„ვანის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვანის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლის/ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 19 ივნისის N16 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ვანის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვანის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლის/ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 19 ივნისის N16 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები ვანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 14/07/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.121.016492
18
14/07/2023
ვებგვერდი, 17/07/2023
010250050.35.121.016492
„ვანის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვანის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლის/ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 19 ივნისის N16 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ვანის მუნიციპალიტეტი
 

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18

2023 წლის 14 ივლისი

ქ. ვანი

 

„ვანის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვანის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლის/ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 19 ივნისის №16 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ვანის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვანის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლის/ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 19 ივნისის №16 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21.06.2023 წელი, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.121.016490) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვანის მუნიციპალიტეტის იერსახის გაუმჯობესების, საზოგადოებრივ სივრცეებში სისუფთავის დაცვის, მწვანე ნარგავების შენარჩუნების მიზნით აიკრძალოს ქალაქ ვანის ტერიტორიაზე მდებარე ბულვარში, პარკებსა და სკვერებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოლა/ყოფნა.“

2. დადგენილების დანართის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქალაქ ვანის ტერიტორიაზე მდებარე ბულვარში, პარკებსა და სკვერებში აკრძალულია პირუტყვის ყოლა/ყოფნა როგორც მეთვალყურეობის გარეშე, ასევე მეთვალყურეობის ქვეშ.“

3. დადგენილების დანართის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქალაქ ვანის ტერიტორიაზე მდებარე ბულვარში, პარკში და სკვერში პირუტყვის ყოლა/ყოფნა მეთვალყურეობის გარეშე ან/და მეთვალყურეობის ქვეშ გამოიწვევს პირუტყვის მესაკუთრის დაჯარიმებას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-4 პუნქტისა  და 151-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.“

4. დადგენილების დანართის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანის და მისი მოვლა-პატრონობის ხარჯების ოდენობა განისაზღვრება მერის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით, ზედამხედველობის სამსახურის მიერ შედგენილი ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტაციის საფუძველზე, გონივრულობის ფარგლებში და რეალური დასაბუთებით.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი