ქალაქ ცაგერში, თავისუფლების ქუჩის მარცხენა მიმართულებისთვის სახელის გადარქმევის და ლალი ჩიქოვანის სახელის მინიჭების თაობაზე

ქალაქ ცაგერში, თავისუფლების ქუჩის მარცხენა მიმართულებისთვის სახელის გადარქმევის და ლალი ჩიქოვანის სახელის მინიჭების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 34
დოკუმენტის მიმღები ცაგერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/07/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.116.016002
34
05/07/2023
ვებგვერდი, 07/07/2023
000000000.00.116.016002
ქალაქ ცაგერში, თავისუფლების ქუჩის მარცხენა მიმართულებისთვის სახელის გადარქმევის და ლალი ჩიქოვანის სახელის მინიჭების თაობაზე
ცაგერის მუნიციპალიტეტი
 

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №34

2023 წლის 5 ივლისი

 ქ. ცაგერი   

 

ქალაქ ცაგერში, თავისუფლების ქუჩის მარცხენა მიმართულებისთვის სახელის გადარქმევის და ლალი ჩიქოვანის სახელის მინიჭების თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მეორე ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის და „მუნიციპალიტეტის საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროსი მოქმედი სამთავრობო კომისიის 2023 წლის 19 ივნისის №37 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობის (საქართველოს რეგიონალური და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წერილი №01/1329, 05/07/2023) საფუძველზე, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

1. ქალაქ ცაგერში, თავისუფლების ქუჩის მარცხენა მიმართულებას (რუსთაველის ქუჩიდან კეჭნარის ხიდამდე) გადაერქვას სახელი და მიენიჭოს ლალი ჩიქოვანის სახელი (თანდართული რუკის თანახმად).

2. ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიამ ამ განკარგულების მიღებიდან ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს კონკრეტული ღონისძიებების გატარება.

3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია ხელმოწერის დღიდან ერთი თვის განმავლობაში სარჩელის წარდგენის მიზნით ცაგერის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. ცაგერი, რუსთაველის ქ. №69).

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თვმჯდომარე                                 ჭაბუკი ჭაბუკიანი