„რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 255
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/07/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 010220030.10.003.024087
255
10/07/2023
ვებგვერდი, 11/07/2023
010220030.10.003.024087
„რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №255

2023 წლის 10 ივლისი

ქ. თბილისი

 

„რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილებაში (სსმ, №146, 10/11/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „კომისიის საქმიანობის წესის“:

1. მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:

„კ) საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე 18 წლამდე ასაკის ონკოლოგიური დიაგნოზის (დაავადებების საერთაშორისო კლასიფიკაციის (ICD) კოდით (C00-C97, D42-D43)) მქონე პირები, რომელთა მკურნალობა, ამ დადგენილების ფარგლებში შექმნილი კომისიის მიერ ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების  შესაბამისად, დაგეგმილია „18 წლამდე ასაკის ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტების სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი საერთაშორისო სამედიცინო დაწესებულებების შემფასებელთა სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული სამუშაო ჯგუფის მიერ საერთაშორისო ბაზრის კვლევის შედეგად გამოვლენილ საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში, ფონდსა და ამ დაწესებულებებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.“.

2. მე-4 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა), სადაც მკაფიოდ და დეტალურად იქნება განმარტებული ყველა პუნქტი, შესაბამისი ICD-10 და/ან NCSP კოდების მითითებით: დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი (ძირითადი დაავადება, თანმხლები დაავადებები, გართულებები), გადატანილი დაავადებები, ანამნეზი, ჩატარებული დიაგნოსტიკური გამოკვლევები და კონსულტაციები, ავადმყოფობის მიმდინარეობა. საზღვარგარეთ მკურნალობის/დიაგნოსტიკის დაფინანსების მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა), ფორმა №IV-100/ა-ში დამატებით უნდა იყოს ექიმის რეკომენდაცია საზღვარგარეთ მკურნალობის/დიაგნოსტიკის საჭიროების თაობაზე (ICD-10 და NCSP კოდების მითითებით);

 გ) სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანგარიშფაქტურა, კალკულაციით; უცხოეთიდან წარმოდგენილ ანგარიშფაქტურასა და კალკულაციაში (ნათარგმნი და დამოწმებული ნოტარიალურად) მითითებულ უნდა იქნეს დანახარჯები შემდეგი ჩაშლის მიხედვით (გარდა ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა):

გ.ა) არასამედიცინო მომსახურება (ტრანსფერი, სასტუმრო, თანმხლები პირი, სხვა);

გ.ბ) სამედიცინო მომსახურება:

გ.ბ.ა) ოპერაციული ჩარევა;

გ.ბ.ბ) კონსერვატიული მკურნალობა;

გ.ბ.გ) დიაგნოსტიკა;

გ.ბ.დ) ქიმიოთერაპია;

გ.ბ.ე) სხივური თერაპია და სხვა;“;

ბ) 1​​1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1​​1. საქართველოს ფარგლებს გარეთ მკურნალობის/დიაგნოსტიკის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა), კომისიის მიერ განსახილველი დოკუმენტაცია ეგზავნება სამინისტროს შესაბამისი დარგის ექსპერტს საქართველოს ფარგლებს გარეთ მკურნალობის აუცილებლობის თაობაზე დასკვნისათვის.“;

გ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეცნობება მაძიებელს/წარმომადგენელს (მოკლე ტექსტური შეტყობინებების ან მოთხოვნის შემთხვევაში, საგარანტიო ქაღალდმატარებლის ფორმით), რომელიც უზრუნველყოფს დაფინანსების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას მომსახურების განმახორციელებელი კლინიკისთვის. ამასთან:

ა) დაუშვებელია კლინიკის მოთხოვნის საფუძველზე მაძიებლის/ წარმომადგენლის მხრიდან კომისიის მიერ დაფინანსებისთვის გამოყოფილი თანხის წინასწარ გადახდა ან კლინიკის დეპოზიტზე დროებით განთავსება;

ბ) კლინიკის მოთხოვნის საფუძველზე მაძიებლის/წარმომადგენლის მხრიდან კომისიის მიერ დაფინანსებისთვის გამოყოფილი თანხის წინასწარ გადახდა ან კლინიკის დეპოზიტზე დროებით განთავსება გამოიწვევს პასუხისმგებლობას, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“;

დ) მე-4  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. კომისიის მიერ განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, გადაწყვეტილება ეცნობება განმცხადებელს.“.

3. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 12  პუნქტი:

„12. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირებისთვის მომსახურება ფინანსდება ფონდსა და საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებულ სამედიცინო დაწესებულებასთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი