„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 მარტის №136 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 44
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 07/07/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/07/2023
ძალაში შესვლის თარიღი 10/07/2023
ძალის დაკარგვის თარიღი 03/02/2026
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017372
44
07/07/2023
ვებგვერდი, 07/07/2023
140130000.22.034.017372
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 მარტის №136 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №44

2023 წლის 6 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 მარტის №136 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 მარტის №136 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 31/03/2016, 140130000.22.034.016517) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-7 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) პირადი დაცვის სპეციალური მთავარი სამმართველო;“.

2. მე-10 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირადი დაცვის სპეციალური მთავარი სამმართველოს შემადგენლობაშია:

ა) I სამმართველო;

ბ) II სამმართველო;

გ) III სამმართველო;

დ) IV სამმართველო.“;

ბ) მეორე პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პირადი დაცვის სპეციალური მთავარი სამმართველო:“.

3. მე-14 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პირადი დაცვის სპეციალური მთავარი სამმართველოს უფროსი, დეპარტამენტის დირექტორისა და დირექტორის მოადგილის გარდა, ასევე უშუალოდ ანგარიშვალდებულია კურატორი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის წინაშე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 10 ივლისიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური