დუშეთის მუნიციპალიტეტის უკანაფშავის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ

დუშეთის მუნიციპალიტეტის უკანაფშავის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 41
დოკუმენტის მიმღები დუშეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/06/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.152.016058
41
30/06/2023
ვებგვერდი, 10/07/2023
000000000.00.152.016058
დუშეთის მუნიციპალიტეტის უკანაფშავის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ
დუშეთის მუნიციპალიტეტი

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №41

2023 წლის 30 ივნისი

. დუშეთი

დუშეთის მუნიციპალიტეტის უკანაფშავის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, ამავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე.“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი, მე-2 პუნქტების და „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

1. დუშეთის მუნიციპალიტეტის უკანაფშავის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში: შუაფხოში, ახადში, ბეტისჩრდილში, ბინდაურთაში, გოგოლაურთაში, თხილიანაში, მათურაში, მუქოში, უკანაფშავში, უძილაურთაში, ცაბაურთაში, ჭიჩოში, ხოშარაში მდებარე უსახელო ქუჩებს მიენიჭოს სახელები დანართი №1-ის და წარმოდგენილი რუკების შესაბამისად.

2. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება .

3. განკარგულება გადაეგზავნოს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ ‒ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

4. განკარგულება გადაგზავნილ იქნეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და გამოქვეყნებულ იქნეს მიღებიდან 10 დღის ვადაში.

5. განკარგულება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კანონით დადგენილი წესით მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.მცხეთა,სამხედროს ქუჩა № 17).

საკრებულოს თავმჯდომარე                              კახაბერ ჩიტაური