დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საერთო რეჟიმის დაწესებულების დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №365 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1209 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 01/10/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 109, 05/10/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 28/06/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100.070.000.22.027.006.725 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.070.000.22.027.006.725
საქართველოს იუსტიციის
მინისტრის ბრძანება №1209
2004 წლის 1 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საერთო რეჟიმის დაწესებულების დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №365 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №365 ბრძანებით დამტკიცებული საერთო რეჟიმის დაწესებულების შინაგანაწესის (სსმ III, 1999წ., №71(78), მუხ.1095) მე-15 მუხლის ტექსტი ჩაითვალოს პირველ პუნქტად და მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:
„2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილ პირებს უფლება აქვთ დაწესებულებაში ისარგებლონ მობილური ტელეფონით, აუდიო და ვიდეო აპარატურით.”.
მუხლი 2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. პაპუაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები