ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 342-ე, 345-ედა 388-ემუხლებსა და საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე და 341-ე მუხლებში ცვლილებათა შეტანის შესახებ

ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 342-ე, 345-ედა 388-ემუხლებსა და საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე და 341-ე მუხლებში ცვლილებათა შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
მიღების თარიღი 06/10/1981
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 11, 30/11/1981
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).00.000000
0
06/10/1981
საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 11, 30/11/1981
000000000.00(0).00.000000
ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 342-ე, 345-ედა 388-ემუხლებსა და საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე და 341-ე მუხლებში ცვლილებათა შეტანის შესახებ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი

 

ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა

საქართველოს სსრ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 342-ე, 345-ე და 388-ე მუხლებსა და საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე და 341-ე მუხლებში ცვლილებათა შეტანის შესახებ

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

I. საქართველოს სსრ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 342-ე, 345-ე და 388-ე მუხლებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 342-ე მუხლის მეოთხე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„განაჩენის გამომტანი სასამართლო ნიშნავს საკასაციო ინსტანციაში საქმის განხილვის თარიღს იმ ანგარიშით, რომ საქმე განხილულ იქნეს არაუადრეს ათი დღისა და არაუგვიანეს ოცი დღისა საქმის საკასაციო ინსტანციაში შემოსვლის დღიდან“.

2. 345-ე მუხლის მეორე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თუ საქმე განსაკუთრებით რთულია, ან სხვა გამონაკლის შემთხვევაში, საკასაციო ინსტანციის სასამართლოს თავმჯდომარეს შეუძლია გააგრძელოს ეს ვადა, მაგრამ არაუმეტეს თხუთმეტი დღისა. ამ შემთხვევაში პროცესის მონაწილეებს წინასწარ უნდა შეატყობინონ საკასაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისათვის დანიშნული დღის შესახებ“.

3. 388-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზედამხედველობის წესით პროტესტის საფუძველზე საქმე განიხილება საზედამხედველო ინსტანციის მიერ სამსჯავრო  სხდომაზე არაუგვიანეს ოცი დღისა, ხოლო საქართველოს სსრ უმაღლეს სასამართლოში არაუგვიანეს ერთი თვისა პროტესტით საქმის შემოსვლის დღიდან“.

II. საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე და 341-ე მუხლებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 298-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 298. საქმის განხილვის ვადების საკასაციო ინსტანციის სასამართლოში

აფხაზეთის ასსრ უმაღლესმა სასამართლომ, აჭარის ასსრ უმაღლესმა სასამართლომ, თბილისის საქალაქო სასამართლომ, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საოლქო სასამართლომ საკასაციო საჩივრის ან პროტესტის გამო შემოსული საქმე უნდა განიხილონ მისი შემოსვლიდან არაუგვიანეს ათი დღისა.

თუ საქმე განსაკუთრებით რთულია ან სხვა გამონაკლის შემთხვევაში შესაბამისი სასამართლოს თავმჯდომარეს შეუძლია გააგრძელოს ეს ვადა, მაგრამ არაუმეტეს ათი დღისა.

საქართველოს სსრ უმაღლესმა სასამართლომ საკასაციო საჩივრის ან პროტესტის გამო შემოსული საქმე უნდა განიხილოს არაუგვიანეს ერთი თვისა მისი შემოსვლის დღიდან. გამონაკლის შემთხვევებში საქართველოს სსრ უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარეს ან მის მოადგილეებს შეუძლიათ გააგრძელონ ეს ვადა, მაგრამ არაუმეტეს ერთი თვისა.

საკასაციო ინსტანციაში საქმის განხილვის ვადის გაგრძელების შემთხვევაში საქმეში მონაწილე პირებს წინასწარ უნდა შეატყობინონ საქმის განხილვისათვის დანიშნული დღის შესახებ.

საკასაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვამდე არა უგვიანეს ორი დღე-ღამისა უნდა გამოიკრას განცხადება საქმის განხილვის დროის შესახებ“.

2. 341-ე მუხლის მეორე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზედამხედველობის წესით პროტესტის გამო საქმე განიხილება საზედამხედველო ინსტანციის მიერ სასამართლო სხდომაზე არაუგვიანეს ოცი დღისა, ხოლო საქართველოს სსრ უმაღლეს სასამართლოში არაუგვიანეს ერთი თვისა პროტესტით საქმის შემოსვლის დღიდან“.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე  პ. გილაშვილი.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი  თ. ლაშქარაშვილი.

თბილისი, 1981 წლის 6 ოქტომბერი.