დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 15 |
დოკუმენტის მიმღები | ზესტაფონის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 20/07/2023 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/07/2023 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.127.016454 |
|
„ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის №21 დადგენილების (ვებგვერდი, 23/12/2022 წ., სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.127.016435) 1-ლი მუხლის დანართი №1-ის 1-ლ, მე-2, მე-7, მე-8, მე-9, მე-10 და მე-20 მუხლებში და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:
„დანართი №1 ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი თავი I მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი მუხლი 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
ათასი ლარი
მუხლი 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით: ათასი ლარი
მუხლი 7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 23 401,9 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათასი ლარი
მუხლი 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 22 783,6 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 22 833,6 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათასი ლარი
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 50,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ათასი ლარი
მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით: ათასი ლარი
მუხლი 10. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საოპერაციო სალდო 13 140,2 ათასი ლარი, მთლიანი სალდო -9643,4 ათასი ლარი. ათასი ლარი
თავი III მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები მუხლი 20. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით.
.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები