დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 18 მარტის №69 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 135 |
| დოკუმენტის მიმღები | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 10/07/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/07/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310050000.54.066.016306 |
|
„საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 18 მარტის №69 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 18 მარტის №69 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 24/03/2022, 310050000.54.066.016254) დამტკიცებულ „საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის სერტიფიცირების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. წესი განსაზღვრავს საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის მოწმობის (შემდგომში – „მოწმობა“) გაცემის, მოქმედების ვადის გაგრძელების, შეჩერების, გაუქმების, კონვერტაციის და აღიარების პირობებს და იგი შემუშავებულია ევროკომისიის 2014 წლის 26 ნოემბრის რეგულაცია (EU) No 1321/2014-ის III დანართის (Part-66) და „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის №1 დანართის შესაბამისად.“. 2. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) პრაქტიკული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.“. 3. მე-6 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი: „ვ) საბაზო გამოცდილების დავალებების ჩამონათვალი ამ წესის დანართი №13-ის შესაბამისად.“. 4. მე-6 მუხლის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „შენიშვნა: ამ წესით გათვალისწინებული პრაქტიკული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (Maintenance Experience Logbook) უნდა მოიცავდეს შემდეგ მონაცემებს: თარიღი; ადგილმდებარეობა; საჰაერო ხომალდის ან კომპონენტის ტიპი; საჰაერო ხომალდის ამოსაცნობი ნიშანი ან კომპონენტის სერიული ნომერი; საქმიანობის სახეობა (მაგ.: C13; C22; A1-Line); გამოყენებული კატეგორია/ქვეკატეგორია (მაგ.: A; B1; B2); დავალების სახეობა (მაგ.: სწავლება; შესრულება; ზედამხედველობა; ექსპლუატაციაში დაშვება); შესაბამისი თავი „ATA Chapter“; შესრულებული სამუშაო; შესრულებული სამუშაოს ხანგრძლივობა; ტექნიკური მომსახურების შესრულების ჩანაწერზე მითითება (მაგ.: Work order; TLB); მფლობელის და/ან ზედამხედველის ხელმოწერა და შესაბამისი იდენტიფიკაცია.“. 5. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) პრაქტიკული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.“ 6. წესის დანართი №5 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 7. წესს დაემატოს დანართი №13 თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები