დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალისათვის სახელმწიფო სერტიფიკატის მინიჭების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 9 ნოემბრის №193/ნ ბრძანებაში და “სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალისათვის სახელმწიფო სერტიფიკატის მინიჭების შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის №193/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 2 აპრილის №85/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 246/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 20/09/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 107, 29/09/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/05/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470.010.000.11.119.006.699 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.010.000.11.119.006.699
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №246/ნ
2004 წლის 20 სექტემბერი
ქ. თბილისი
„სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალისათვის სახელმწიფო სერტიფიკატის მინიჭების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 9 ნოემბრის №193/ნ ბრძანებაში და „სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალისათვის სახელმწიფო სერტიფიკატის მინიჭების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №193/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 2 აპრილის №85/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”
„საექიმო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 და 26-ე მუხლების შესაბამისად, უმაღლესი და საშუალო სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალის, აგრეთვე უმაღლესი არასამედიცინო განათლების სამედიცინო პერსონალის სერტიფიკაციის, ხელახალი სერტიფიკაციისა და სახელმწიფო სასერტიფიკაციო რეესტრის შეუფერხებლად წარმოების მიზნით, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალისათვის სახელმწიფო სერტიფიკატის მინიჭების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 17 ნოემბრის №193/ნ ბრძანებით (სსმ III, 2000 წ., №111, მუხ. 918) დამტკიცებული დებულების 49-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 49.
საბჭოს შემადგენლობაში შედის 27 წევრი, რომელთა წარმომადგელობა განისაზღვრება შემდეგნაირად:
ა) სამინისტროდან – 7 წევრი;
ბ) უმაღლესი სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან – 5 წევრი;
გ) იმ სახელმწიფო უწყებებიდან, რომლებსაც გააჩნიათ სამედიცინო სამსახური – 3 წევრი;
დ) ექიმთა პროფესიული ასოციაციებიდან – 7 წევრი;
ე) საზოგადოებრიობის წარმომადგენელი – 3 წევრი;
ვ) სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენელი – 2 წევრი.”.
2. „სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალისათვის სახელმწიფო სერტიფიკატის მინიჭების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №193/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 2 აპრილის №85/ნ ბრძანების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 2002 წ., №47, მუხ. 444) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დამტკიცდეს უმაღლესი და საშუალო სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალისათვის სახელმწიფო სერტიფიკატის მიმნიჭებელი საბჭოს შემადგენლობა;
ლ. ჭიპაშვილი – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, თავმჯდომარე
გ. წერეთელი – საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, საბჭოს წევრი
ნ. გრიგალაშვილი – საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, საბჭოს წევრი
ნ. ფრუიძე – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, თავმჯდომარის მოადგილე;
ვ. მოსიძე – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, თავმჯდომარის მოადგილე;
რ. ბერიაშვილი – სტანდარტიზაციის, ნორმირებისა და ლიცენზირების დეპარტამენტის უფროსი, საბჭოს წევრი;
დ. კორძაია – ადამიანური რესურსების განვითარების დეპარტამენტის უფროსი, საბჭოს წევრი;
თ. პირველაშვილი – ადამიანური რესურსების განვითარების დეპარტამენტის ჯანდაცვის სისტემის რესურსების განვითარების სამმართველოს უფროსი, საბჭოს წევრი
გ. მენაბდე – საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის რექტორი, საბჭოს წევრი;
რ. ხეცურიანი – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, საბჭოს წევრი;
დ. გორდელაძე – ივ. ჯავახიშვილის სახ.სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის დეკანი, საბჭოს წევრი;
ა. ბურჯანაძე – თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური ჰოსპიტლის უფროსი, საბჭოს წევრი;
გ. აბესაძე – შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის მთავარი სამმართველოს უფროსი, საბჭოს წევრი;
რ. ღულაძე – იუსტიციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი, საბჭოს წევრი;
მ. სახვაძე – საქართველოს ექთანთა ასოციაციის პრეზიდენტი, საბჭოს წევრი;
ვ. მარგველაშვილი – საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, საბჭოს წევრი;
დ. თელია – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური და ექსპერიმენტული მედიცინის ინსტიტუტის დირექტორი, საბჭოს წევრი;
ნ. ლომიძე – საქართველოს ქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტი, საბჭოს წევრი;
ა. ალადაშვილი – საქართველოს ოჯახის ექიმთა ასოციაციის წარმომადგენელი, საბჭოს წევრი;
გ. კიკნაძე – ჯანდაცვის მართვის ნაციონალური ცენტრის საკანონმდებლო ჯგუფის ხელმძღვანელი, საბჭოს წევრი;
გ. ლობჟანიძე – ექიმთა ასოციაციის პრეზიდენტი, პროფესორი, საბჭოს წევრი;
ნ. გორგასლიძე – საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდენტი, საბჭოს წევრი;
ი. სასანია – მ. იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს „რესპუბლიკა” დირექტორი, საბჭოს წევრი;
გ. სიმონია – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სწავლების ხარისხის უზრუნველყოფისა და პერსპექტიული დაგეგმარების სამმართველოს უფროსი, საბჭოს წევრი;
ყ. ფაღავა – საქართველოს პედიატრთა ასოციაციის წარმომადგენელი, პროფესორი, საბჭოს წევრი;
თ. დეკანოსიძე – ბიოეთიკის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე, საბჭოს წევრი;
ე. გულიაშვილი – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საბჭოს წევრი.“.
3. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
ლ. ჭიპაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები