„გადასახადის გადამხდელისთვის სიდიდის შესაბამისი კატეგორიის განსაზღვრის, გაუქმებისა და აღრიცხვის წესის შესახებ“ შიდა ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

„გადასახადის გადამხდელისთვის სიდიდის შესაბამისი კატეგორიის განსაზღვრის, გაუქმებისა და აღრიცხვის წესის შესახებ“ შიდა ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 16734
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 11/07/2023
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/07/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2023
ძალის დაკარგვის თარიღი 01/11/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016703
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
16734
11/07/2023
ვებგვერდი, 13/07/2023
000000000.00.00.016703
„გადასახადის გადამხდელისთვის სიდიდის შესაბამისი კატეგორიის განსაზღვრის, გაუქმებისა და აღრიცხვის წესის შესახებ“ შიდა ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
შემოსავლების სამსახური

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

(ძალადაკარგულია - 30.10.2023, №26626)

შემოსავლების სამსახურის უფროსის

 ბრძანება №16734

2023 წლის 11 ივლისი

ქ. თბილისი

„გადასახადის გადამხდელისთვის სიდიდის შესაბამისი კატეგორიის  განსაზღვრის, გაუქმებისა და აღრიცხვის წესის შესახებ“ შიდა ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-5  ნაწილის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „სსიპ  შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ და „უ“ ქვეპუნქტების, აგრეთვე „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 61 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს „გადასახადის გადამხდელისთვის სიდიდის შესაბამისი კატეგორიის განსაზღვრის, გაუქმებისა და აღრიცხვის წესის შესახებ“ შიდა ინსტრუქცია №1 დანართის შესაბამისად.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „გადასახადის გადამხდელისთვის სიდიდის შესაბამისი კატეგორიის განსაზღვრის, გაუქმებისა და აღრიცხვის წესის შესახებ შიდა ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 20 სექტემბრის №29355 ბრძანება.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 01 ივლისიდან.

 

სამსახურის უფროსი  ლევან კაკავა