„საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის №340 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის №340 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 259
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/07/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/07/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2023
სარეგისტრაციო კოდი 010220000.10.003.024092
259
12/07/2023
ვებგვერდი, 17/07/2023
010220000.10.003.024092
„საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის №340 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №259

2023 წლის 12 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის №340 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის №340 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 26/06/2018, 010220000.10.003.020656) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:  

1. მე-4 მუხლის  პირველი პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანებია:

ა.ა) კომპეტენციის ფარგლებში, საგარეო რისკების ანალიზი და, საგარეო პოლიტიკის შემუშავების მიზნით, შესაბამის უწყებებთან კოორდინაცია; საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უცხო ქვეყნის შესაბამის უწყებებსა და წარმომადგენლობებთან კომუნიკაცია;

ა.ბ) კომპეტენციის ფარგლებში, უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობა, მათთან გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება;

ა.გ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის სწორად პოზიციონირებისა და თანმიმდევრული და მიზანმიმართული ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა;

ა.დ) დონორთა მოძიებისა და მათი მხარდაჭერის ეფექტიანი კოორდინაცია;

ა.ე) საგარეო დახმარების შესახებ მონაცემთა შეგროვება და ანალიზი;

ა.ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;“;

ბ) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) პოლიტიკის დაგეგმვისა და სამთავრობო კოორდინაციის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანებია:

1.ა) სამთავრობო პოლიტიკის დაგეგმვის ხელშეწყობა და კოორდინაცია;

1.ბ) საქართველოს მთავრობის მიერ დასამტკიცებელი სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების ექსპერტიზა;

1.გ) საქართველოს მთავრობის ყოველწლიური პრიორიტეტების, მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრის მიზნით, ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შემუშავება;

1.დ) საქართველოს მთავრობის გრძელვადიანი ხედვისა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგი და შეფასება;

1.ე) ღია მმართველობის პარტნიორობაში საქართველოს წევრობის კოორდინირება ეროვნულ დონეზე და საერთაშორისო წარმომადგენლობა, ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს სამოქმედო გეგმის შემუშავება, შესრულების მონიტორინგი და ანგარიშგება, სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობების განხორციელების ხელშეწყობა; საქართველოს ღია მმართველობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს ფუნქციების შესრულება;

1.ვ) საჯარო მმართველობის რეფორმის კოორდინირება ეროვნულ დონეზე და საერთაშორისო წარმომადგენლობა, საჯარო მმართველობის რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება, შესრულების მონიტორინგი და ანგარიშგება, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების ხელშეწყობა; საჯარო მმართველობის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს ფუნქციების შესრულება;

1.ზ) გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნულ დონეზე დანერგვა, ეროვნულ დონეზე კოორდინირება და საერთაშორისო წარმომადგენლობა, მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების მონიტორინგი და ანგარიშგება, მდგრადი განვითარების მიზნების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს ფუნქციების შესრულება;

1.თ) უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოსათვის „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელების ხელშეწყობა, საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

1.ი) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;“;

გ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) ადამიანის უფლებათა დეპარტამენტი

ვ.ა) ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ვ.ა.ა) კომპეტენციის ფარგლებში, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების სფეროში ქვეყანაში არსებული მდგომარეობის ანალიზი და მონიტორინგი;

ვ.ა.ბ)  კომპეტენციის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა საკითხებზე კვლევითი საქმიანობის განხორციელება, მათ შორის, პარტნიორი ორგანიზაციების ჩართულობით; 

ვ.ა.გ) ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის პრინციპის დანერგვა პოლიტიკის შემუშავების პროცესში;

ვ.ა.დ) ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, შესრულების ხელშეწყობისა და შესრულების შეფასების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფა;

ვ.ა.ე) ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს მიმართ მიღებული რეკომენდაციებისა და შეფასებების ანალიზი და პოლიტიკის დოკუმენტებში მათი ჯეროვანი ასახვის უზრუნველყოფა;

ვ.ა.ვ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, საერთაშორისო ან/და დონორ ორგანიზაციებთან, ასევე უცხო ქვეყნის სახელმწიფო დაწესებულებებთან თანამშრომლობა;

ვ.ა.ზ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;

ვ.ბ) ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის საქმიანობას ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან  ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი;“;

დ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:

„ვ1) ანალიტიკური დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანებია:

1.ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის საქმიანობის  ანალიტიკური უზრუნველყოფის ან მხარდაჭერის ფარგლებში მოთხოვნილი ან შეთანხმებული დოკუმენტების მომზადება საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსისათვის;

1.ბ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, აღმასრულებელ ხელისუფლებაში განსახორციელებელი ინსტიტუციური რეფორმების თაობაზე წინადადებების შემუშავება, აღმასრულებელი ხელისუფლების ინსტიტუციური ან/და დარგობრივი რეფორმების კოორდინაცია, აღნიშნულთან დაკავშირებით:

1.ბ.ა) ანალიტიკური ინსტრუმენტების გამოყენებით, შესაბამისი პრიორიტეტული სფეროების ანალიზი, პრობლემებისა და რისკების იდენტიფიცირება და  რეკომენდაციების შემუშავება;

1.ბ.ბ) სამინისტროებსა და საჯარო და კერძო სამართლის სუბიექტებთან კოორდინირებით, შესაბამისი ინფორმაციის დამუშავება, ინდიკატორების გათვალისწინებით რისკებისა და გამოწვევების იდენტიფიცირება;

1.გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის დავალების შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში, პროექტების მართვის მეთოდოლოგიების გამოყენებით სტრატეგიული პროგრამებისა და პროექტების მონიტორინგი, ანალიზი და ანგარიშგება;

1.დ) ელექტრონული მმართველობისა და სახელმწიფო სერვისების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრის ხელშეწყობა, ამ სფეროში სახელმწიფო უწყებათა საქმიანობის კოორდინაცია;

1.ე) ადგილობრივ და საერთაშორისო ანალიტიკურ, ექსპერტულ და საკონსულტაციო წრეებთან, ასევე შესაბამისი პროფილით მომუშავე კვლევით ჯგუფებთან თანამშრომლობა;

1.ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;“;

ე) „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურის ერთჯერადი დახმარების გაწევის თაობაზე, თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მის სიცოცხლეს საფრთხე ექმნება და სამედიცინო მომსახურების ხარჯები არ ანაზღაურდება სახელმწიფო პროგრამებითა და კერძო დაზღვევის ფარგლებში; საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურის გარდაცვალების ან/და საჯარო მოსამსახურის ოჯახის წევრის (მეუღლე, მშობელი, შვილი) გარდაცვალებისას ოჯახისათვის/საჯარო მოსამსახურისათვის ერთჯერადი დახმარების გაწევის თაობაზე;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 სექტემბრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი