დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 16971 |
დოკუმენტის მიმღები | შემოსავლების სამსახური |
მიღების თარიღი | 13/07/2023 |
დოკუმენტის ტიპი | შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/07/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.016704 |
შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება №16971
2023 წლის 13 ივლისი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის დებულების (დანართი №9):
ა) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის უმოქმედო ობიექტების დალუქვას/ლუქის ახსნას. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს, მათ შორის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის ფულადი სახსრების მიღების, მოგების ან ფულადი სახსრების გაცემის თაობაზე ანგარიშგების წარდგენის ვალდებულების შესრულების კონტროლს, თუ გარიგების (ოპერაციის) თანხა/ღირებულება 50 000 ლარს ან უცხოურ ვალუტაში 50 000 ლარის ეკვივალენტს აღემატება, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების გამოყენების კონტროლს. ლატარიის ორგანიზატორის მიერ „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა ნორმატიული აქტებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესრულების კონტროლს;“;
ბ) მე-14 მუხლის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ) „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი/შემოწმება, მათ შორის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის“ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის ფულადი სახსრების მიღების, მოგების ან ფულადი სახსრების გაცემის თაობაზე ანგარიშგების წარდგენის ვალდებულების შესრულების კონტროლი, თუ გარიგების (ოპერაციის) თანხა/ღირებულება 50 000 ლარს ან უცხოურ ვალუტაში 50 000 ლარის ეკვივალენტს აღემატება;“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
სამსახურის უფროსი ლევან კაკავა
დოკუმენტის კომენტარები