილებში მოსამსახურის მოწმობის წარდგენისთანავე.
მუხლი 5. შემოწმების ჩატარების წესი
1. შემოწმება ტარდება მინისტრის დავალების ან მასთან წერილობითი შეთანხმების საფუძველზე. შემოწმების დაწყების შესახებ ინსპექციის უფროსი გამოსცემს ადმინისტრაციულ აქტს (განკარგულებას).
2. განკარგულებაში მითითებული უნდა იყოს შემოწმების ჯგუფის პერსონალური შემადგენლობა ჯგუფის ხელმძღვანელის მითითებით, შესამოწმებელი ობიექტის დასახელება, შემოწმების საგანი, შესამოწმებელი პერიოდი, შემოწმების ვადა და საფუძველი.
3. შემოწმების განკარგულების პროექტსა და შემოწმების პროგრამას შეიმუშავებს ინსპექციის ის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის უფლებამოსილებაშიც შედის დასმული საკითხის გადაწყვეტა.
4. შემოწმების პროგრამა მტკიცდება ინსპექციის უფროსის მიერ და მასში აისახება იმ საკითხთა ჩამონათვალი, რომლებიც შესწავლილი უნდა იქნეს შემოწმების განმავლობაში.
5. მიზანშეწონილობიდან და სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე, შემოწმება შეიძლება ჩატარდეს შესამოწმებელ ობიექტზე შემოწმების ჯგუფის მივლინებით ან ინსპექციაში სათანადო საბუთების გამოთხოვითა და ახსნა-განმარტებისათვის შესაბამისი საჯარო მოსამ-სახურეების მოწვევით ან ორივე მეთოდის გამოყენებით.
6. შემოწმების დაწყებისას ჯგუფის ხელმძღვანელი შესამოწმებელი ობიექტის ხელმძღვანელს ან სხვა უფლებამოსილ პირს წარუდგენს შესაბამის განკარგულებას და შემოწმების პროგრამას.
7. შემოწმების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 60 სამუშაო დღეს. ამ ვადის გაგრძელება დასაშვებია მხოლოდ ინსპექციის უფროსის განკარგულებით, შესამოწმებელი პერიოდის ხანგრძლივობისა და შემოწმების საგნის სირთულის გათვალისწინებით.
8. შემოწმების სრულყოფილად ჩატარების მიზნით მინისტრთან შეთანხმებით შემოწმების მიმდინარეობისას შეიძლება ჩატარდეს სხვა ობიექტის შემოწმე-ბაც, შესაბამისი მონაცემებისა და ფაქტების ურთიერთშედარების მიზნით. სხვა ობიექტის შემოწმება ხორციელდება პირველი შემოწმებისას შესაბამისი განკარგულებითა და დამტკიცებული პროგრამით დასმული საკითხების ფარგლებში.
9. შემოწმების პროგრამის ფარგლებში მასალების წარმოდგენასთან, ახსნა-განმარტებასთან და შესაბამისი ფაქტების დაფიქსირებასთან დაკავშირებით ჯგუფის ხელმძღვანელის კანონიერი მოთხოვნა სავალდებულოა შესასრულებლად სამინისტროს სისტემის ორგანოებისთვის და საჯარო მოსამსახურეებისთვის.
10. შემოწმების შესახებ შემოწმების ჯგუფი ადგენს შემოწმების ანგარიშს, რომელშიც დეტალურად აისახება მოპოვებული მასალები, მათი მოპოვების თანმიმდევრობა და აღმოჩენილი დარღვევები, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ანგარიშს თან უნდა დაერთოს შემოწმების ჯგუფის მიერ მოპოვებული დოკუმენტაცია. შემოწმების ანგარიშს ხელს აწერს შემოწ-მების ჯგუფის ყველა წევრი და მასში მოყვანილი ფაქტების სისწორეზე პასუხისმგებელია შესაბამისი შემოწმების ჯგუფის ხელმძღვანელი და წევრები.
11. შემოწმების ანგარიში ეგზავნება შემოწმების ობიექტის ხელმძღვანელს ან სხვა უფლებამოსილ პირს ხელმოწერისათვის. შემოწმების ობიექტის ხელ-მძღვანელს ან სხვა უფლებამოსილ პირს უფლება აქვს შემოწმების ანგარიშზე დასართავად წარადგინოს წერილობითი შენიშვნები. შემოწმების ანგარიშს ხელი უნდა მოეწეროს და მასზე შენიშვნები უნდა გამოითქვას, შემოწმების ობიექტის ხელმძღვანელის ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ შემოწმების ანგარიშის მიღებიდან არა უგვიანეს სამი (3) კალენდარული დღისა. იმ შემთხვევაში, თუ შემოწმებული ობიექტის ხელმძღვანელობა ხელს არ აწერს შემოწმების ანგარიშის პროექტს და არც წერილობით შენიშვნებს არ ადგენს, ამ პუნქტში მითითებული ვადის გასვლის შემდეგ შემოწმების ანგარიში ითვლება დასრულებულად.
12. ინსპექციის უფროსის გადაწყვეტილებით შემოწმების ანგარიში წარმოდგენილ შენიშვნებთან ერთად შეიძლება განხილულ იქნეს სხდომაზე, რომელზეც შეიძლება მოწვეულ იქნენ ფინანსთა სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეები. ინსპექციაში ამ მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად შემოსული ან ამ პუნქტის შესაბამისად სხდომაზე დაფიქსირებული შენიშვნების, ასეთის არსებობის შემთხვევაში, განხილვის შემდეგ დგება შემოწმების დასკვნა.
13. შემოწმების ანგარიშის საფუძველზე შემოწმების შედეგებზე შედგენილ დასკვნაში შესაბამისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) გაანალიზდება შემოწმების დროს დაფიქსირებული ფაქტები, და
ბ) დარღვევა-ნაკლოვანებების გამოვლენის შემთხვევაში:
ბ.ა) გაანალიზდება მათი გამომწვევი მიზეზები და ხელშემწყობი პირობები სათანადო შეფასებებითა და დასკვნებით;
ბ.ბ) წარმოდგენილი იქნება წინადადებები არსებულ ნაკლოვანებათა აღმოფხვრისა და შემოწმების შედეგებზე რეაგირების ღონისძიებათა შესახებ (მათ შორის რეკომენდაციები კანონმდებლობის დამრღვევ საჯარო მოსამსახურათა მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებების შეფარდების თაობაზე);
14. დასკვნის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს შემოწმების ანგარიში. შემოწმების ანგარიშს თან უნდა დაერთოს მასზე გაკეთებული შენიშვნების განხილვის ცხრილი და ამ მუხლის მე-12 პუნქტში მითითებული სხდომის ოქმი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
15. დასკვნას ხელს აწერს ინსპექციის შესაბამისი სამმართველოს უფროსი და შემოწმების ჯგუფის ყველა წევრი. დასკვნაში მოყვანილი ფაქტების სისწორეზე პასუხისმგებელია შესაბამისი შემოწმების ჯგუფის ხელმძღვანელი და წევრები.
16. ინსპექციის შესაბამისი სამმართველოს უფროსი ინსპექციის უფროსს წარუდგენს კურატორი ინსპექციის უფროსის მოადგილის მიერ ვიზირებულ დასკვნას და მოხსენებით ბარათს, შემდგომი რეაგირების ღონისძიებათა თაობაზე.
მუხლი 6. სამსახურებრივი მოკვლევის (დისციპლინური დევნის) ჩატარების წესი
1. მინისტრის დავალებით ან ინსპექციაში შემოსული შეტყობინების (განცხადების, ინფორმაციის) საფუძველზე სამსახურებრივი მოკვლევა (დისციპლინური დევნა) წარმოებს:
ა) სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების დარღვევისა და სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე;
ბ) მოქალაქეთა და სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეთა საჩივრების შესწავლა-შემოწმების შედეგად გამოვლენილ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე.
2. საკითხის აქტუალობიდან და სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე, ინსპექციის უფროსი უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული გადაცდომის ფაქტები შესასწავლად გადაუგზავნოს სამინისტროს სისტემის შესაბამის ორგანოს. მითითებული ორგანო ვალდებულია ინსპექციასა და აღნიშ-ნულ ორგანოს შორის ურთიერთშეთანხმებულ ვადაში დაასრულოს საკითხის შესწავლა და წარუდგინოს ინსპექციას საკითხის შესწავლის დროს მოპოვებული მტკიცებულებები და საკუთარი მოსაზრებები. ინსპექცია უფლებამოსილია, გადასინჯოს აღნიშნული დო-კუმენტები კანონმდებლობასთან შესაბამისობის კუთხით.
3. სამსახურებრივ მოკვლევას (დისციპლინარულ დევნას) აწარმოებს ინსპექციის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოსამსახურე. დისციპლინური დევნის დაწყებისას გამოიცემა ადმინისტრაციული აქტი.
4. სამსახურებრივი მოკვლევის (დისციპლინური დევნის) ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 30 სამუშაო დღეს. ამ ვადის გაგრძელება დასაშვებია, მხოლოდ ინსპექციის უფროსის მიერ მოკვლევის საგნის სირთულის გათვალისწინებით.
5. დისციპლინური დევნის ფარგლებში, მასალების წარმოდგენასთან, ახსნა-განმარტებასთან და შესაბამისი ფაქტების დაფიქსირებასთან დაკავშირებით ინსპექციის შესაბამისი მოსამსახურის კანონიერი მოთხოვნა სავალდებულოა შესასრულებლად სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურისათვის.
6. სამსახურებრივი მოკვლევის (დისციპლინური დევნის) შედეგებზე დგება დასკვნა, რომელშიც შესაბამისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) გაანალიზდება სამსახურებრივი მოკვლევის (დისციპლინური დევნის) დროს მოპოვებული მასალები, და
ბ) დარღვევა-ნაკლოვანებების გამოვლენის შემთხვევაში:
ბ.ა) გაანალიზდება მათი გამომწვევი მიზეზები და ხელშემწყობი პირობები სათანადო შეფასებებითა და დასკვნებით;
ბ.ბ) წარმოდგენილი იქნება წინადადებები არსებულ ნაკლოვანებათა აღმოფხვრის შესახებ და რეკომენდაციები კანონმდებლობის დამრღვევ საჯარო მოსამსახურეთა მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებების შეფარდების თაობაზე.
7. ინსპექციის უფროსის გადაწყვეტილებით დასკვნა შეიძლება განხილულ იქნეს სხდომაზე, რომელზეც შეიძლება მოწვეულ იქნენ სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეები. დასკვნის სხდომაზე განხილვის შემთხვევაში დასკვნას თან უნდა დაერთოს ამ პუნქტში მითითებული სხდომის ოქმი და სხდომაზე გაკეთებული შენიშვნების განხილვის ცხრილი.
8. დასკვნას ხელს აწერს ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული პირი და ინსპექციის შესაბამისი სამმართველოს უფროსი. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული პირი პასუხისმგებელია დასკვნაში მოყვანილი ფაქტების სისწორეზე.
9. ინსპექციის შესაბამისი სამმართველოს უფროსი ინსპექციის უფროსს წარუდგენს კურატორი ინსპექციის უფროსის მოადგილის მიერ ვიზირებულ დასკვნას და მოხსენებით ბარათს, შემდგომი რეაგირების ღონისძიებათა თაობაზე.
მუხლი 7. შემოწმებისა და სამსახურებრივი მოკვლევის (დისციპლინური დევნის) შედეგების რეალიზაციის წესი
1. ინსპექცია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში სამინისტროს სისტემის ორგანოებს და საჯარო მოსამსახურეებს მიმართავს დასკვნით, კანონმდებლობის დამრღვევი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებათა შეფარდებისა და აღმოჩენილ ნაკლოვანებათა აღმოფხვრის თაობაზე.
2. სამინისტროს სისტემის ორგანოებმა და საჯარო მოსამსახურეებმა დასკვნის წარდგენიდან არა უგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში უნდა აცნობონ ინსპექციას დასკვნის განხილვის შედეგებისა და გატარებული ღონისძიებების შესახებ.
3. სამინისტროს სისტემის ორგანოებმა და საჯარო მოსამსახურეებმა უნდა აცნობონ ინსპექციას დასკვნის განხილვის თარიღი და დრო, განხილვამდე არა უგვიანეს 3 სამუშაო დღით ადრე, ხოლო ინსპექციის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს დასკვნის განხილვის პროცედურაში.
მუხლი 8. ინსპექციის საქმიანობის სხვა საკითხები
1. სამსახურებრივი მოკვლევის და/ან შემოწმების საფუძველი შეიძლება იყოს აგრეთვე ცნობები სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ან დისციპლინური გადაცდომის შესახებ, მათ შორის მოქალაქეთა ზეპირი ან წერილობითი საჩივარ-განცხადებები, „ცხელი ხაზით” მიღებული შეტყობინებები, სასამართლოს (მოსამართლის) კერძო განჩინებები (დადგენილებები), სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა მოხსენებითი ბარათები და ინფორმაციები, სხვა სახელმწიფო ორგანოებიდან მიღებული შეტყობინებები და მასალები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გამოქვეყნებული ინფორმაციები, ინსპექციის საქმიანობის პროცესში გამოკვლეული შესაბამისი ფაქტები და მინისტრის ცალკეული დავალებები.
2. ინსეპქციაში შემოსული შეტყობინებებისა და ცნობების აღრიცხვას და ჩატარებული შემოწმებისა და მოკვლევის რეესტრის წარმოებას უზრუნველყოფს ინსპექციის ადმინისტრაციული სამმართველო, რომელიც პასუხისმგებელია აგრეთვე ინსპეციაში არსებული მასალებისა და დოკუმენტების შენახვაზე.
3. ინსპექციის საჯარო მოსამსახურე არ მონაწილეობს ინსპექციაში შემოსული ცნობებისა და შეტყობინებების განხილვაში, თუ სამსახურებრივი მოკვლევის და/ან შემოწმების ობიექტი არის მასთან ნათესაურ დამოკიდებულებაში მყოფი პირი, ან არსებობს სხვა გარემოება, რომელიც იძლევა ვარაუდის საფუძველს ამ მოხელის დაინტერესებაში მოკვლევის შედეგებისადმი.
4. ინსპექციის საჯარო მოსამსახურის აცილების საკითხს წყვეტს ინსპექციის უფროსი, ხოლო ამ უკანასკნელის აცილების საკითხს – მინისტრი.
მუხლი 9. ინსპექციის ანგარიშვალდებულება
1. ინსპექცია წარუდგენს ანგარიშს მინისტრს მიმდინარე საქმიანობის შესახებ, მინისტრის მიერ დადგენილი პერიოდულობით.
2. ინსპექცია წარუდგენს მინისტრს შემაჯამებელ ანგარიშს კალენდარული ერთი წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ.
3. მინისტრის დავალებით ჩატარებული შემოწმების ან მოკვლევის შედეგები ეცნობება მინისტრს დადგენილი წესის შესაბამისად.”
6. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“მუხლი 11. ინსპექციის უფროსი
1. ინსპექციის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს ინსპექციის საქმიანობას;
ბ) ინსპექციის საჯარო მოსამსახურეებს აძლევს მითითებებსა და დავალებებს;
გ) ახორციელებს კონტროლს ინსპექციის საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;
დ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს ინსპექციაში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) წლის შედეგების მიხედვით წარუდგენს მინისტრს ანგარიშს, ინსპექციის მიერ გაწეული მუშაობის შესახებს;
ვ) მოქმედებს ინსპექციის სახელით და რწმუნების გარეშე წარმოადგენს ინსპექციას სხვა პირებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;
ზ) წინადადებით შედის მინისტრთან მიმდინარე შემოწმების ან სამსახურებრივი მოკვლევის შეწყვეტის თაობაზე;
თ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა ინსპექციის ამოცანების შესასრულებლად;
ი) შუამდგომლობს ინსპექციის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;
კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ადმინისტრაციულ აქტს;
ლ) მინისტრს სამინისტროს ბიუჯეტის პროექტში შესატანად, წარუდგენს წინადადებებს ინსპექციის ბიუჯეტის ხარჯების სტრუქტურისა და საერთო მოცულობის შესახებ;
მ) მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს ინსპექციის საშტატო რიცხოვნობასა და სტრუქტურას;
ნ) მინისტრს თანამდებობაზე დასანიშნად და გასათავისუფლებლად წარუდგენს თავისი მოადგილეებისა და ინსპექციის სამმართველოს უფროსების კანდიდატურებს;
ო) კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ინსპექციის სხვა მოსამსახურეებს, თავისი მოადგილეებისა და ინსპექციის სამმართველოს უფროსების გარდა;
პ) კანონით დადგენილი წესით წყვეტს ინსპექციის საჯარო მოსამსახურეების დისციპლინური პასუხისმგებლობის და წახალისების საკითხებს;
ჟ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვრავს მოადგილეების, ინსპექციის სტრუქტურული ქვედანაყოფების და ინსპექციის მოსამსახურეების პასუხისმგებლობას;
რ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
2. ინსპექციის უფროსის არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს ინსპექციის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.
3. სამსახურებრივი შემოწმების პროცესში, ინსპექციის უფროსის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მყოფი მოთხოვნა, მითითება ან დავალება სავალდე-ბულოა შესასრულებლად სამინისტროს სისტემის ორგანოებისა და საჯარო მოსამსახურეებისათვის.”
7. მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) უზრუნელყოფს დავალებათა შესრულების ორგანიზაციას და ინსპექციის სხვადასხვა საკითხებზე გადაწყვეტილებების პროექტების მომზადებას;”
8. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13. სამმართველოს უფროსი
1. სამმართველოს უფროსი:
ა) გეგმავს, ორგანიზაციას უკეთებს და ხელმძღვანელობას უწევს სამმართველოს საქმიანობას, პასუხს აგებს სამმართველოს საქმიანობაზე;
ბ) იხილავს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას და ინფორმაციას;
გ) ამზადებს და ინსპექციის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით განსახილველად წარუდგენს ინსპექციის უფროსს წინადადებებს ჩასატარებელი შემოწმე-ბის და სამსახურებრივი მოკვლევის შესახებ;
დ) ანაწილებს დავალებებს სამმართველოს მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და განკარგულებებს;
ე) თვალყურს ადევნებს სამმართველოს თანამშრომლების მიერ საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას, ახორციელებს კონტროლს სამმართველოს მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;
ვ) შემმოწმებელ და შესამოწმებელ პირებთან ერთად ატარებს შემოწმების მასალების წინასწარ განხილვას;
ზ) ეცნობა სამმართველოს პასუხისმგებელი მოსამსახურეების მიერ წარმოდგენილ შემოწმების ანგარიშს, აკეთებს ვიზირებას და ინსპექციის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით აღნიშნული ანგარიშის საფუძველზე შედგენილ დასკვნასა და მოხსენებით ბარათს წარუდგენს ინსპექციის უფროსს;
თ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;
ი) აკონტროლებს შემოწმებებისა და მოკვლევის მიმდინარეობის მდგომარეობას. კვირაში ერთხელ ინსპექციის უფროსს მოახსენებს შემოწმებების, მოკვლევის და სხვა დავალებების მიმდინარეობის მდგომარეობის შესახებ;
კ) ყოველთვიურად, ინსპექციის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით, ინსპექციის უფროსს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ლ) ინსპექციის უფროსს წარუდგენს წინადადებებს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა სამმართველოზე დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად.
2. სამმართველოს უფროსის სხვა დამატებით უფლება-მოვალეობას განსაზღვრავს ინსპექციის უფროსი.
3. შემოწმების პერიოდში, სამმართველოს უფროსის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მყოფი მოთხოვნა, მითითება ან დავალება სავალდებულოა შესასრულებლად შესამოწმებელი ქვედანაყოფის ხელმძღვანელისათვის და მისი გასაჩივრება შეიძლება ინსპექციის უფროსთან.”
9. მე-15 მუხლის „ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) მინისტრისა და ინსპექციის უფროსის დავალების საფუძველზე ატარებს სამინისტროს სისტემის ორგანოების საქმიანობის შემოწმებას და სამართალდარღვევის შემთხვევაში ახორციელებს დისციპლინურ დევნას.”
10. მე-16 მუხლის „ა” და „ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეების მიერ დაკისრებული ფუნქციების განხორციელებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის მიზნით, მინისტრის დავალებების საფუძველზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეებზე ახორციელებს სამინისტროს სისტემის ორგანოების შემოწმებებს;
ბ) სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეების მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის რთული სპეციფიკის ფაქტების გამოვლენის და მხილებული საჯარო მოსამსახურეების პასუხისგებაში მიცემის მიზნით კანონმდებლობით და ამ დებულებით დადგენილი წესით ახორციელებს დისციპლინურ დევნას;”
11. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 17. ადმინისტრაციული სამმართველო
ადმინისტრაციული სამმართველო:
ა) ახორციელებს ინსპექციის სტრუქტურული ქვე-დანაყოფების საქმიანობის სამართლებრივ, ორგანიზაციულ-ტექნიკურ, ინფორმაციულ უზრუნველყოფას;
ბ) უზრუნველყოფს ინსპექციის საქმისწარმოების ორგანიზაციას, ინსპექციაში შემოსული და გასული კორესპონდენციის დამუშავებას და საკონტროლო დავალებათა შესრულების ორგანიზაციას, კანონმდებლობის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, ინსპექციის მოსამსახურეების პირადი საქმეების შედგენას, საკადრო საკითხებზე გადაწყვეტილებების პროექტების მომზადებასა და საარქივო საქმის წარმოებას;
გ) უზრუნველყოფს ინსპექციაში ჩასატარებელი თათბირების ორგანიზაციას, შესაბამისი დოკუმენტების გაფორმებას და ახორციელებს კონტროლს მათ შესრულებაზე;
დ) უზრუნველყოფს ინსპექციის კომპიუტერიზაციას, ინსპექციის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამართულ ფუნქციონირებას, მის გაუმჯობესებასა და სრულყოფას, სამეურნეო საქმიანობის წარმართვას;
ე) ახორციელებს სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეების მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ან დისციპლინური გადაცდომის შესახებ მოქალაქეთა ზეპირი ან წერილობითი საჩივარ-განცხადებების, „ცხელი ხაზით” მიღებული შეტყობინებების, სასამართლოს (მოსამართლის) კერძო განჩინებების (დადგენილებები), სამინისტროს სისტემის მოსამსახურეების მოხსენებითი ბარათების და ინფორმაციების, სხვა სახელმწიფო ორგანოებიდან მიღებული შეტყობინებების და მასალების, ცნობების აღრიცხვასა და სისტემატიზაციას;
ვ) წარმართავს ინსპექციის საბუღალტრო საქმეს.”
12. მე-18 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ინსპექციის უფროსს უფლება აქვს მიმართოს მინისტრს და სხვა თანამდებობის პირებს საგანგებო ერთობლივ ჯგუფში სამინისტროს სისტემის სხვა საჯარო მოსამსახურეების შეყვანის თაობაზე.”
მუხლი 2.
ის შემოწმება და სამსახურებრივი მოკვლევა, რომელიც დაწყებულია ამ ბრძანების ამოქმედებამდე, მაგრამ გაგრძელდება მითითებული ბრძანების ამოქმედების შემდეგ უნდა განხორციელდეს აღნიშნული ბრძანებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
მუხლი 3.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის პირველი
მოადგილე ა. ალექსიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები