დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოში აქციზური მარკების აღრიცხვის, რეალიზაციისა და კონტროლის წესის შესახებ” ფინანსთა მ,ინისტრის 2004 წლის 25 მარტის №189 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 650 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 29/09/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 110, 06/10/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/06/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200.120.000.22.033.006.730 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.120.000.22.033.006.730
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №650
2004 წლის 29 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოში აქციზური მარკების აღრიცხვის, რეალიზაციისა და კონტროლის წესის შესახებ” ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 25 მარტის №189 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლისა და საქართველოს მთავრობის დადგენილების „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების თაობაზე” მე-3 მუხლის „ჩ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„იმპორტირებული და ადგილობრივი ნაწარმისათვის განკუთვნილი გამოუყენებელი აქციზური მარკების უკან დაბრუნებისას წარმოდგენილ უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები:
ა) წერილობითი განცხადება, მარკების დაბრუნების მიზეზებისა და გამოუყენებელი აქციზური მარკების ტიპების, სერიებისა და ნომრების მითითებით;
ბ) აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციისა და აქციზური მარკების მიმღები მეწარმე-სუ-ბიექტის მიერ შედგენილი პირველადი აქტის ორიგინალი აქციზური მარკების გაცემისა და მიღების შესახებ”.
2. დებულების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. გამოუყენებელი აქციზური მარკების დაბრუნების შემდეგ, მათ მისაღებად გადახდილი თანხები (თამბაქოს ნაწარმის შემთხვევაში, ნომინალური ღირებულებაც) ექვემდებარება უკან დაბრუნებას ან სხვა გადასახადებში გადატანას, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.”
3. დებულების მე-3 მუხლს დაემატოს მე-7 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„7. მეწარმე-სუბიექტს უფლება აქვს დაბრუნებული გამოუყენებელი აქციზური მარკების სანაცვლოდ, მათზე გადახდილი თანხების ფარგლებში, მოითხოვოს სხვა სპეციფიკაციის, მაგრამ იგივე წარმოშობის (ადგილობრივის შემთხვევაში ადგილობრივის, იმპორტის შემთხ-ვევაში იმპორტის) საქონლისათვის განკუთვნილი აქციზური მარკები.”
4. დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. აქციზური მარკების გამოყენების შესახებ ანგარიშის წარდგენის ვადად განისაზღვროს არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ან პერიოდი მათი გატანიდან მომავალ გატანაზე განაცხადის წარდგენამდე. ანგარიშები წარედგინება ფინანსთა სამინისტროს აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციას, ხოლო იმპორტირების შემთხვევაში აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციასა და საბაჟო ორგანოებს.”
5. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები