„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის მიერ სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის 2022 წლის 7 ივნისის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 19/07/2023
დოკუმენტის ტიპი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 080240000.79.092.016017
17
19/07/2023
ვებგვერდი, 19/07/2023
080240000.79.092.016017
„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის მიერ სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის 2022 წლის 7 ივნისის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი
 
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის

ბრძანება №17

2023 წლის 19 ივლისი

ქ. თბილისი

,,სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის მიერ სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის 2022 წლის 7 ივნისის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის მიერ სამსახურის გავლის წესის შესახებ“ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის 2022 წლის 7 ივნისის №10 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 07/06/2022, სარეგისტრაციო კოდი: 080240000.79.092.016010) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და გავლის წესის 

1.  51-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ წესის 50-ე მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წახალისების ფორმები გამოიყენება თანამშრომლის შეფასების შედეგების შესაბამისად ან/და სამსახურის უშუალო უფროსის ან ზემდგომი თანამდებობის პირის წარდგინებით, მოსამსახურის დახასიათებით, კონკრეტული, დასაბუთებული დამსახურებისა და დატვირთვის მითითებით.“.

2. 51-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ წესის 50-ე მუხლის „გ“ - „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წახალისების ფორმები გამოიყენება სამსახურის უშუალო უფროსის ან ზემდგომი თანამდებობის პირის წარდგინებით, მოსამსახურის  დახასიათებით, კონკრეტული, დასაბუთებული დამსახურებისა და დატვირთვის მითითებით.“.

3. ბოლო, 51-ე მუხლი „თანამშრომელთა შეფასების შედეგების გასაჩივრების, წახალისებისა და დისციპლინურ საკითხთა საბჭო“ შეიცვალოს და  ჩამოყალიბდეს  52-ე მუხლად.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსიკარლო კაციტაძე