ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შინაარსის, მათი შედგენის, გამოყენების, ჩაბარებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის და სააღსრულებო ფურცლის ფორმის დამტკიცების შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 მაისის №25 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შინაარსის, მათი შედგენის, გამოყენების, ჩაბარებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის და სააღსრულებო ფურცლის ფორმის დამტკიცების შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 მაისის №25 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 33
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/07/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016689
33
07/07/2023
ვებგვერდი, 11/07/2023
010250050.35.105.016689
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შინაარსის, მათი შედგენის, გამოყენების, ჩაბარებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის და სააღსრულებო ფურცლის ფორმის დამტკიცების შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 მაისის №25 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შინაარსის, მათი შედგენის, გამოყენების, ჩაბარებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის და სააღსრულებო ფურცლის ფორმის დამტკიცების შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 მაისის №25 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №33

2023 წლის 7 ივლისი

ქ.ზუგდიდი

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შინაარსის, მათი შედგენის, გამოყენების, ჩაბარებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის და სააღსრულებო ფურცლის ფორმის დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 მაისის №25 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შინაარსის, მათი შედგენის, გამოყენების, ჩაბარებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის და სააღსრულებო ფურცლის ფორმის დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 მაისის №25 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 25/05/2023, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.105.016681) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 და 25-ე მუხლების, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 2093 მუხლის, 239-ე მუხლის მე-14, 141 და 27-ე ნაწილების, 240-ე და 242-ე მუხლების, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანების საფუძველზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საჯარიმო ქვითრის შედგენაზე ამ დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად უფლებამოსილია ზედამხედველობის სამსახურის რეაგირების და მონიტორინგის განყოფილებისა და სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების საჯარო მოხელე.“;

გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის  მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 49-ე, 51-ე, 512, 513, 52-ე, 533, 55-ე, 552, 553 55​​​6, 63-ე, 64-ე, 642,65-ე, 66-ე−67-ე, 68-ე, 71-ე, 73-ე−76-ე, 77​​​1, 77​​​2, 825 (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 86-ე, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 1191, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 1341, 135-ე, 145-ე, 1461, 148-ე, 150-ე, 1501, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 152-ე 152​2 , 1525, 1526, 1527, 1528, 152​9,1534, 156​​​1, 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით,  159-ე, 1591, 1726, და 173​14 მუხლებით  გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას სამართალდამრღვევის იდენტიფიცირებისთვის ან სხვა ფაქტობრივი გარემოებების დადგენისთვის საჭიროა ადმინისტრაციული წარმოება, მერიის ზედამხედველობის სამსახურის რეაგირებისა და მონიტორინგის განყოფილების საჯარო მოხელე ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს. საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 465, 466, 1728 და 1729 მუხლებით  გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას სამართალდამრღვევის იდენტიფიცირებისთვის ან სხვა ფაქტობრივი გარემოებების დადგენისთვის საჭიროა ადმინისტრაციული წარმოება, მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების საჯარო მოხელე ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს. მერიის სტრუქტურული ერთეულების მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი დგება ასევე იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს კანონი „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ ითვალისწინებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას.”;

დ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის №1-ის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თუ  საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 552, 556, 855, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 1191, 135-ე, 152-ე, 1525-1529, 1534, 1561, 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 159-ე, 1591 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას სამართალდამრღვევის იდენტიფიცირებისთვის ან სხვა ფაქტობრივი გარემოებების დადგენისთვის ადმინისტრაციული წარმოება საჭირო არ არის, მერიის ზედამხედველობის სამსახურის რეაგირებისა და მონიტორინგის განყოფილების საჯარო მოხელე ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს (ჯარიმას), რის შედეგადაც საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 242-ე  მუხლის შესაბამისად ადგენს საჯარიმო ქვითარს (ოქმს).“;

ე) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №6 ჩამოყალიბდეს ახალი თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიგა ფარულავა