დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 თებერვლის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 258 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 12/07/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/07/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240010.10.003.024091 |
|
„საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 თებერვლის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 თებერვლის №77 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/02/2018, 010240010.10.003.020392) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის:
1. 23-ე მუხლის მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი: „12. მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმა ძალაშია მთავრობის მიერ პარლამენტის მომდევნო სასესიო პერიოდისთვის გათვალისწინებული კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმის პარლამენტში წარდგენამდე.“. 2. 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მთავრობის განკარგულების პროექტი კანონპროექტზე მომხსენებლად შესაბამისი მინისტრის ან მინისტრის მოადგილის/მოადგილეების დანიშვნის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;“. 3. 37-ე მუხლის: ა) მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მთავრობის განკარგულების ასლი კანონპროექტზე შესაბამისი მინისტრის ან მინისტრის მოადგილის/მოადგილეების მომხსენებლად დანიშვნის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;“; ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. მთავრობის წარდგინებაში, საჭიროების შემთხვევაში, მიეთითება პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული კანონპროექტის გამარტივებული/დაჩქარებული წესით, ან რიგგარეშე განხილვის წინადადება/მოთხოვნა.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები