დუშეთის მუნიციპალიტეტის მაღაროსკარის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ

დუშეთის მუნიციპალიტეტის მაღაროსკარის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 40
დოკუმენტის მიმღები დუშეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/06/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.152.016057
40
30/06/2023
ვებგვერდი, 10/07/2023
000000000.00.152.016057
დუშეთის მუნიციპალიტეტის მაღაროსკარის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ
დუშეთის მუნიციპალიტეტი

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №40

2023 წლის 30 ივნისი

ქ. დუშეთი

დუშეთის მუნიციპალიტეტის მაღაროსკარის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, ამავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე.“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი, მე-2 პუნქტებისა და „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

1. დუშეთის მუნიციპალიტეტის მაღაროსკარის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფლებში: მაღაროსკარში, გომეწარში, ჩარგალში, ქალილოში, კუჭეჭაში, კანატიაში, ხილიანაში, წიფრანში, საშევარდნოში, შარახევში, მიგრიაულთაში, გუდარახში, აფშოში, ინოში, ხომში, კაწალხევში, არბაჩხანში მდებარე უსახელო ქუჩებს მიენიჭოს სახელები დანართი №1-ის და წარმოდგენილი რუკების შესაბამისად.

2. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება.

3. განკარგულება გადაეგზავნოს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ  საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ  სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

4. განკარგულება გადაგზავნილ იქნეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და გამოქვეყნებულ იქნეს მიღებიდან 10 დღის ვადაში.

5. განკარგულება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კანონით დადგენილი წესით მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.მცხეთა, სამხედროს ქუჩა № 17).

 საკრებულოს თავმჯდომარე                              კახაბერ ჩიტაური