„საპენსიო შენატანების გადახდის წესების, ინფორმაციის წარდგენის ფორმების, ზედმეტად გადახდილი თანხების ადმინისტრირების, ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე საპენსიო შენატანების, ხარჯის, ნამეტი შემოსავლის, დანაკარგის, სხვა შემოსავლის, ამონაგებისა და ზარალის დარიცხვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 30 ივლისის N002 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„საპენსიო შენატანების გადახდის წესების, ინფორმაციის წარდგენის ფორმების, ზედმეტად გადახდილი თანხების ადმინისტრირების, ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე საპენსიო შენატანების, ხარჯის, ნამეტი შემოსავლის, დანაკარგის, სხვა შემოსავლის, ამონაგებისა და ზარალის დარიცხვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 30 ივლისის N002 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 005
დოკუმენტის მიმღები სსიპ – საპენსიო სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 06/07/2023
დოკუმენტის ტიპი სსიპ – საპენსიო სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/07/2023
ძალაში შესვლის თარიღი 07/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 280030000.73.085.016018
005
06/07/2023
ვებგვერდი, 07/07/2023
280030000.73.085.016018
„საპენსიო შენატანების გადახდის წესების, ინფორმაციის წარდგენის ფორმების, ზედმეტად გადახდილი თანხების ადმინისტრირების, ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე საპენსიო შენატანების, ხარჯის, ნამეტი შემოსავლის, დანაკარგის, სხვა შემოსავლის, ამონაგებისა და ზარალის დარიცხვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 30 ივლისის N002 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
სსიპ – საპენსიო სააგენტოს დირექტორი
„საპენსიო შენატანების გადახდის წესების, ინფორმაციის წარდგენის ფორმების, ზედმეტად გადახდილი თანხების ადმინისტრირების, ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე საპენსიო შენატანების, ხარჯის, ნამეტი შემოსავლის, დანაკარგის, სხვა შემოსავლის, ამონაგებისა და ზარალის დარიცხვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 30 ივლისის N002 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საპენსიო სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №005

2023 წლის 6 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საპენსიო შენატანების გადახდის წესების, ინფორმაციის წარდგენის ფორმების, ზედმეტად გადახდილი თანხების ადმინისტრირების, ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე საპენსიო შენატანების, ხარჯის, ნამეტი შემოსავლის, დანაკარგის, სხვა შემოსავლის, ამონაგებისა და ზარალის დარიცხვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის  საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 30 ივლისის №002 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტების, მე-9 მუხლის მე-8 პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 აგვისტოს №421 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს 2023 წლის 15 მაისის №27  სხდომის ოქმის გათვალისწინებით, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საპენსიო შენატანების გადახდის წესების, ინფორმაციის წარდგენის ფორმების, ზედმეტად გადახდილი თანხების ადმინისტრირების, ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე საპენსიო შენატანების, ხარჯის, ნამეტი შემოსავლის, დანაკარგის, სხვა შემოსავლის, ამონაგებისა და ზარალის დარიცხვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის  საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 30 ივლისის №002 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), გამოქვეყნების თარიღი: 31/07/2019, სარეგისტრაციო კოდი: 280030000.73.085.016002) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „ინსტრუქცია განსაზღვრავს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) შესაბამისად დაგროვებით საპენსიო სქემაში სავალდებულო და ნებაყოფლობით გაწევრიანებასთან და საპენსიო შენატანების (შემდგომში – საპენსიო შენატანი) განხორციელებასთან დაკავშირებით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საპენსიო სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ დამტკიცებულ წესებს, ინფორმაციის წარდგენის ფორმებს, ზედმეტად ან/და არასწორად გადახდილი თანხების ადმინისტრირების, ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე საპენსიო შენატანების, ხარჯის, ნამეტი შემოსავლის, დანაკარგის, სხვა შემოსავლის, ამონაგებისა და ზარალის დარიცხვის  წესებსა და პროცედურებს.“

