დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ”მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ ” მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 12 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 28 |
| დოკუმენტის მიმღები | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 14/07/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/07/2023 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 28/06/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.153.016666 |
|
„მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 12 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 12 იანვრის №2 დადგენილებაში (matsne.gov.ge, 010250020.35.153.016639, 13/01/2023), კერძოდ: დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართს დაემატოს 25-ე მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 25. ასი და მეტი წლის ასაკის უხუცესი პირების ერთჯერადი დახმარება 1. ერთჯერადად, 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით, დაფინანსებას მიიღებენ მცხეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეები, რომელთაც შეუსრულდათ 100 და მეტი წელი. 2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა და/ან მისი ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) დახმარების მიმღების საბანკო ანგარიში. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები