ადიგენის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში მდებარე, სახელწოდების არმქონე ქუჩების არაბული ციფრებით სახელდების შესახებ

ადიგენის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში მდებარე, სახელწოდების არმქონე ქუჩების არაბული ციფრებით სახელდების შესახებ
დოკუმენტის ნომერი გ-113. 113231952
დოკუმენტის მიმღები ადიგენის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 14/07/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.137.016001
გ-113. 113231952
14/07/2023
ვებგვერდი, 19/07/2023
000000000.00.137.016001
ადიგენის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში მდებარე, სახელწოდების არმქონე ქუჩების არაბული ციფრებით სახელდების შესახებ
ადიგენის მუნიციპალიტეტი
 

ადიგენის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება -113.113231952

2023 წლის 14 ივლისი

დ. ადიგენი

 

 ადიგენის მუნიციპალიტეტის  ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში მდებარე, სახელწოდების არმქონე ქუჩების არაბული ციფრებით სახელდების  შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა.ე“ ქვეპუნქტის,  61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების, მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-15-მე-17 პუნქტების საფუძველზე,

1. განხორციელდეს ადიგენის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში მდებარე, სახელწოდების არმქონე ქუჩების სახელდება არაბული ციფრებით, დანართი  №1-ის  შესაბამისად, თანდართული სიტუაციური რუკების გამოყენებით ( დანართი №2).

2. განკარგულება, მიღებიდან 10 (ათი) დღის ვადაში გადაეგზავნოს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

3. განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონულ სასამართლოში (მის.: ქ. ახალციხე, კ. მებაღიშვილის ქ.№62).

ადიგენის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს თავმჯდომარე   შმაგი ბიძიშვილი