დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 275 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 18/07/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/07/2023 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/08/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.017723 |
|
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დანართ №II-04-ის (საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია) დანართ „გ“-ს შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი „დ“ – „სესხების აღრიცხვა“: დანართი „დ“
სესხების აღრიცხვა
2. 33-ე მუხლის მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი: „9. დეკლარაციის დანართ „დ“-ს სვეტებში აისახება გაცემული და მიღებული სესხების შესახებ ინფორმაცია, კერძოდ: ა) გაცემული სესხ(ებ)ის: ა.ა) პირველ სვეტში აისახება საანგარიშო პერიოდის საწყისი თარიღის მდგომარეობით გაცემული სესხ(ებ)ის ნაშთი; ა.ბ) მე-2 სვეტში აისახება საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გაცემული სესხ(ებ)ის ზრდა ნებისმიერი ფორმით; ა.გ) მე-3 სვეტში აისახება მე-2 სვეტში ასახული ინფორმაციის ის ნაწილი, რომელიც წარმოიქმნა გადაფასებით; ა.დ) მე-4 სვეტში აისახება საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გაცემული სესხ(ებ)ის შემცირება ნებისმიერი ფორმით; ა.ე) მე-5 სვეტში აისახება მე-4 სვეტში ასახული ინფორმაციის ის ნაწილი, რომელიც წარმოიქმნა გადაფასებით; ა.ვ) მე-6 სვეტში აისახება საანგარიშო პერიოდის ბოლო თარიღის მდგომარეობით გაცემული სესხ(ებ)ის ნაშთი; ბ) მიღებული სესხ(ებ)ის: ბ.ა) პირველ სვეტში აისახება საანგარიშო პერიოდის საწყისი თარიღის მდგომარეობით მიღებული სესხ(ებ)ის ნაშთი; ბ.ბ) მე-2 სვეტში აისახება საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მიღებული სესხ(ებ)ის ზრდა ნებისმიერი ფორმით; ბ.გ) მე-3 სვეტში აისახება მე-2 სვეტში ასახული ინფორმაციის ის ნაწილი, რომელიც წარმოიქმნა გადაფასებით; ბ.დ) მე-4 სვეტში აისახება საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მიღებული სესხ(ებ)ის შემცირება ნებისმიერი ფორმით; ბ.ე) მე-5 სვეტში აისახება მე-4 სვეტში ასახული ინფორმაციის ის ნაწილი, რომელიც წარმოიქმნა გადაფასებით; ბ.ვ) მე-6 სვეტში აისახება საანგარიშო პერიოდის ბოლო თარიღის მდგომარეობით მიღებული სესხის ნაშთი.“. 3. დანართი №II-086-ის „დანართ 2“-ის შემდეგ დაემატოს თანდართული რედაქციის „დანართი 3“ - „სესხების და კაპიტალის აღრიცხვა“. 4. 401 მუხლის მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი: „9. დეკლარაციის დანართ 3-ის („სესხების და კაპიტალის აღრიცხვა“) სვეტებში აისახება გაცემული და მიღებული სესხ(ებ)ის, ასევე როგორც საწარმოს კაპიტალში, ისე საწარმოს მიერ სხვა საწარმოში რიცხული კაპიტალის შესახებ ინფორმაცია, კერძოდ: ა) გაცემული სესხ(ებ)ის: ა.ა) პირველ სვეტში აისახება საანგარიშო თვის საწყისი თარიღის მდგომარეობით გაცემული სესხ(ებ)ის ნაშთი; ა.ბ) მე-2 სვეტში აისახება საანგარიშო თვის განმავლობაში გაცემული სესხ(ებ)ის ზრდა ნებისმიერი ფორმით; ა.გ) მე-3 სვეტში აისახება მე-2 სვეტში ასახული ინფორმაციის ის ნაწილი, რომელიც წარმოიქმნა გადაფასებით; ა.დ) მე-4 სვეტში აისახება საანგარიშო თვის განმავლობაში გაცემული სესხ(ებ)ის შემცირება ნებისმიერი ფორმით; ა.ე) მე-5 სვეტში აისახება მე-4 სვეტში ასახული ინფორმაციის ის ნაწილი, რომელიც წარმოიქმნა გადაფასებით; ა.ვ) მე-6 სვეტში აისახება საანგარიშო თვის ბოლო თარიღის მდგომარეობით გაცემული სესხ(ებ)ის ნაშთი; ბ) მიღებული სესხ(ებ)ის: ბ.ა) პირველ სვეტში აისახება საანგარიშო თვის საწყისი თარიღის მდგომარეობით მიღებული სესხ(ებ)ის ნაშთი; ბ.ბ) მე-2 სვეტში აისახება საანგარიშო თვის განმავლობაში მიღებული სესხ(ებ)ის ზრდა ნებისმიერი ფორმით; ბ.გ) მე-3 სვეტში აისახება მე-2 სვეტში ასახული ინფორმაციის ის ნაწილი, რომელიც წარმოიქმნა გადაფასებით; ბ.დ) მე-4 სვეტში აისახება საანგარიშო თვის განმავლობაში მიღებული სესხ(ებ)ის შემცირება ნებისმიერი ფორმით; ბ.ე) მე-5 სვეტში აისახება მე-4 სვეტში ასახული ინფორმაციის ის ნაწილი, რომელიც წარმოიქმნა გადაფასებით; ბ.ვ) მე-6 სვეტში აისახება საანგარიშო თვის ბოლო თარიღის მდგომარეობით მიღებული სესხ(ებ)ის ნაშთი; გ) საწარმოს კაპიტალის: გ.ა) პირველ სვეტში აისახება საანგარიშო თვის საწყისი თარიღის მდგომარეობით საწარმოს კაპიტალის ოდენობა; გ.ბ) მე-2 სვეტში აისახება საანგარიშო თვის განმავლობაში საწარმოს კაპიტალის ზრდა; გ.გ) მე-4 სვეტში აისახება საანგარიშო თვის განმავლობაში საწარმოს კაპიტალის შემცირება; გ.დ) მე-6 სვეტში აისახება საანგარიშო თვის ბოლო თარიღის მდგომარეობით საწარმოს კაპიტალის ოდენობა; დ) სხვა საწარმოში რიცხული კაპიტალის: დ.ა) პირველ სვეტში აისახება საანგარიშო თვის საწყისი თარიღის მდგომარეობით სხვა საწარმოში რიცხული კაპიტალის ოდენობა; დ.ბ) მე-2 სვეტში აისახება საანგარიშო თვის განმავლობაში სხვა საწარმოში რიცხული კაპიტალის ზრდა; დ.გ) მე-4 სვეტში აისახება საანგარიშო თვის განმავლობაში სხვა საწარმოში რიცხული კაპიტალის შემცირება; დ.დ) მე-6 სვეტში აისახება საანგარიშო თვის ბოლო თარიღის მდგომარეობით სხვა საწარმოში რიცხული კაპიტალის ოდენობა.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 აგვისტოდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები