დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამოქალაქო აეროდრომის რაიონის დადგენისა და ამ რაიონში ობიექტის დასაშვები სიმაღლის განსაზღვრის წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 18 მაისის №111 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 138 |
| დოკუმენტის მიმღები | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 17/07/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/07/2023 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/12/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 420000000.54.066.016307 |
|
„სამოქალაქო აეროდრომის რაიონის დადგენისა და ამ რაიონში ობიექტის დასაშვები სიმაღლის განსაზღვრის წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 18 მაისის №111 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„სამოქალაქო აეროდრომის რაიონის დადგენისა და ამ რაიონში ობიექტის დასაშვები სიმაღლის განსაზღვრის წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 18 მაისის №111 ბრძანებაში (
www.matsne.gov.ge, 18/05/2022, სარეგისტრაციო კოდი: 420000000.54.066.016260) და ამ ბრძანებით დამტკიცებულ „სამოქალაქო აეროდრომის რაიონის დადგენისა და ამ რაიონში ობიექტის დასაშვები სიმაღლის განსაზღვრის წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სამოქალაქო აეროდრომის დაცვის არეს (აეროდრომის რაიონის) დადგენისა და ამ რაიონში ობიექტის დასაშვები სიმაღლის განსაზღვრის წესის“ დამტკიცების შესახებ“. 2. ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1 დამტკიცდეს „სამოქალაქო აეროდრომის დაცვის არეს (აეროდრომის რაიონის) დადგენისა და ამ რაიონში ობიექტის დასაშვები სიმაღლის განსაზღვრის წესი“. 3. წესის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სამოქალაქო აეროდრომის დაცვის არეს (აეროდრომის რაიონის) დადგენისა და ამ რაიონში ობიექტის დასაშვები სიმაღლის განსაზღვრის წესი“. 4. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. წესის მიზანია, აეროდრომის დაცვის არეს (აეროდრომის რაიონის) განსაზღვრის და აეროდრომის დაცვის არეში (აეროდრომის რაიონში) შენობა-ნაგებობის დასაშვები სიმაღლის შეთანხმების მოთხოვნების დადგენა“. 5. მე-2 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) აეროდრომის დაცვის არე (აეროდრომის რაიონი) – აეროდრომის და მისი მიმდებარე ტერიტორიის თავზე, ამ წესის შესაბამისად, სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ დადგენილი საჰაერო სივრცის ნაწილი, სადაც მოქმედებს შენობა-ნაგებობების სიმაღლის შეზღუდვის რეჟიმი; ბ) დაბრკოლება – ყველა უძრავი ან/და მოძრავი ობიექტი ან მათი ნაწილი, რომელიც განლაგებულია აეროდრომის სამიმოსვლო არეში (სამუშაო მოედანზე), კვეთს აეროდრომის დაცვის არეს (აეროდრომის რაიონის) ზედაპირს ან მდებარეობს ამ ზედაპირის მიღმა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოადგენს საფრთხეს ჰაერნაოსნობისათვის“. 6. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. აეროდრომის დაცვის არეს (აეროდრომის რაიონის) დადგენა 1. სამოქალაქო აეროდრომის დაცვის არეს (აეროდრომის რაიონს) ადგენს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), აეროდრომის ექსპლუატაციის განმახორციელებელი პირის მიერ, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე. 2. აეროდრომის ექსპლუატანტი, სააგენტოში წარადგენს აეროდრომის დაცვის არეს (აეროდრომის რაიონის) ნახაზს რუკის სახით (ამ წესის №2 დანართის შესაბამისად) და ანგარიშს, რომელშიც მოცემული უნდა იყოს აეროდრომის დაცვის არეს (აეროდრომის რაიონის) თითოეული ზედაპირის აღწერა, ათვლის წერტილები (შემაღლებების მითითებით) და პარამეტრები. 3. აღუჭურველი და დასაფრენად არაზუსტი შესვლისათვის აღჭურვილი აეროდრომებისთვის უნდა დადგინდეს აეროდრომის დაცვის არეს (აეროდრომის რაიონის) შემდეგი შემზღუდველი ზედაპირები: ა) დასაფრენად შესვლის ზედაპირი; ბ) აფრენისას სიმაღლის აღების ზედაპირი; გ) გარდამავალი ზედაპირი; დ) შიდა ჰორიზონტალური ზედაპირი; ე) კონუსური ზედაპირი. 4. დასაფრენად ზუსტი შესვლისათვის აღჭურვილი აეროდრომისთვის უნდა დადგინდეს აეროდრომის დაცვის არეს (აეროდრომის რაიონის) შემდეგი შემზღუდველი ზედაპირები: ა) დასაფრენად შესვლის ზედაპირი; ბ) აფრენისას სიმაღლის აღების ზედაპირი; გ) დასაფრენად შესვლის შიდა ზედაპირი; დ) გარდამავალი ზედაპირი; ე) შიდა გარდამავალი ზედაპირი; ვ) შეწყვეტილი დაფრენისას მეორე წრეზე წასვლის ზედაპირი; ზ) შიდა ჰორიზონტალური ზედაპირი; თ) კონუსური ზედაპირი. 5. აეროდრომის დაცვის არეს (აეროდრომის რაიონის) შემზღუდველი ზედაპირების შემაღლების ათვლა უნდა განხორციელდეს: ა) დასაფრენად შესვლის ზედაპირის და დასაფრენად შესვლის შიდა ზედაპირისთვის – ზღურბლის შუა წერტილის შემაღლებიდან; ბ) აფრენისას სიმაღლის აღების ზედაპირისთვის – ადზ-ის ბოლოს და შიდა საზღვარს შორის არსებული უმაღლესი წერტილის შემაღლებიდან, ხოლო დაბრკოლებებისაგან თავისუფალი ზოლის არსებობის შემთხვევაში, დაბრკოლებებისაგან თავისუფალი ზოლის მიწის ზედაპირის უმაღლესი წერტილის შემაღლებიდან; გ) გარდამავალი ზედაპირის ქვედა საზღვრისთვის: გ.ა) დასაფრენად შესვლის ზედაპირის გვერდითი საზღვრის გასწვრივ – დასაფრენად შესვლის ზედაპირის შემაღლებიდან; გ.ბ) საფრენი ზოლის გასწვრივ – ადზ-ის ღერძულა ხაზზე ან მის გაგრძელებაზე მდებარე უახლოესი წერტილის შემაღლებიდან. შენიშვნა: ამ მუხლის მე-5 პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გარდამავალი ზედაპირი იმეორებს ადზ-ის გრძივ პროფილს (საფრენი ზოლის გასწვრივ იქნება მრუდხაზოვანი, თუ ადზ-ს გააჩნია მრუდხაზოვანი პროფილი, ხოლო სწორხაზოვანი, თუ ადზ-ს გააჩნია სწორხაზოვანი პროფილი). გარდამავალი ზედაპირის გადაკვეთა შიდა ჰორიზონტალურ ზედაპირთან იქნება მრუდხაზოვანი ან სწორხაზოვანი, ადზ-ის გრძივი პროფილის გათვალისწინებით. დ) შიდა გარდამავალი ზედაპირის ქვედა საზღვრისთვის: დ.ა) დასაფრენად შესვლის შიდა ზედაპირის და მეორე წრეზე წასვლის ზედაპირის გვერდითა საზღვრის გასწვრივ – კონკრეტული ზედაპირის შემაღლებიდან; დ.ბ) საფრენი ზოლის გასწვრივ – ადზ-ს ღერძულა ხაზის ან მისი გაგრძელების უახლოესი წერტილის შემაღლებიდან. შენიშვნა: შიდა გარდამავალი ზედაპირი საფრენი ზოლის გასწვრივ იმეორებს ადზ-ს გრძივ პროფილს და მისი მიერთება შიდა ჰორიზონტალურ ზედაპირთან იქნება მრუდხაზოვანი ან სწორხაზოვანი, ადზ-ს გრძივი პროფილის შესაბამისად. ე) შეწყვეტილი დაფრენისას მეორე წრეზე წასვლის ზედაპირისთვის – შიდა საზღვრის განთავსების ადგილზე, ადზ-ს ღერძულა ხაზის შემაღლებიდან; ვ) შიდა ჰორიზონტალური ზედაპირისთვის – ასაფრენ-დასაფრენი ზოლის ღერძულა ხაზის უმაღლესი წერტილის შემაღლებიდან. შენიშვნა 1: შიდა ჰორიზონტალური ზედაპირის ათვლის წერტილის განსაზღვრისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ICAO-ს ოფიციალური დოკუმენტის Doc 9137 მე-6 ნაწილის პუნქტი 1.2.3.4-ის მოთხოვნები; შენიშვნა 2: 1 ან 2 კოდური აღნიშვნის მქონე აეროდრომისთვის შიდა ჰორიზონტალური ზედაპირის დიამეტრი იზომება ადზ-ის გეომეტრიული ცენტრიდან, ხოლო 3 და 4 კოდური აღნიშვნის მქონე აეროდრომისთვის – ადზ-ის ზღურბლებიდან. ზ) კონუსური ზედაპირისთვის – შიდა ჰორიზონტალური ზედაპირის შემაღლებიდან. 6. თუ აღუჭურველი ან არაზუსტი შესვლისათვის აღჭურვილი აეროდრომისთვის, იგეგმება დასაფრენად ზუსტი შესვლისათვის შესაბამისი საშუალებებით აღჭურვა, მაშინ, ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გათვალისწინებული უნდა იქნეს დასაფრენად ზუსტი შესვლისათვის აღჭურვილი აეროდრომის დაცვის არეს (აეროდრომის რაიონის) მიმართ წაყენებული მოთხოვნები. 7. იმ აეროდრომზე, რომელსაც გააჩნია ორი ან მეტი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, ასევე აფრენისას სიმაღლის აღების და დასაფრენად შესვლის მონაკვეთებზე, სადაც რამოდენიმე ზედაპირი ფარავს ერთმანეთს, მოქმედებს იმ ზედაპირის შეზღუდვის რეჟიმი, რომელიც განთავსებულია უფრო დაბლა. შენიშვნა: ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებში მოცემული ზედაპირების მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები მოცემულია ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-14 დანართის I ტომის („აეროდრომები“) მე-4 თავში“. 7. მე-4 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. აეროდრომის დაცვის არეში (აეროდრომის რაიონში), სააგენტოსთან შეთანხმებას ექვემდებარება შენობის, ნაგებობის, კავშირგაბმულობისა და ელექტროგადამცემი ხაზების და სხვა ობიექტების სიმაღლე, განთავსება და გამოყენება“; ბ) მე-2 პუნქტის „შენიშვნა“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „შენიშვნა: სიმაღლის შეთანხმების პროცესში, ობიექტის დასაშვები სიმაღლის დადგენის მიზნით, სააგენტოს მიერ შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს დამატებითი ინფორმაცია“. 8. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. დაბრკოლებების შეზღუდვა 1. აეროდრომის დაცვის არეში (აეროდრომის რაიონში), დაუშვებელია უძრავი ან მოძრავი ობიექტ(ებ)ის სიმაღლე აღემატებოდეს დადგენილ ზედაპირებს, გარდა ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით და ამ მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევისა. 2. სააგენტოს დადებითი შეფასების შემთხვევაში, დროებით განთავსებული ამწე-მექანიზმების სიმაღლე შეიძლება აღემატებოდეს აეროდრომის დაცვის არეს (აეროდრომის რაიონის) დადგენილ ზედაპირებს, თუ მათ გააჩნიათ დღის ან/და ღამის ნიშანდება. ასეთ შემთხვევაში, სააგენტოს მიერ ხორციელდება გამოყენების პირობების დადგენა და აეროდრომის ექსპლუატანტის წერილობითი ინფორმირება, შემდგომში NOTAM-ის სახით შესაბამისი გაფრთხილების გამოცემის მიზნით. 3. დაგეგმილი შენობა-ნაგებობის სიმაღლე შესაძლებელია აღემატებოდეს აეროდრომის დაცვის არეში (აეროდრომის რაიონის) დადგენილ ზედაპირებს, თუ ის იჩრდილება არსებული დაბრკოლებად იდენტიფიცირებული (ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულში გამოქვეყნებული) სხვა უძრავი ობიექტით, რომლის გამოანგარიშების მეთოდოლოგია მოცემულია ამ წესის მე-7 მუხლში. 4. დაუშვებელია, უძრავი ობიექტი კვეთდეს დასაფრენად შესვლის შიდა ზედაპირს, შიდა გარდამავალ ზედაპირს და შეწყვეტილი დაფრენისას მეორე წრეზე წასვლის ზედაპირს, გარდა მსხვრევადი ობიექტ(ებ)ისა, რომლებიც საკუთარი ფუნქციური დანიშნულების გამო უნდა განთავსდეს საფრენ ზოლზე, რომლის განთავსების ტექნიკური რეგლამენტაცია განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. როდესაც ასაფრენ-დასაფრენი ზოლი გამოიყენება დასაფრენად, მოძრავი ობიექტი არ უნდა კვეთდეს აღნიშნულ ზედაპირებს. 5. იმ აეროდრომზე, რომელიც აღჭურვილია მიახლოების სანათების სისტემით, ასევე გათვალისწინებული უნდა იყოს მიახლოების სანათების დაცვის სიბრტყის შეზღუდვები, სადაც ობიექტი არ უნდა კვეთდეს სანათების შემაღლებაზე გამავალ სიბრტყეს, რომელიც იწყება ადზ-ის ზღურბლიდან და ვრცელდება მიახლოების სანათების სისტემის ბოლოდან 60 მეტრის მანძილზე, ხოლო სიგანეში შეადგენს 120 მეტრს. შენიშვნა: ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული სიბრტყის მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები მოცემულია ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-14 დანართის I ტომის („აეროდრომები“) დამატება „A“-ს პუნქტ 12.3-ში“. 9. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. დაბრკოლებების მართვა 1. აეროდრომის ექსპლუატანტი, დაბრკოლებების შემზღუდველი ზედაპირებით შემოფარგლული აეროდრომის დაცვის არეს (აეროდრომის რაიონის) ფარგლებში, დაბრკოლებების მართვის მიზნით, ნიშნავს შესაბამისი ცოდნის და გამოცდილების მქონე პასუხისმგებელ პირ(ებ)ს. 2. სააგენტო უზრუნველყოფს მშენებლობის ნებართვის გამცემ და განაშენიანების მარეგულირებელ უწყებებთან მჭიდრო კომუნიკაციას, დასაშვები სიმაღლეების დაცვისა და დაბრკოლებების სამომავლოდ განთავსების პრევენციის მიზნით. 3. სააგენტო, აეროდრომის დაცვის არეში (აეროდრომის რაიონში) შენობა-ნაგებობ(ებ)ის შეთანხმებული დასაშვები სიმაღლის შესახებ ინფორმაციას აწვდის აეროდრომის ექსპლუატანტს, ამ მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებით განსაზღვრული ფუნქციის განხორციელების მიზნით. 4. აეროდრომის ექსპლუატანტი ახორციელებს აეროდრომის დაცვის არეს (აეროდრომის რაიონის) პერიოდულ შემოწმებას, იმ მიზნით, რომ აეროდრომის ტერიტორიაზე და აეროდრომის დაცვის არეში (აეროდრომის რაიონში), იდენტიფიცირებულ იქნეს ისეთი საქმიანობის/ობიექტის ან/და უნებართვო მშენებლობა, რომლებმაც შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას აეროდრომზე ფრენების უსაფრთხოებას. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ისეთი საქმიანობის/ობიექტის ან/და უნებართვო მშენებლობის აღმოჩენის შემთხვევაში, რომელმაც შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას აეროდრომზე ფრენების უსაფრთხოებას, აეროდრომის ექსპლუატანტი ატყობინებს სააგენტოს და მფლობელს და საჭიროებისამებრ, უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციის გამოქვეყნებას. 6. პერიოდული შემოწმების დროს არსებულ დაბრკოლებებზე, მწყობრიდან გამოსული შუქშემოღობვების აღმოჩენის შემთხვევაში, აეროდრომის ექსპლუატანტი ატყობინებს აღნიშნულის შესახებ ობიექტის მფლობელს (იდენტიფიცირების შემთხვევაში), საჭიროებისამებრ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს და უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციის გამოქვეყნებას. შენიშვნა: დაბრკოლებების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების მოთხოვნები რეგულირდება საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ოქტომბრის №471 დადგენილებით დამტკიცებული „ჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მიმწოდებლების, მათი უფლებამოვალეობების და ჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მიწოდების წესის“ შესაბამისად“. 10. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. აეროდრომის დაცვის არეში (აეროდრომის რაიონში), ახალი ობიექტის მიმართ დაჩრდილვის მეთოდი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ არსებული ობიექტი (გარდა დროებითი, მსხვრევადი, წერტილოვანი და ხაზოვანი ობიექტებისა) ან რელიეფი კვეთს აეროდრომის დაცვის არეს (აეროდრომის რაიონის) დადგენილ ზედაპირს და ახალი ობიექტისათვის ქმნის დაჩრდილვის ზონას. შენიშვნა 1: დაბრკოლებები, კონფიგურაციიდან გამომდინარე, შეიძლება იყოს წერტილოვანი (ანძები), ხაზოვანი (ელ. გადამცემი ხაზები), პოლიგონური (შენობა-ნაგებობები) და რელიეფი; შენიშვნა 2: დამჩრდილავ ობიექტად რელიეფის გამოყენების შემთხვევაში, თითოეული საკითხი განხილული უნდა იქნეს ინდივიდუალურად, იმ მიზნით, რომ დაჩრდილულმა ობიექტმა არ წარმოშვას დამატებითი საფრთხე“. 11. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) უძრავი ობიექტი, რომელიც კვეთს აეროდრომის დაცვის არეს (აეროდრომის რაიონის) ზედაპირს, თუ ის განთავსებულია ან მისი განთავსება დაგეგმილია აეროდრომის დაცვის არეში (აეროდრომის რაიონში)“. 12. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. ჩანაწერების მართვა „აეროდრომის ექსპლუატანტი უზრუნველყოფს აეროდრომის დაცვის არეში (აეროდრომის რაიონში) პერიოდულ შემოწმებასთან დაკავშირებული შესაბამისი ჩანაწერების შენახვას, მათი გამოყენების მთელი პერიოდის განმავლობაში და არანაკლებ ხუთი წლისა − გამოყენების დასრულების შემდეგ“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები