„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 29 იანვრის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 29 იანვრის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 261
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/07/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.024094
261
17/07/2023
ვებგვერდი, 18/07/2023
040030000.10.003.024094
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 29 იანვრის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №261

2023 წლის 17 ივლისი

   ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 29 იანვრის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 29 იანვრის №58 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/01/2020, 040030000.10.003.021767) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედქციით:

„ა) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა/ დაზარალებულთა (მათზე დამოკიდებულ პირ(ებ)თან ერთად) ფსიქოლოგიურ-სოციალური დახმარება/რეაბილიტაცია, იურიდიული (საჭიროების შემთხვევაში, კანონიერი ინტერესების დაცვა) დახმარება ან/და სამედიცინო მომსახურების ორგანიზებაში/მიღებაში მხარდაჭერა, ოჯახსა და საზოგადოებაში რეინტეგრაციაში ხელშეწყობა, თარჯიმნის მომსახურებით უზრუნველყოფა ან/და სხვა ისეთი მომსახურებით უზრუნველყოფა, რომელიც გათვალისწინებულია შესაბამისი მომსახურებების მიმწოდებელი დაწესებულების წესდებით (შინაგანაწესით). ასევე, სადღეღამისო მომსახურების შემთხვევაში, დროებითი უსაფრთხო საცხოვრისით, კვებით, ჰიგიენისა და პირველადი მოხმარების სხვა საშუალებებითა და, საჭიროების შემთხვევაში, ტანსაცმლით უზრუნველყოფა;“;

ბ) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ და „ა2“ ქვეპუნქტები:

„ა1) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის, სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლთა/დაზარალებულთა (მათზე დამოკიდებულ პირ(ებ)თან ერთად) ფსიქოლოგიურ-სოციალური დახმარება/რეაბილიტაცია ან/და იურიდიული (საჭიროების შემთხვევაში, კანონიერი ინტერესების დაცვა) დახმარება ან/და სამედიცინო მომსახურების ორგანიზებასა და მიღებაში მხარდაჭერა, საჭიროებისას თარჯიმნის მომსახურებით ან/და სხვა ისეთი მომსახურებით უზრუნველყოფა, რომელიც გათვალისწინებულია შესაბამისი მომსახურებების მიმწოდებელი დაწესებულების წესდებით (შინაგანაწესით). ასევე, სადღეღამისო მომსახურების შემთხვევაში, დროებითი უსაფრთხო საცხოვრისით, კვებით, ჰიგიენისა და პირველადი მოხმარების სხვა საშუალებებითა და, საჭიროების შემთხვევაში, ტანსაცმლით უზრუნველყოფა;

2) ამ მუხლის „ა“ და „ა1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირთათვის ამავე ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებების მიწოდების უზრუნველყოფა სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის – თავშესაფრის, კრიზისული ცენტრის ან სხვა მსგავსი ტიპის დაწესებულების მომსახურების ფარგლებში ან შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რომლის განმახორციელებლადაც ამავე პროგრამით განსაზღვრულია სააგენტო;“;

გ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) სავარაუდო მსხვერპლთა (მათზე დამოკიდებულ პირებთან ერთად)  კრიზისული ცენტრის მომსახურების ფარგლებში იურიდიული (საჭიროების შემთხვევაში, კანონიერი ინტერესების დაცვა) და/ან ფსიქოლოგიურ-სოციალური დახმარება და/ან სამედიცინო მომსახურების ორგანიზებასა და მიღებაში მხარდაჭერა, თარჯიმნის  მომსახურებით ან/და სხვა ისეთი მომსახურებით უზრუნველყოფა, რომელიც გათვალისწინებულია კრიზისული ცენტრის წესდებით (შინაგანაწესით);“;

დ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის კომპენსაციის გაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით;“.

2. მე-5 მუხლს „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ1“ ქვეპუნქტი:

„კ1) „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 172 და 181 მუხლების შესაბამისად, სააგენტოს ფარგლებში მოქმედი თავშესაფრისთვის/კრიზისული ცენტრისთვის (სტრუქტურული ერთეული)  განსაზღვრავს/ამტკიცებს იმ კრიტერიუმებს ან/და სპეციალურ ინსტრუმენტს, რომლის საფუძველზეც, მსხვერპლის მიერ თავშესაფრის ან/და კრიზისული ცენტრის მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში, როცა მსხვერპლი არ თანამშრომლობს სამართალდამცავ/პროკურატურის ან/და სასამართლო ორგანოებთან, იღებს გადაწყვეტილებას მისთვის თავშესაფრის/კრიზისული ცენტრის მომსახურების მიწოდების ან მიწოდებაზე უარის თქმის შესახებ;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2023 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი