დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტროს 2004 წლის 19 ივლისის №835 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1153 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 21/09/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 103, 23/09/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/05/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.11.106.006.690 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.11.106.006.690
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №1153
2004 წლის 21 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 19 ივლისის №835 ბრძანებით დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულებაში” ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად:
1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 19 ივლისის №835 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე III, №73, 19.07.2004, მუხ. 646) დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების” მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. თავმჯდომარის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს თავმჯდომარე მინისტრთან შეთანხმებით, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს თავმჯდომარე მინისტრთან შეთანხმებით ან მინისტრი.”
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. პაპუაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები