„საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (საქართველოს მწვანე და მდგრადი განვითარების პოლიტიკის პირველი ოპერაცია)“

„საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (საქართველოს მწვანე და მდგრადი განვითარების პოლიტიკის პირველი ოპერაცია)“
დოკუმენტის ნომერი 1064
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 31/03/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/07/2023
ძალაში შესვლის თარიღი 28/06/2023
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016747
1064
31/03/2023
ვებგვერდი, 18/07/2023
480610000.03.030.016747
„საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (საქართველოს მწვანე და მდგრადი განვითარების პოლიტიკის პირველი ოპერაცია)“
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 

 

 

 


სესხის ნომერი  IBRD-9497-GE

 

სასესხო შეთანხმება

(საქართველოს მწვანე და მდგრადი განვითარების პოლიტიკის პირველი ოპერაცია)

საქართველოსა

და

რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის

 

სასესხო შეთანხმება

 

 შეთანხმების თარიღია საქართველოს („მსესხებელი”) და რეკონსტრუქციისა და განვითრების საერთაშორისო ბანკს („ბანკი”) შორის ამ დოკუმენტის ხელმოწერის თარიღი. შეთანხმების  მიზანია  დაფინანსების გამოყოფა პროგრამის დასაფინანსებლად (ამ შეთანხმების დანართის შესაბამისად). ბანკი დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს შემდეგი ღონისძიებების საფუძველზე: (i) ღონისძიებები, რომლებიც მსესხებელმა უკვე განახორციელა პროგრამის ფარგლებში და რომლებიც აღწერილია ამ შეთანხმების  1-ლი განრიგის პირველ ნაწილში; და (ii) მსესხებელი ინარჩუნებს მაკროეკონომიკური პოლიტიკის ადეკვატურ ჩარჩოს. მსესხებელი და ბანკი თანხმდებიან შემდეგზე: 

 

მუხლი  I ზოგადი პირობები; განსაზღვრებები

1.01. ზოგადი პირობები (განსაზღვრულია ამ შეთანხმების დანართში) გამოიყენება ამ შეთანხმების მიმართ და მის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს.

1.02.თუ სხვაგვარად არ არის კონტექსტით განსაზღვრული, ამ შეთანხმების ტექსტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ ზოგადი პირობებით ან ამ შეთანხმების დანართით განსაზღვრული მნიშვნელობები.

მუხლი  II სესხი

2.01.    ბანკი თანახმაა მსესხებელს გამოუყოს სესხი ორმოცდაექვსი მილიონ ორასი ათასი (EUR 46,200,000) ოდენობით, რომლის კონვერტაციაც შეიძლება პერიოდულად განხორციელდეს ვალუტის („სესხი„) კონვერტაციის საშუალებით.

2.02.    სესხის გაცემის ერთჯერადი საკომისიო შეადგენს სესხის თანხის ერთი პროცენტის მეოთხედს (0.25%).

2.03.    დარეზერვების საკომისიო (ვალდებულების საკომისიო) შეადგენს წელიწადში აუთვისებელი საკრედიტო ნაშთის ერთი პროცენტის მეოთხედს (0.25%).

2.04.    საპროცენტო განაკვეთი წარმოადგენს საბაზისო განაკვეთის და ფიქსირებული სპრედის ჯამს[1]  ან ისეთ განაკვეთს, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს კონვერტაციის შემდეგ ზოგადი პირობების  3.02 (ე) ნაწილის შესაბამისად.

2.05.    გადახდის თარიღებია ყოველი წლის  15 მარტი და 15 სექტემბერი. 

2.06.    სესხის ძირითადი თანხა დაფარულ უნდა იქნეს ამ შეთანხმების  მე-2 განრიგის შესაბამისად.

2.07.    ზოგადი პირობების 5.05 ნაწილის დებულებების შეზღუდვის გარეშე მსესხებელი დროულად წარუდგენს ბანკს  ინფორმაციას ამ შეთანხმების  II მუხლთან დაკავშირებით, ბანკის პერიოდული გონივრული მოთხოვნის საფუძველზე.

