დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პენსიის და საპენსიო აქტივების დანიშვნა-გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 17 თებერვლის 003 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 006 |
| დოკუმენტის მიმღები | სსიპ – საპენსიო სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 10/07/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | სსიპ – საპენსიო სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/07/2023 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 28/12/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280030000.73.085.016019 |
|
„პენსიის და საპენსიო აქტივების დანიშვნა-გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 17 თებერვლის №003 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-9 მუხლის მე-9 პუნქტის, 23-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 32-ე, 33-ე და 34-ე მუხლების, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 აგვისტოს №421 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, საფუძველზე, საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს 2023 წლის 15 მაისის №27 სხდომის ოქმის გათვალისწინებით, ვბრძანებ:
|
მუხლი 1.
|
„პენსიის და საპენსიო აქტივების დანიშვნა-გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 17 თებერვლის №003 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), გამოქვეყნების თარიღი: 21/02/2023, სარეგისტრაციო კოდი: 280030000.73.085.016016) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი: „2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ფორმისა, მონაწილე ან გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრე, რომელსაც აქვს ინდივიდუალური საპენსიო გვერდი, უფლებამოსილია საპენსიო ასაკში პენსიის მიღების, შესაძლებლობის შეზღუდვის საფუძვლით პენსიის მიღების ან გარდაცვლილი მონაწილის საპენსიო აქტივების მიღების მიზნით, ამ თავით განსაზღვრული ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტები საპენსიო სააგენტოს წარუდგინოს მისი ინდივიდუალური საპენსიო გვერდის მეშვეობით. მონაწილის ან გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრის წარმომადგენელი არ არის უფლებამოსილი ინდივიდუალური საპენსიო გვერდის მეშვეობით წარადგინოს შესაბამისი განცხადება. საპენსიო სააგენტო უზრუნველყოფს, ინდივიდუალური საპენსიო გვერდის მეშვეობით განცხადების შევსების, დოკუმენტაციის ატვირთვის, განცხადების ხელმოწერის და საპენსიო სააგენტოსათვის გაგზავნის დეტალური ინსტრუქციის ინდივიდუალურ საპენსიო გვერდზე, ასევე, საპენსიო სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებას.“. 2. მე-9 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) მონაწილის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; საპენსიო სააგენტოს მისამართზე გაგზავნის შემთხვევაში – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, რომელიც დამოწმებული უნდა იქნეს ნოტარიუსის მიერ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. ინდივიდუალური საპენსიო გვერდის მეშვეობით საპენსიო სააგენტოსათვის განცხადების წარდგენის შემთხვევაში, ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტის წარდგენა არ არის სავალდებულო; ბ) საქართველოს ეროვნულ ვალუტაში გახსნილი მონაწილის იმ საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები, რომელზეც უნდა განხორციელდეს პენსიის გადარიცხვა. საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები წარდგენილი უნდა იქნეს ბანკის მიერ სველი ბეჭდით დამოწმებული ან შესაბამისი ბანკის ინტერნეტ/მობაილ ბანკის გვერდიდან ჩამოტვირთული ფორმით; გ) სადაზღვევო ანუიტეტური პროდუქტის შეძენის გზით პენსიის მიღების სურვილის შემთხვევაში: გ.ა) ხელშეკრულება, სადაზღვევო თუ სხვა ფინანსურ ინსტიტუტსა და მონაწილეს შორის, რომლის ფარგლებშიც მონაწილე იძენს სადაზღვევო ანუიტეტურ პროდუქტს პენსიის მიღების მიზნით; საპენსიო სააგენტოს მისამართზე გაგზავნის ან ინდივიდუალური საპენსიო გვერდის მეშვეობით წარდგენის შემთხვევაში წარდგენილი უნდა იქნეს ხელშეკრულება, რომელზე ხელმოწერაც სანოტარო წესით იქნება დამოწმებული ნოტარიუსის მიერ, ან ასეთი ხელშეკრულების ასლი, რომელიც ასევე დამოწმებული უნდა იქნეს ნოტარიუსის მიერ, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით; გ.ბ) საქართველოს ეროვნულ ვალუტაში გახსნილი იმ სადაზღვევო, თუ სხვა ფინანსური ინსტიტუტის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები, სადაც უნდა მოხდეს მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივების ღირებულების ოდენობის თანხის გადარიცხვა (იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ინფორმაცია არ არის მოცემული „გ.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად წარმოდგენილ ხელშეკრულებაში); საბანკო ანგარიშის რეკვიზები წარდგენილი უნდა იქნეს ბანკის მიერ სველი ბეჭდით დამოწმებული ან შესაბამისი ბანკის ინტერნეტ/მობაილ ბანკის გვერდიდან ჩამოტვირთული ფორმით;“; ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის ინდივიდუალური საპენსიო გვერდის მეშვეობით გაგზავნის შემთხვევაში, მონაწილე ვალდებულია შეავსოს ინდივიდუალურ საპენსიო გვერდზე განთავსებული საპენსიო ასაკში პენსიის მიღების შესახებ სტანდარტული განცხადების ფორმა, ინდივიდუალურ საპენსიო გვერდზე ამისათვის გამოყოფილ ველებში ატვირთოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტები, განახორციელოს შევსებული განცხადების კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით დამოწმება და საპენსიო სააგენტოსათვის გაგზავნა.“. 3. მე-10 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ა“ – „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) მონაწილის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; საპენსიო სააგენტოს მისამართზე გაგზავნის შემთხვევაში – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, რომელიც დამოწმებული უნდა იქნეს ნოტარიუსის მიერ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. ინდივიდუალური საპენსიო გვერდის მეშვეობით საპენსიო სააგენტოსათვის განცხადების წარდგენის შემთხვევაში, ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტის წარდგენა არ არის სავალდებულო; ბ) მონაწილის შესაძლებლობის შეზღუდვის დამადასტურებელი, კანონის ამოქმედებამდე ან/და მისი ამოქმედების შემდგომ, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის აქტის (სსე აქტი) ამონაწერის ორიგინალი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი, ან სსე აქტის ამონაწერის ორიგინალის სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ დადასტურებული ასლი; გ) ერთიანი გადახდით ან პროგრამული გატანით პენსიის მიღების სურვილის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნულ ვალუტაში გახსნილი მონაწილის იმ საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები, რომელზეც უნდა განხორციელდეს პენსიის გაცემა; საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები წარდგენილი უნდა იქნეს ბანკის მიერ სველი ბეჭდით დამოწმებული ან შესაბამისი ბანკის ინტერნეტ/მობაილ ბანკის გვერდიდან ჩამოტვირთული ფორმით; დ) სადაზღვევო ანუიტეტური პროდუქტის შეძენის გზით პენსიის მიღების სურვილის შემთხვევაში: დ.ა) ხელშეკრულება სადაზღვევო თუ სხვა ფინანსურ ინსტიტუტსა და მონაწილეს შორის, რომლის ფარგლებშიც მონაწილე იძენს სადაზღვევო ანუიტეტურ პროდუქტს პენსიის მიღების მიზნით; საპენსიო სააგენტოს მისამართზე გაგზავნის ან ინდივიდუალური საპენსიო გვერდის მეშვეობით წარდგენის შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნეს ხელშეკრულება, რომელზე ხელმოწერაც სანოტარო წესით იქნება დამოწმებული ნოტარიუსის მიერ, ან ასეთი ხელშეკრულების ასლი, რომელიც ასევე დამოწმებული უნდა იქნეს ნოტარიუსის მიერ, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ.ბ) საქართველოს ეროვნულ ვალუტაში გახსნილი იმ სადაზღვევო თუ სხვა ფინანსური ინსტიტუტის საბანკო რეკვიზიტები, სადაც უნდა მოხდეს მთლიანი საპენსიო აქტივების გადარიცხვა (იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ინფორმაცია არ არის მოცემული „დ.ა“ პუნქტის შესაბამისად წარმოდგენილ ხელშეკრულებაში); საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები წარდგენილი უნდა იქნეს ბანკის მიერ სველი ბეჭდით დამოწმებული ან შესაბამისი ბანკის ინტერნეტ/მობაილ ბანკის გვერდიდან ჩამოტვირთული ფორმით.“; ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის ინდივიდუალური საპენსიო გვერდის მეშვეობით გაგზავნის შემთხვევაში, მონაწილე ვალდებულია შეავსოს ინდივიდუალურ საპენსიო გვერდზე განთავსებული შესაძლებლობის შეზღუდვის საფუძვლით პენსიის მოთხოვნის შესახებ სტანდარტული განცხადების ფორმა, ინდივიდუალურ საპენსიო გვერდზე ამისათვის გამოყოფილ ველებში ატვირთოს ამ მუხლით განსაზღვრული დოკუმენტები, განახორციელოს შევსებული განცხადების კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით დამოწმება და საპენსიო სააგენტოსათვის გაგზავნა.“. 4. მე-11 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; საპენსიო სააგენტოს მისამართზე გაგზავნის შემთხვევაში – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, რომელიც დამოწმებული უნდა იქნეს ნოტარიუსის მიერ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. ინდივიდუალური საპენსიო გვერდის მეშვეობით საპენსიო სააგენტოსათვის განცხადების წარდგენის შემთხვევაში, ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტის წარდგენა არ არის სავალდებულო; ბ) გარდაცვლილი მონაწილის დანაშთ ქონებაზე ნოტარიუსის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული სამკვიდრო მოწმობა; გ) გარდაცვლილი მონაწილის საპენსიო აქტივების ღირებულების ერთიანი გადახდით მიღების სურვილის შემთხვევაში – საქართველოს ეროვნულ ვალუტაში გახსნილი მემკვიდრის იმ საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები, რომელზეც უნდა განხორციელდეს საპენსიო აქტივების ღირებულების გადაცემა; საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები წარდგენილი უნდა იქნეს ბანკის მიერ სველი ბეჭდით დამოწმებული ან შესაბამისი ბანკის ინტერნეტ/მობაილ ბანკის გვერდიდან ჩამოტვირთული ფორმით;“; ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის ინდივიდუალური საპენსიო გვერდის მეშვეობით გაგზავნის შემთხვევაში, გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრე ვალდებულია შეავსოს ინდივიდუალურ საპენსიო გვერდზე განთავსებული მემკვიდრის მიერ საპენსიო აქტივების მოთხოვნის შესახებ სტანდარტული განცხადების ფორმა, ინდივიდუალურ საპენსიო გვერდზე ამისათვის გამოყოფილ ველებში ატვირთოს ამ მუხლით განსაზღვრული დოკუმენტები, განახორციელოს შევსებული განცხადების კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით დამოწმება და საპენსიო სააგენტოსათვის გაგზავნა.“. 5. მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) სხვა სახელმწიფოში კანონიერი, მუდმივი ცხოვრების უფლების დამადასტურებელი, სხვა სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის ორიგინალი ან სათანადოდ დამოწმებული ასლი. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი დოკუმენტი გაცემულია „უცხოეთის ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაციის მოთხოვნის გაუქმების შესახებ“ ჰააგის 1961 წლის 5 ოქტომბრის კონვენციის წევრ-სახელმწიფოს მიერ, წარმოდგენილ უნდა იქნას დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებული ასლი; იმ შემთხვევაში თუ ასეთი დოკუმენტი გაცემულია „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარების და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ მინსკის 1993 წლის კონვენციის წევრი-სახელმწიფოს მიერ, წარდგენილ უნდა იქნს დოკუმენტის ორიგინალი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი. იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტი გაცემულია იმ სახელმწიფოს მიერ, რომელიც არც ერთი ზემოთ მოცემული კონვენციის წევრი არ არის, წარდგენილ უნდა იქნას ლეგალიზებული დოკუმენტი; გ) საქართველოს ეროვნულ ვალუტაში გახსნილი მონაწილის იმ საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები, რომელზეც უნდა განხორციელდეს მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივების ღირებულების გადახდა. საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები წარდგენილი უნდა იქნეს ბანკის მიერ სველი ბეჭდით დამოწმებული ან შესაბამისი ბანკის ინტერნეტ/მობაილ ბანკის გვერდიდან ჩამოტვირთული ფორმით.“. 