ბ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. ინსტრუქცია ვრცელდება მხოლოდ 2019 წლის 1 იანვრიდან გამომუშავებულ ხელფასზე და შემოსავალზე, საიდანაც გამოითვლება და გადახდას/განხორციელებას ექვემდებარება საპენსიო შენატანები. 2019 წლის 1 იანვრამდე გამომუშავებული ხელფასიდან ან/და შემოსავალიდან, მიუხედავად მათი გადახდის თარიღისა, არ გამოითვლება და გადახდას / განხორციელებას არ ექვემდებარება საპენსიო შენატანები.“

2. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საპენსიო დეკლარაცია – საპენსიო სააგენტოს მიერ შემუშავებული საანგარიშგებო ფორმა, რომელიც ივსება დამსაქმებლის ან თვითდასაქმებულის მიერ ელექტრონულად და რომლის საფუძველზეც უნდა მოხდეს შესაბამისი საპენსიო შენატანების გადახდა /განხორციელება. საპენსიო დეკლარაცია შეიძლება იყოს მარტივი ან დეტალური. თუ ინსტრუქციაში გამოყენებულია ტერმინი „საპენსიო დეკლარაცია“, დამატებითი მითითების გარეშე, იგულისხმება ორივე ტიპის საპენსიო დეკლარაცია;“

ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) საბალანსო თანხა – დამსაქმებლის ან თვითდასაქმებულის მიერ საპენსიო სააგენტოს ანგარიშზე გადარიცხული თანხა, რომლის დანიშნულებაა საპენსიო დეკლარაციაში ასახული დამსაქმებლისა და დასაქმებულის ჯამური საპენსიო შენატანის ან თვითდასაქმებულის საპენსიო შენატანის გადახდის / განხორციელების ვალდებულების შესრულება და რომელიც ავტომატურად აისახება საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში დამსაქმებლის ან თვითდასაქმებულის ინდივიდუალურ გვერდზე, საბალანსო თანხის სახით;“

გ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) უფლებამოსილი წარმომადგენელი – დამსაქმებლის წარმომადგენელი, რომელიც უფლებამოსილია წარადგინოს საპენსიო დეკლარაცია ან/და განახორციელოს საპენსიო შენატანები და ავტორიზებულია ისარგებლოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სისტემით, რომელიც განთავსებულია მისამართზე – www.rs.ge;“.

3. მე-4 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თითოეული მონაწილის რეგისტრირებისთვის საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემა აგენერირებს სისტემაში შესასვლელ მომხმარებლის სახელს და დროებით პაროლს, რომელიც მონაწილეს შეუძლია მიიღოს საპენსიო სააგენტოში ან/და უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში გამოცხადების გზით ამ ინსტრუქციის 51 მუხლით განსაზღვრული წესით;“;

ბ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:

„71. გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტში მითითებული მომხმარებლის სახელისა და დროებითი პაროლის მეშვეობით რეგისტრაცია/ავტორიზაციისა, მონაწილე უფლებამოსილია საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაცია/ავტორიზაცია გაიაროს საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის (ID ბარათის) ან ბინადრობის ელექტრონული მოწმობის მეშვეობით.“;

დ) მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. 51 მუხლის სახელწოდება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 51. ავტორიზაციის პარამეტრების მიღება/განახლება“.

5. მე-7 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. დამსაქმებლის ან თვითდასაქმებულის მიერ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულება ჩაითვლება შესრულებულად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საპენსიო დეკლარაცია დაიხურა.“.

6. მე-10 მუხლის:

ა)  სახელწოდება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 10. საპენსიო შენატანების განხორციელება დამსაქმებლის და თვითდასაქმებულის მიერ და საპენსიო შენატანების ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშებზე განაწილება“;

ბ) მე-9 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მესამე პირი ვალდებულია გამოცხადდეს საპენსიო სააგენტოში ან უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და წერილობით დაადასტუროს, რომ მის მიერ თანხის შეტანა/გადარიცხვა განხორციელდა შესაბამისი დამსაქმებლის ნაცვლად და მისივე ხარჯით, წინამდებარე ინსტრუქციის შესაბამისად, საპენსიო შენატანების განხორციელების მიზნით. ამასთან, მესამე პირი ვალდებულია წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მის მიერ განხორციელებული შეტანის/გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი (საგადახდო დავალება ან შემოსავლის ორდერი);

ბ) იმ შემთხვევაში, თუ მესამე პირი ვერ ცხადდება საპენსიო სააგენტოში ან უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ის ვალდებულია მიმართოს საპენსიო სააგენტოს წერილობითი ფორმით და დაადასტუროს, რომ მის მიერ თანხის შეტანა/გადარიცხვა განხორციელდა შესაბამისი დამსაქმებლის მაგივრად და ხარჯით. ასეთ წერილობით მიმართვაზე მესამე პირის ხელმოწერა დადასტურებული უნდა იქნეს ნოტარიულად, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. წერილობით მიმართვას თან უნდა ერთოდეს მესამე პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და შეტანის/გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი (საგადახდო დავალება ან შემოსავლის ორდერი).“.

7. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11. სახელმწიფოს საპენსიო შენატანების განხორციელება

1. ყოველ სამუშაო დღეს, განხორციელებული საპენსიო შენატანების შეჯამების საფუძველზე, საპენსიო სააგენტო გამოთვლის და დაადგენს სახელმწიფოს მიერ კანონის შესაბამისად განსახორციელებელი საპენსიო შენატანის ჯამური მოცულობის ოდენობას და წარუდგენს საგადახდო დავალებას სახელმწიფო ხაზინას.

2. სახელმწიფო ხაზინა საგადახდო  დავალებას შეასრულებს არაუგვიანეს მიმდინარე სამუშაო დღის 17:30-საათამდე.

3. თანხა, რომლის ზედმეტობით გადახდა სახელმწიფო ხაზინიდან გამოიწვია დამსაქმებლის ან თვითდასაქმებულის მიერ ზედმეტად გადახდილმა საპენსიო შენატანმა, ბრუნდება მოცემული ინსტრუქციის შესაბამისად.

4. თუ დამსაქმებელმა ან თვითდასაქმებულმა საპენსიო შენატანი განახორციელა დანაკლისით, დამატებითი საპენსიო დეკლარაციის წარდგენის შემთხვევაში მისი სახელმწიფო ბიუჯეტიდან შევსება ხდება იმავე წესით, რა წესითაც ხდება საპენსიო შენატანის განხორციელება/გადახდა საპენსიო სააგენტოს დავალების საფუძველზე.“.

8. მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. წინამდებარე ინსტრუქციის შესაბამისად, ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშებზე აკუმულირებული საპენსიო შენატანების და მათზე დარიცხული სარგებლის, ხარჯის გამოკლებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ჯამური ოდენობა შეადგენს საპენსიო ფონდს, რომლის ინვესტირება განხორციელდება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის  შესაბამისად.“.

9. მე-13 მუხლის მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„16. სააგენტოს მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მაკორექტირებელი დეკლარაციის დახურვის და ელექტრონულ სისტემაში ასახვის, ასევე ამ მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე სააგენტოს მიერ დამსაქმებლის/დასაქმებულის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულს დაუბრუნოს დასაქმებულის სახელით და ხარჯით განხორციელებული საპენსიო შენატანი (2%) და ასეთ საპენსიო შენატანზე დარიცხული სარგებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული დაბეგვრით, სააგენტოს მიერ შესაბამისი მაკორექტირებელი დეკლარაციის დახურვიდან და ელექტრონულ სისტემაში ასახვიდან ან სააგენტოს სათანადო გადაწყვეტილების ელექტრონულ სისტემაში ასახვიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 7 ივლისს.

სსიპ საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი ჭიჭინაძე