მუხლი  III პროგრამა

3.01.    მსესხებელი აცხადებს თავის ვალდებულებას პროგრამის და მისი ამოცანების შესრულების მიმართ. ამ მიზნით, ზოგადი პირობების 5.05 ნაწილთან ერთად:

(ა)   მსესხებელი და ბანკი პერიოდულად, რომელიმე მხარის მოთხოვნით უზიარებენ ერთმანეთს მოსაზრებებს მსესხებლის მაკროეკონომიკური პოლიტიკის ჩარჩოს და პროგრამის განხორციელების შედეგად მიღწეული პროგრესის შესახებ;

(ბ)   მოსაზრებების თითოეულ გაცვლამდე მსესხებელი ბანკს წარუდგენს განსახილველად და შენიშვნებისთვის ანგარიშს პროგრამის განხორციელებაში მიღწეული პროგრესის შესახებ ბანკის მიერ გონივრულად მოთხოვნილი დეტალების გათვალისწინებით; და

(გ)   ამ პუნქტის (ა) და (ბ) ნაწილების შეზღუდვის გარეშე მსესხებელი დროულად აცნობებს ბანკს ნებისმიერი სიტუაციის შესახებ, რომელიც არსებით უარყოფით გავლენას იქონიებს პროგრამის ამოცანებზე ან პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ნებისმიერი ქმედების  შესახებ ამ შეთანხმების  1-ლი განრიგის პირველ ნაწილში მითითებული ღონისძიებების ჩათვლით.  

მუხლი IV ბანკის დაცვის მექანიზმები

4.01.    შეჩერების დამატებითი ღონისძიება გულისხმობს იმას, რომ შესაძლოა შეიქმნას სიტუაცია, რომელიც შეუძლებელს ხდის პროგრამის ან მისი მნიშვნელოვანი ნაწილის განხორციელებას.

მუხლი V ძალაში შესვლა; შეწყვეტა

5.01.    შეთანხმების  ძალაში შესვლასთან დაკავშირებული  დამატებითი პირობა შემდეგია: კერძოდ, ბანკი კმაყოფილი უნდა იყოს მსესხებლის მიერ პროგრამის განხორციელებაში მიღწეული პროგრესით და მსესხებლის მაკროეკონომიკური პოლიტიკის ჩარჩოს ადეკვატურობით.

5.02.    შეთანხმება ძალაშია ხელმოწერის თარიღიდან ას ოცი (120) დღის განმავლობაში.

მუხლი VI წარმომადგენელი; მისამართები

6.01.    მსესხებლის წარმომადგენელია მისი ფინანსთა სამინისტრო.

6.02.    ზოგადი პირობების 10.01 ნაწილის მიზნებისთვის:

(ა) მსესხებლის მისამართია:

ფინანსთა სამინისტრო

გორგასლის ქუჩა 16

თბილისი 0114

საქართველო; და

 

(ბ) მსესხებლის ელექტრონული მისამართია:

 

ელ. ფოსტა: publicdebt@mof.ge

6.03.    ზოგადი პირობების 10.01 ნაწილის მიზნებისთვის:

(ა) ბანკის მისამართია:

რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD)

ამერიკის შეერთებული შტატები

ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი, 20433

1818 H Street, N.W.

            (ბ) ბანკის ელექტრონული მისამართია:

 

ტელექსი:                                ფაქსი:                         ელ-ფოსტა:

 

248423 (MCI) ან               1-202-477-6391      smolineus@worldbank.org

64145 (MCI)

 

შეთანხმება მიღწეულია შეთანხმების ხელმოწერის თარიღის მდგომარეობით.

საქართველო

 

                      _____________________________________

უფლებამოსილი წარმომადგენელი

 

სახელი, გვარი: ლაშა ხუციშვილი

თანამდებობა: მინისტრი

თარიღი: 2023 წლის 31 მარტი

 

 

რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი

 

                                                                        _____________________________________

 უფლებამოსილი წარმომადგენელი

 

 

სახელი, გვარი:  სებასტიან მოლინეუსი

 

თანამდებობა: რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში

თარიღი: 2023 წლის 31 მარტი

                                                                  

განრიგი 1

 

პროგრამის ღონისძიებები; სესხის თანხების ხელმისაწვდომობა

 

ნაწილი I.      ღონისძიებების განხორციელება პროგრამის ფარგლებში

 

მსესხებლის მიერ პროგრამის ფარგლებში შემდეგი ღონისძიებები განხორციელდა: 

 

  1. მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა კანონპროექტი სამრეწველო გამონაბოლქვის, პრევენციის და შემცირების შესახებ, რაც სრულ შესაბამისობაშია EU დირექტივებთან სამრეწველო გამონაბოლქვის შესახებ.    
  1. მთავრობამ მიიღო №88 დადგენილება 2022 წლის 25 თებერვალს და №431 დადგენილება 2022 წლის 22 აგვისტოს, რომელიც ითვალისწინებს კლიმატის ცვლილების აღნიშვნის შემოღებასა და გენდერული ნიშნის აღნიშვნის იმპლემენტაციას 2023 წლის საბიუჯეტო პროცესში.
  1. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2022 წლის 3 აგვისტოს  მიიღო 93/04 ბრძანება, რომელიც კომერციული ბანკებისგან მოითხოვს  სესხების კლასიფიკაციას და ანგარიშგებას მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიის შესაბამისად, მწვანე სესხებთან დაკავშირებით კომერციული ბანკებისთვის ერთიანი სტანდარტის შესამუშავებლად.
  1. მთავრობამ მიიღო №556 დადგენილება, სიმძლავრის აუქციონის წესების დამტკიცების შესახებ, 2022 წლის 7 დეკემბერს, რომლითაც დაამტკიცა მხარდაჭერის სქემა განახლებადი ენერგიისთვის, ამ უკანასკნელის უკეთესი ინტეგრაციისთვის ენერგეტიკის სექტორში, ფასთა სხვაობაზე დამყარებული კონტრაქტების შემოღებით განახლებადი წყაროებიდან ენერგიის გენერაციისთვის და კერძო სექტორის პროექტებისთვის ფასთა სხვაობაზე დამყარებული კონტრაქტების აუქციონისთვის პროცესების შესამუშავებლად.
  1. მთავრობამ მიიღო №231 დადგენილება 2022 წლის 2 მაისს, საქართველოს სატყეო სექტორის შესახებ ანგარიშგების, მონიტორინგის, მოვლა-პატრონობის და დაცვის გასაძლიერებლად, საქართველოს ტყის კოდექსის აღსრულების მხარდასაჭერად. 
  1. მთავრობამ შეიტანა ცვლილებები საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში საქართველოს 2022 წლის 15 დეკემბრის 2384-IXმს-Xმპ კანონით, რომელიც სავალდებულოს ხდის საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის გამოყენებას ყველა სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული  საჯარო ინტერესის მქონე პირისთვის, რათა შესრულდეს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო ზედამხედველობის მოთხოვნები ფისკალური რისკების შესამცირებლად და სხვა მოთხოვნების შესრულებასთან ერთად, საჯარო ინტერესის მქონე პირებმა:  (i) მოამზადონ წლიური დოკუმენტები ბიუჯეტის შედგენასა და შესრულებასთან დაკავშირებით; და (ii)  გადავიდნენ ერთიან სახაზინო ანგარიშზე 2026 წლის 1-ლი იანვრიდან.
  1. 2022 წლის 10 ივნისს საქართველოს მთავრობამ მიიღო №1012 განკარგულება, რომელიც ფინანსთა სამინისტროს ფისკალური რისკების მართვის დეპარტამენტს ანიჭებს შვიდ ძირითად სახელმწიფო საწარმოზე ზედამხედველობის უფლებამოსილებას, მათ შორის, დეპარტამენტის მიერ კორპორაციული შინაარსის ანგარიშგებებისა და ასევე სახელმწიფო საწარმოების სახელშეკრულებო და საინვესტიციო გადაწყვეტილებების დამტკიცების უფლებამოსილებას.
  1. მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა კანონპროექტი სივრცითი მონაცემების  ეროვნული ინფრასტრუქტურის შესახებ საჯარო და კერძო სექტორის დაინტერესებული მხარეების მიერ წარმოებული მონაცემების თანმიმდევრულობის უზრუნველსაყოფად, გეოსივრცითი მონაცემების შექმნასა და ხარჯებში ზედმეტობის შესამცირებლად და საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლების, ისევე როგორც ფიზიკური პირების მხრიდან გეოსივრცით მონაცემებთან წვდომის და ამ მონაცემების გამოყენების გასაუმჯობესებლად.
  1. მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების პროექტი, რომლითაც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია უფლებამოსილია განსაზღვროს მომსახურების ტარიფები შპს „საქართველოს მელიორაციის„ ყველა კლიენტისთვის წყლის ეფექტიანი მოხმარების უზრუნველსაყოფად, მომსახურების მიწოდების გასაუმჯობესებლად, ინვესტიციების ხელშესაწყობად და შპს „საქართველოს მელიორაციის„ ფინანსური მდგრადობის უზრუნველსაყოფად.
  1. მთავრობამ „საგადასახადო სისტემისა და საგადასახადო მომსახურების შესახებ„ საქართველოს კანონში ცვლილებები შეიტანა საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის 1800-IXმს-Xმპ კანონით, რათა მოხდეს საქართველოში საგადახდო მომსახურების საკანონმდებლო ბაზის შესაბამისობაში მოყვანა ევროკავშირის საგადახდო სისტემების მე-2 დირექტივასთან, მათ შორის ელექტრონული ფულის ანგარიშებიდან ელექტრონული ფულის გამოყენებაზე შეზღუდვების მოხსნის, გადახდის სისტემებზე არადისკრიმინაციული წვდომის უზრუნველყოფისა და გადახდის დაწყების მომსახურებისა და ანგარიშის ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის მომსახურების ჩართვით.

 

ნაწილი II.     საკრედიტო სახსრების ხელმისაწვდომობა

 

A. ზოგადი მოთხოვნები. მსესხებელს შეუძლია სესხის თანხების გამოყენება ამ ნაწილის დებულებების და ისეთი დამატებითი ინსტრუქციების შესაბამისად, რომელთა შესახებაც ბანკი აცნობებს მსესხებელს. 

B. სესხის თანხების განაწილება. სესხის გამოყოფა ხდება: (ა) ერთჯერადი ტრანშის სახით, საიდანაც მსესხებელმა შეიძლება აითვისოს ნასესხები სახსრები; და  (ბ) მსესხებლის მიერ შემდეგი ხარჯების დასაფარად მოთხოვნილი თანხის სახით: (i)  სესხის გაცემის ერთჯერადი საკომისიო; (ii) საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვრის და  საპროცენტო განაკვეთის ქვედა ზღვრის  გადასახდელი. სესხის თანხების განაწილება წარმოდგენილია ცხრილში ქვევით:

 

სესხის თანხების განაწილება

სესხის ტრანშის ოდენობა

გამოყოფილი

(გამოსახული ევროში)

(1) ერთჯერადი ტრანში

46,084,500

(2) სესხის გაცემის ერთჯერადი საკომისიო

115,500

(3) გადასახდელი თანხა ზოგადი პირობების

4.05 (c) ნაწილის შესაბამისად

0

სულ

46,200,000

 

C.   ათვისების პირობები

  1. ერთჯერადად გამოყოფილი ტრანშის ათვისება დაუშვებელია, თუ ბანკი არ არის კმაყოფილი: (ა) მსესხებლის მიერ პროგრამის განხორციელებით; და (ბ) მსესხებლის მაკროეკონომიკური პოლიტიკის ჩარჩოს ადეკვატურობით.

D.         დასრულების თარიღიდასრულების თარიღია 31 მარტი, 2024.

განრიგი 2

ვალდებულებასთან დაკავშირებული  დაფარვის ამორტიზაციის გრაფიკი

ქვემოთ წარმოდგენილი ცხრილი განსაზღვრავს სესხის დაფარვის ძირითად თარიღებს და სესხის ძირითადი თანხის  პროცენტულ წილს, რომელიც გადახდილ უნდა იქნეს  დაფარვის თითოეული ძირითადი თარიღისთვის („შენატანის წილი”).

თანაბარი ძირითადი გადახდები

ძირითადი თანხის გადახდის თარიღი

შენატანის წილი

ყოველის წლის 15 მარტი და 15 სექტემბერი

            2028 წლის 15 სექტემბრიდან

            2041 წლის 15 მარტის ჩათვლით

 

 

3.70%

15 სექტემბერი, 2041

3.80%

 

 

დანართი

განსაზღვრებები

 

  1. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი” ნიშნავს საქართველოს კანონს No. 2440, მიღებულს პარლამენტის მიერ 2009 წლის 18 დეკემბერს და მის ნებისმიერ მომდევნო ცვლილებას.
  1. „სიმძლავრის აუქციონის წესები„ ნიშნავს წესებს, რომლებიც მიღებულია 2022 წლის 7 დეკემბრის №556 დადგენილებითა და 2023 წლის 7 თებერვლის ცვლილებით, განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემისა და სიმძლავრის აუქციონის წესების დამტკიცების შესახებ და მის ნებისმიერ მომდევნო ცვლილებას.
  1. „EU” ნიშნავს ევროპის კავშირს.
  1. „EU დირექტივა სამრეწველო გამონაბოლქვის შესახებ„  ნიშნავს ევროპარლამენტისა და ევროპული საბჭოს 2010 წლის 24 ნოემბრის 2010/75/EU დირექტივას, სამრეწველო გამონაბოლქვის შესახებ (დაბინძურების ინტეგრირებული პრევენცია და კონტროლი).
  1. „EU მე-2 დირექტივა საგადახდო სისტემების შესახებ„ ნიშნავს ევროპარლამენტისა და ევროპული საბჭოს 2015 წლის 25 ნოემბრის 2015/2366 დირექტივას, საგადახდო სისტემების შესახებ.  
  1. „ზოგადი პირობები” ნიშნავს „რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) ზოგად პირობებს, ბანკის მიერ გამოყოფილ დაფინანსებასთან და განვითარების პოლიტიკის ღონისძიებების დაფინანსებასთან დაკავშირებით„, დათარიღებულს 2018 წლის 14 დეკემბრით (გადამუშავებულ იქნა 2020 წლის პირველ აგვისტოს, 2020 წლის 21 დეკემბერს, 2021 წლის პირველ აპრილს და 2022 წლის პირველ იანვარს).
  1. შპს „საქართველოს მელიორაცია„ ან „სმ„ ნიშნავს მსესხებლის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას, რეგისტრირებულს 2007 წლის 26 თებერვალს, რომელსაც აქვს მანდატი, განახორციელოს სარწყავი და სადრენაჟო მომსახურება ქვეყანაში, ან მის ნებისმიერ სამართალმემკვიდრეს.
  1. „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია„ ან „სემეკი„ ნიშნავს მსესხებლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც შექმნილია ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სფეროს რეგულირების მიზნით და მოქმედებს 2019 წლის 20 დეკემბრის საქართველოს კანონით „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ„, ან მის ნებისმიერ სამართალმემკვიდრეს.
  1. „ფისკალური რისკების მართვის დეპარტამენტი”  ნიშნავს დეპარტამენტს, რომელიც პასუხისმგებელია მსესხებლის ფინანსთა სამინისტროში არსებული პირობითი ვალდებულებებისა და მასთან დაკავშირებული რისკების შეფასებასა და მონიტორინგზე, შექმნილს ფინანსთა მინისტრის No.106 ბრძანებით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების წესდების დამტკიცების შესახებ, დათარიღებულს 2017 წლის 31 მაისით, ან მის ნებისმიერ სამართალმემკვიდრეს.
  1. „საქართველოს ტყის კოდექსი” ნიშნავს საქართველოს კანონს No.5949-სს, მიღებულს პარლამენტის მიერ 2020 წლის 22 მაისს და მის ნებისმიერ მომდევნო ცვლილებას.
  1. „საქართველოს კანონი საგადახდო სისტემისა და საგადასახადო მომსახურების შესახებ„ ნიშნავს საქართველოს კანონს No. 6304-Iს, მიღებულს პარლამენტის მიერ 2012 წლის 25 მაისს და მის ნებისმიერ მომდევნო ცვლილებას.
  1. „საქართველოს კანონი წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ„ ნიშნავს საქართველოს კანონს No. 5609-რს, მიღებულს პარლამენტის მიერ 2019 წლის 19 დეკემბერს და მის ნებისმიერ მომდევნო ცვლილებას.
  1. „გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო” ან „MEPA” ნიშნავს მსესხებლის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ან მის ნებისმიერ სამართალმემკვიდრეს.
  1. „ფინანსთა სამინისტრო” ან „MOF” ნიშნავს მსესხებლის ფინანსთა სამინისტროს ან მის ნებისმიერ სამართალმემკვიდრეს.  
  1. „საქართველოს ეროვნული ბანკი” ან „სებ” ნიშნავს საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ 1991 წლის 2 აგვისტოს ორგანული კანონის საფუძველზე შექმნილ საქართველოს ეროვნულ ბანკს ან მის სამართალმემკვიდრეს.
  1. „სივრცითი მონაცემების ეროვნული ინფრასტრუქტურა” ნიშნავს ინფორმაციული ქსელის ანალიზის სისტემას, რომელიც უნდა შეიქმნას საქართველოს მთავრობის მიერ, სივრცითი მონაცემების წარმოების, გაზიარების, გამოყენებისა და ხელმისაწვდომობის სტანდარტული ერთიანი გეოინფრმაციული სისტემის ჩამოყალიბების მიზნით.
  1. „პროგრამა” ნიშნავს: ამოცანების, სხვადასხვა დარგობრივი პოლიტიკის,  და  ღონისძიებების ერთობლიობას, რომლებიც განსაზღვრულია მსესხებლის მიერ ბანკისადმი 2023 წლის 22 თებერვალს გაგზავნილ წერილში, სადაც მსესხებელი გამოხატავს თავის ვალდებულებას პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით და ბანკისგან ითხოვს დახმარებას პროგრამის განხორციელებასთან მიმართებით, რომელიც მოიცავს ამ შეთანხმების 1-ლი განრიგის I ნაწილში განსაზღვრულ ღონისძიებებს და ასევე პროგრამის ამოცანების შესაბამისად განხორციელებულ ღონისძიებებს.   
  1. „ხელმოწერის თარიღი” ნიშნავს ორი თარიღიდან უგვიანესს, როცა მსესხებელი და ბანკი ხელს აწერენ შეთანხმებას და ასეთი განსაზღვრება გამოიყენება ძირითად პირობებში საკრედიტო შეთანხმების  თარიღის ყოველი აღნიშვნის მიმართ.
  1. „ერთჯერადად ათვისებული ტრანში” ნიშნავს ამ კატეგორიაში გამოყოფილ სესხს, რომელიც განსაზღვრულია ამ შეთანხმების  1-ლი განრიგის II ნაწილის B ნაწილში მოცემულ ცხრილში.   
  1. „მდგრადი დაფინანსების ტაქსონომია” ნიშნავს 2022 წლის 3 აგვისტოს №93/04 ბრძანების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ საკვანძო კლიმატის, მწვანე, სოციალური და მდგრადობის მიმწოდებელი საქმიანობის ტაქსონომიას ან იდენტიფიკაციას.


[1] მხოლოდ ცვლადი სპრედი არის ხელმისაწვდომი  განვითარების პოლიტიკის ღონისძიებებისთვის გამოყოფილი რეგულარული სესხებისთვის (სესხის აღების გადავადებული შესაძლებლობის მახასიათებლის მქონე განვითარების პოლიტიკის ღონისძიებების დაფინანსების ჩათვლით) FSL -ის შეჩერების გამო, რომელიც ძალაში 2021 წლის 1 -ლ აპრილს შევიდა.