6. მე-13 მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი ეთანხმება განცხადებაში მითითებულ ინფორმაციას, უფლებამოსილი თანამშრომლის თანდასწრებით კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან მატერიალურად ხელს აწერს მას და გადასცემს უფლებამოსილ თანამშრომელს. ხოლო თუ განმცხადებელი უარს განაცხადებს განცხადების ხელმოწერაზე, უფლებამოსილი თანამშრომელი უზრუნველყოფს განმცხადებლის მიერ შესაბამის გაუქმების ბარათის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან მატერიალური ფორმით ხელმოწერას და აღნიშნული ბარათის საფუძველზე განცხადების გაუქმების ფაქტს ასახავს ელექტრონულ სისტემაში.“; ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი: „61. ინსტრუქციის ამ თავით განსაზღვრული დოკუმენტების საპენსიო სააგენტოსათვის ინდივიდუალური საპენსიო გვერდის მეშვეობით წარდგენის შემთხვევაში, შესაბამისი განცხადება ავტომატურად აისახება ელექტრონულ სისტემაში და ელექტრონულ სისტემაში ასახვისთანავე მიიჩნევა საპენსიო სააგენტოს მიერ მიღებულად.”; გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. საპენსიო სააგენტო პენსიის დანიშვნის ან საპენსიო აქტივების გადაცემის საკითხის განხილვას დაიწყებს ამ თავით განსაზღვრული დოკუმენტაციის მიღების/ელექტრონულ სისტემაში ასახვის დღიდან. წინამდებარე ინსტრუქციით განსაზღვრული პენსიის ან საპენსიო აქტივების ღირებულების შესაბამისი თანხის მიღებისთვის განსაზღვრული ვადა აითვლება ასეთი დოკუმენტაციის მიღების/ელექტრონულ სისტემაში ასახვის დღის მომდევნო სამუშაო დღიდან.“; დ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგვი შინაარსის მე-8 პუნქტი: „8. იმ შემთხვევაში, თუ ამ თავით განსაზღვრული დოკუმენტები წარმოდგენილია არასრულად ან არასათანადოდ, საპენსიო სააგენტო უფლებამოსილია შესაბამისი განმცხადებლისათვის წარდგენილი შეტყობინების საფუძველზე მოითხოვოს ამ თავით განსაზღვრული დოკუმენტების სრულყოფილად ან/და სათანადოდ წარდგენა და აღნიშნულისათვის განსაზღვროს ვადა არაუმეტეს 30 კალენდარული დღის ოდენობით. იმ შემთხვევაში, თუ საპენსიო სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ მოხდება სრულყოფილი და სათანადო დოკუმენტების წარდგენა, საპენსიო სააგენტო განუხილველად დატოვებს პენსიის დანიშვნის ან საპენსიო აქტივების გადაცემის შესახებ განცხადებას.“. 7. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საპენსიო სააგენტო, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, იღებს გადაწყვეტილებას, ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული შესაბამისი განცხადების საფუძველზე პენსიის დანიშვნის თაობაზე და ასეთ გადაწყვეტილებას უგზავნის მონაწილეს მისი ინდივიდუალური საპენსიო გვერდის მეშვეობით. ამასთან, საპენსიო სააგენტო ელექტრონული სისტემის მეშვეობით მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო გვერდზე ასახავს ინფორმაციას ყოველთვიურად მისაღები პენსიის ოდენობის შესახებ, რომელიც ფიქსირებულია ერთი წლის განმავლობაში, მონაწილის ასაკის შეცვლის თვის ბოლომდე. ასეთი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის საფუძველზე მონაწილეს ეცვლება სტატუსი, ის ტოვებს საპენსიო სქემას და ხდება პენსიის მიმღები.“. 8. 26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 26. შეუსაბამობის გამოვლენა 1. საპენსიო სააგენტო პერიოდულად ადარებს და ამოწმებს მონაცემებს და შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში უფლებამოსილია: ა) მოითხოვოს პენსიის მიმღებისათვის ან/და გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრისათვის შეცდომით გადახდილი ნებისმიერი თანხის ან/და გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრისათვის ინდივიდუალურ ანგარიშზე შეცდომით გადატანილი საპენსიო აქტივების უკან დაბრუნება; ბ) მოახდინოს შეცდომით გაცემული თანხების გამოქვითვა შესაბამისი პენსიის მიმღებისათვის გადასახდელი თანხებიდან (ასეთი შესაძლებლობის შემთხვევაში) პენსიის მიმღების თანხმობის გარეშე, არაუმეტეს ყოველთვიური პენსიის 50%-ის გამოქვითვის გზით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აღნიშნული შეზღუდვის გათვალისწინების შემთხვევაში საპენსიო სააგენტო ვერ უზრუნველყოფს შეცდომით გადახდილი თანხის სრულად დაბრუნებას. ასეთ შემთხვევაში საპენსიო სააგენტო უფლებამოსილია გამოქვითვა განახორციელოს ნებისმიერი ოდენობით, ყოველგვარი პროცენტული, თუ თანხობრივი შეზღუდვის გარეშე; გ) გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე შეცდომით გადატანილი საპენსიო აქტივები მემკვიდრის თანხმობის გარეშე დააბრუნოს გარდაცვლილი მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე; დ) მიმართოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნებისმიერ ღონისძიებას, რაც აუცილებელი ან/და მიზანშეწონილია შეუსაბამობის გასწორების, შეცდომით გაცემული თანხის უკან დაბრუნების ან/და საპენსიო სქემის მონაწილეების და მათი მემკვიდრეთა ინტერესების შესაბამისად მართვისა და ადმინისტრირების მიზნით. 2. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე განხორციელებული შედარების შედეგად დადგინდება, რომ საპენსიო სააგენტოს ნაკლებობით აქვს გადახდილი პენსია ან საპენსიო აქტივები პენსიის მიმღებისათვის ან/და გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრითვის, საპენსიო სააგენტო უზრუნველყოფს შესაბამისი ოდენობის თანხის დამატებას შესაბამის პენსიაზე/საპენსიო აქტივზე, არანაკლებ ასეთი შეუსაბამობის აღმოჩენიდან 30 სამუშაო დღის ვადისა.“. 9. 28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 28. კომუნიკაცია 1. ამ ინსტრუქციის ფარგლებში საპენსიო სააგენტოს მიერ მომზადებული ან/და დამუშავებული დოკუმენტი/ინფორმაცია/შეტყობინება ადრესატს ეგზავნება/წარედგინება: ა) წერილობითი ფორმით ფოსტის მეშვეობით საპენსიო სააგენტოსათვის ცნობილ მისამართზე გაგზავნის გზით ან; ბ) პირადად გადაცემის (საპენსიო სააგენტოში ან უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში გამოცხადების შემთხვევაში) გზით ან; გ) ელექტრონული ფორმით ელექტრონული სისტემის/ინდივიდუალური საპენსიო გვერდის მეშვეობით გაგზავნის გზით ან; დ) საპენსიო სააგენტოს ნორმატიული აქტით განსაზღვრული სხვა გზით. 2. დოკუმენტის/ინფორმაციის/შეტყობინების გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საპენსიო სააგენტო, თუკი ამ ინსტრუქციით პირდაპირ სხვაგვარად არ არის გათვალისწინებული. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წესით გაგზავნის/ჩაბარების შემთხვევაში დოკუმენტი/ინფორმაცია/შეტყობინება პირისათვის ჩაბარებულად ითვლება, თუ დოკუმენტი ჩაჰბარდა: ა) ადრესატს პირადად; ბ) ადრესატის უფლებამოსილ ან კანონიერ წარმომადგენელს; გ) ადრესატის საცხოვრებელ ადგილზე, ან საპენსიო სააგენტოსათვის ცნობილ ადრესატის ნებისმიერ მისამართზე ამ პირთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესით გაგზავნის/ჩაბარების შემთხვევაში, დოკუმენტი/ინფორმაცია/შეტყობინება ჩაითვლება ჩაბარებულად ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე, ან ელექტრონულ სისტემაში ადრესატის შესაბამის გვერდზე განთავსებიდან 30-ე კალენდარულ დღეს, რომელიც უფრო ადრე დადგება. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათგვალისწინებულ შემთხვევაში, დოკუმენტის ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე ან ფოსტის შესაბამის დოკუმენტზე მიმღების ხელმოწერით. 6. საპენსიო სააგენტო უზრუნველყოფს დოკუმენტის/ინფორმაციის წარდგენას ან/და განმეორებით გაგზავნას ადრესატისათვის, თუ ადრესატს ერთხელ უკვე გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით ფოსტის მეშვეობით გაგზავნის გზით და ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა. 7. ინდივიდუალური საპენსიო გვერდზე საპენსიო სააგენტოს მიერ განთავსებულ „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ხელმოწერილ ან/და შტამპდასმულ ელექტრონულ დოკუმენტს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალური ფორმით შედგენილ, სათანადოდ უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტს. 8. საპენსიო სააგენტოსათვის ნებისმიერი ფორმით წარდგენილი ყველა დოკუმენტის/ინფორმაციის ნამდვილობაზე, უტყუარობასა და სიზუსტეზე პასუხისმგებლობა ეკისრება მის წარმდგენ პირს, განურჩევლად იმისა, თუ კომუნიკაციის რა საშუალებით არის შესაბამისი დოკუმენტი წარდგენილი. 9. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ელექტრონულ სისტემაში დაცული ელექტრონული დოკუმენტის ამობეჭდილი სახით დაინტერესებული პირისთვის გაცემისას, საპენსიო სააგენტოს ან უფლებამოსილი თანამშრომელი საკუთარი ხელმოწერით ადასტურებს აღნიშნული ამობეჭდილი დოკუმენტის იდენტურობას შესაბამის ელექტრონულ დოკუმენტთან.“. |
მუხლი 2.
|
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2023 წლის 7 ივლისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები