2023 წლის ოქტომბერში გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური და მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებისთვის 3000-მდე რაოდენობის რეგისტრირებული ამომრჩევლების მქონე საარჩევნო უბნების შექმნის, ნომრებისა და საზღვრების დაზუსტების საარჩევნო პროცედურებისა და ზოგიერთი ვადის განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 35/2023
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 14/07/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 010190020.15.008.016689
35/2023
14/07/2023
ვებგვერდი, 14/07/2023
010190020.15.008.016689
2023 წლის ოქტომბერში გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური და მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებისთვის 3000-მდე რაოდენობის რეგისტრირებული ამომრჩევლების მქონე საარჩევნო უბნების შექმნის, ნომრებისა და საზღვრების დაზუსტების საარჩევნო პროცედურებისა და ზოგიერთი ვადის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
2023 წლის ოქტომბერში გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური და მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებისთვის 3000-მდე რაოდენობის რეგისტრირებული ამომრჩევლების მქონე საარჩევნო უბნების შექმნის, ნომრებისა და საზღვრების დაზუსტების საარჩევნო პროცედურებისა და ზოგიერთი ვადის განსაზღვრის შესახებ
 
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №35/2023 

2023 წლის 14 ივლისი

ქ. თბილისი

2023 წლის ოქტომბერში გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური და მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებისთვის 3000-მდე რაოდენობის რეგისტრირებული ამომრჩევლების მქონე საარჩევნო უბნების შექმნის, ნომრებისა და საზღვრების დაზუსტების საარჩევნო პროცედურებისა და ზოგიერთი ვადის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის, 763 მუხლის მე-4 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
2023 წლის ოქტომბერში გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური და მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნების ჩასატარებლად საჭირო საარჩევნო უბნების საზღვრები ემთხვევა: საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს  საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის შექმნილ შესაბამის საარჩევნო უბნების საზღვრებს, რომლის შემადგენლობის შესავსებადაც იმართება საქართველოს პარლამენტის შუალედური და მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნები, გარდა ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.
მუხლი 2
2023 წლის ოქტომბერში გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური და მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებისთვის საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 763 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ საარჩევნო უბნებს ქმნის, მათ საზღვრებსა და ნომრებს ადგენენ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიები ამ დადგენილების მიღებიდან 5 დღის ვადაში, ცესკოს 2023 წლის 14 ივლისის №147/2023 განკარგულების გათვალისწინებით.
მუხლი 3
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 23-ე მუხლის მე-8 პუნქტში აღნიშნული ვადები, ამავე მუხლით დადგენილი ქმედების განხორციელებისათვის აითვალოს საქართველოს პარლამენტის შუალედური და მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის დღიდან.
მუხლი 4
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 5
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილი
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი