დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №134/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 69/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 18/07/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/07/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.022.018324 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №134/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის საფუძველზე ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №134/ნ ბრძანების (www.matsne.gov.ge, 11/09/2013, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.016654) პირველი მუხლით დამტკიცებულ წესდებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ამოღებულ იქნეს მე-12 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტი. 2. 33-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ბ) უვადოდ შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება, განსაკუთრებული პროფესიული ან/და სამეცნიერო მიღწევები და აკმაყოფილებს აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრულ პირობებს.“. 3. ამოღებულ იქნეს 35-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე2“ ქვეპუნქტი. 4. 44-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სტუდენტს სტატუსი უწყდება პირადი განცხადების საფუძველზე, საგანმანათლებლო პროგრამით/პროგრამებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შეუძლებლობისას ან სტუდენტის სტატუსთან შეუთავსებელი ქმედების განხორციელებისას. სტუდენტის სტატუსთან შეუთავსებელი ქმედების/დისციპლინური გადაცდომის გამო სტატუსშეწყვეტილი სტუდენტი სტუდენტის სტატუსს ვერ მოიპოვებს უნივერსიტეტში.“. |
| მუხლი 2 |
ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ცვლილების მოქმედება ასევე გავრცელდეს 2022-2023 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის შედეგად სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების უფლებამოპოვებულ პირებზე, რომლებმაც სწავლის გაგრძელების სურვილით მიმართეს უნივერსიტეტს 2022-2023 სასწავლო წელს.
|
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები