დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საპყრობილის რეჟიმის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №367 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1206 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 01/10/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 109, 04/10/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 28/06/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100.010.000.22.027.006.722 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.010.000.22.027.006.722
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №1206
2004 წლის 1 ოქტომბერი
ქ. თბილისი
,,საპყრობილის რეჟიმის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №367 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №367 ბრძანებით დამტკიცებული საპყრობილის რეჟიმის შესახებ დებულების (სსმ III, 1999წ., №72(79), მუხ.1100) მე-19 მუხლის ტექსტი ჩაითვალოს პირველ პუნქტად და მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:
,,2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილ პირებს უფლება აქვთ დაწესებულებაში ისარგებლონ მობილური ტელეფონით, აუდიო და ვიდეო აპარატურით”.
მუხლი 2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. პაპუაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები